10:18 პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში. | |
პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში.
აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი). იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა. შემდეგ პომპეუსმა მტკვრის მთელი მარჯვენა მხარე დაიმორჩილა. არტაგმა პომპეუსს ზავის დადება სთხოვა; თანაც ხიდის აღდგენასა და სურსათის მიცემას შეჰპირდა. ქართლის მეფემ დაპირება შეასრულა, მაგრამ პომპეუსი მაინც გადავიდა მტკვარზე. არტაგმა უკან დაიხია, ამალითა და ჯარის ნაწილით არაგვზე გადავიდა და ხიდი აქაც დაწვა. ქართველთა ჯარის მეორე ნაწილმა პარტიზანული ომი გააჩაღა, ტყეში გაიფანტა და მტერს ხეებიდან უშენდა ისარს. ბრძოლაში ქალებიც მონაწილეობდნენ. ბოლოს პომპეუსის ბრძანებით ტყე გაჩეხეს და ცეცხლი წაუკუდეს. ქართველები დამარცხდნენ. არტაგმა ისევ განაახლდა საზავო მოლაპარაკება და რომაელთა სარდალს ძვირფასი ძღვენი (ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა) მიართვა. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე ამ ბრძოლას დიდ ბრძოლას უწოდებდა. მისი ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 9 ათასი ქართველი, 10 ათასზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. აქ მას დახვდა რომაელთა ფლოტი, რომელსაც დაავალა მითრიდატეს დევნა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. პომპეუსმა კოლხეთის (ეგრისის) მმართველად დანიშნა თავისი კაცი არისტარქე. კოლხეთი რომის პროვინციის - ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა. | |
|