ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » გიორგი I (საქართველოს მეფე).
22:23
გიორგი I (საქართველოს მეფე).

გიორგი I, (* 998 ან 1002 ― † 16 აგვისტო. 1027) საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.


საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1014
მმართ. დასასრული: 1027
წინამორბედი: ბაგრატ III
მემკვიდრე: ბაგრატ IV
დაბ. თარიღი: 998
დაბ. ადგილი: ქუთაისი
გარდ. თარიღი: 1027 წლის 16 აგვისტო
მეუღლე: 1. მარიამი
2. ალდე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ III


გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-16 ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.

1021 ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა 1021 და საქართველოს ბიზანტიის ომები XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.

გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით.

გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც.

კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ.

1022/23 გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.

გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.წინამორბედი:
ბაგრატ III საქართველოს მეფე
1014 - 1027 შემდეგი:
ბაგრატ IV

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1070 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები