ოთხშაბათი, 24.04.2024, 18:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » დავით VII
23:29
დავით VII


დავით VII ულუ

საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1247
მმართ. დასასრული: 1270
წინამორბედი: რუსუდანი
მემკვიდრე: დემეტრე II თავდადებული
დაბ. თარიღი: 1216
გარდ. თარიღი: 1270
მეუღლე: 1.ჯიგდა-ხათუნი
2. გვანცა
შვილები: დემეტრე II თავდადებული
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი IV ლაშა


დავით VII ულუ (დ. 1216 — გ. 1270), საქართველოს მეფე 1247-70, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლებელი პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია.

გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242 (1243)). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გირგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ.

მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე.

ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა.

დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა).

1247 გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძე უფროსს (მონღოლურად "ულუ"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროს (მონღოლურად "ნარინი") მეფედ. 1248 (1249) დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259-მდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.

დავით ულუს დროს გამოშვებული მონეტა.

1256-იდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა.

ამ აჯანყების დროს ჰულაგუ-ყაენმა დავით VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და 1260, როცა 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო.

ახალდაბასთან ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი.

აჯანყება მაინც გრძელდებოდა. 1261 მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო.

მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VII-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა.

ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში გადავიდა და 1262 სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაენგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა.

ჯულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. 1263 ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებული ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. 1265 დავით VII საქართველოს ჯარით აბაღა-ყაენის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.

დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ-საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ - ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები.

1266 საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერტეულად გაიყო.

წინამორბედი:
რუსუდანი საქართველოს მეფე
1247 - 1270 შემდეგი:
დემეტრე II

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1094 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები