სამშაბათი, 23.04.2024, 15:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ელაზნაურის შეთანხმება.
09:53
ელაზნაურის შეთანხმება.

ელაზნაურის შეთანხმება 1804, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის რაიონში) რუსეთის მხრივ გენერალი პ. ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.

ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო.

ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს". მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა.

რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა.

იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქუთაისამდე და ფოთამდე, უზრუნველეყო გზების დაცვა. იმერეთის მეფეს ხე-ტყე უნდა მიეცა რუსეთისათვის შავ ზღვაზე ფლოტის მშენებლობისათვის და გამოეყო მუშახელი.

გურიის სამთავრო იმერეთის მეფეს რჩებოდა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო დადიანისათვის დაებრუნებინა ოდიშსა და ლეჩხუმში დაკავებული ციხეები, გაეთავისუფლებინა ტყვეები და არ შეევიწროვებინა სამეგრელოს მთავარი.

იმერეთის მეფე აიღბდა ბაჟს სამეფოს ტერიტორიაზე გატარებული საქონლიდან, მაგრამ მეფეს ჯილდოდ უნდა მისცემოდა რუსეთის საბაჟოების შემოსავლის ნაწილი.

იმერეთიდან ქართლში მეფის ნებართვის გარეშე ვერავინ გადასახლდებოდა, ხოლო ქართლიდან იმერეთში — მთავარსარდლობის ნებართვის გარეშე.

ეს წესი ადრე გადასახლებულებზე არ ვრცელდებოდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფის „თხოვნით", დამტკიცების ნიშნად, 1804 წლის 4 ივლისს გამოსცა სიგელი, რომლითაც დაადასტურა მეფის „მუხლნი სათხოვრისანი", იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ელაზნაურის შეთანხმება იმერეთის სამეფოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის, არსებობას უშვებდა და მფარველობის ფარგლებს არ სცილდებოდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1068 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები