ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ანასეული ქართლის ცხოვრება.
09:45
ანასეული ქართლის ცხოვრება.

ანასეული ქართლის ცხოვრება

ანასეული „ქართლის ცხოვრება", „ქართლის ცხოვრების" ნუსხა, გადაწერილი დაახლოებით 1479–1495 წლებში კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის დედოფალ ანას (თავად გარსევან ჩოლოყაშვილის ქალიშვილი) ბრძანებით, რის გამოც მას „ანასეული" ეწოდა.

გადამწერის ვინაობა უცნობია. ანასეული „ქართლის ცხოვრება" უძველესია დღემდე ცნობილ ქართლის ცხოვრების ნუსხათა შორის. აღმოაჩინა ი. ჯავახიშვილმა 1913 წელს სოფ. ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების საგვარეულო წიგნსაცავში. მასვე ეკუთვნის ამ ძეგლის პირველი აღწერილობა და ზოგადი ანალიზი.

ხელნაწერს დასაწყისში აკლია დაახლოებით 50 გვერდი, გადამწერის შეცდომები უნებლიე ხასიათისაა, ხელნაწერში ბევრია სწორი, პირველი დედნიდან მომდინარე ვარიანრები, რომლებიც სხვა ნუსხებში დამახინჯებულია.

ანასეული „ქართლის ცხოვრება" გადაწერილია მხედრულით, XIII საუკუნის I მეოთხედში შედგენილი დედნიდან.

მასში შედის ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებები, მატიანე ქართლისა, დავით აღმაშენებლის ისტორია და ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე უკანესკნელი თხზულება დაწერილია 1222–1223 წლებში.

ამრიგად ანასეული „ქართლის ცხოვრების" ნუსხით ირკვევა, რომ ქართლის ცხოვრების კრებულში XV საუკუნის ბოლო მეოთხედშიც არ ყოფილა შეტანილი თამარის ისტორის და ჟამთააღმწერლის თხზულება. 1927 წელს ი. ჯავახიშვილმა დაბეჭდა ანასეული „ქართლის ცხოვრების" ერთი ნაწილი — ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე.

1942 წელს ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოვიდა ანასეული „ქართლის ცხოვრების" სრული ტექსტი. ანასეული „ქართლის ცხოვრებას" დიდი მნიშვნელობა აქვს ქართლის ცხოვრების თხზულებათა ტექსტის დადგენისა და კრებულის შედგენის ისტორიის შესწავლისათვის.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები