შაბათი, 20.04.2024, 10:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ბაგრატ III (იმერეთის მეფე).
22:20
ბაგრატ III (იმერეთის მეფე).
ბაგრატ III

იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1510
მმართ. დასასრული: 1565
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: გიორგი II
დაბ. თარიღი: 1495
გარდ. თარიღი: 1565
შვილები: გიორგი II
დინასტია: ბაგრატიონები

მამა: ალექსანდრე II


ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565), იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას.

„ტყვეთა სყიდვის" წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ.

1535 მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1545 ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა.

სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.წინამორბედი:
ალექსანდრე II იმერეთის მეფე
1510 - 1565 შემდეგი:
გიორგი II


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1169 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები