პარასკევი, 19.04.2024, 14:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახვითი ხელოვნების პორტალში.-ამერიკელი ფოტოგრაფები.
11:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახვითი ხელოვნების პორტალში.-ამერიკელი ფოტოგრაფები.

სახვითი ხელოვნება მოიცავს ფერწერას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. თუმცა ეს განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა ასევე მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში...

 


"ადამსის ეკლესია", ტაოსი, პუებლო (1942).


ანსელ ესტონ ადამსი (Ansel Easton Adams; დ. 20 თებერვალი, 1902 – გ. 22 აპრილი, 1984) — ამერიკელი ფოტოგრაფი, ყველაზე უკეთ ცნობილი მისი ამერიკის დასავლეთის შავ-თეთრი ფოტოსურათებით.

ადამსს ასევე დაწერილი აქვს მრავალი წიგნი ფოტოგრაფიაზე, მათ შორის ტექნიკურ სახელმძღვანელოთა ტრილოგია (The Camera, The Negative and The Print); თანადამფუძნებელი იყო ჯგუფის Group f/64 ედვარდ ვესტონთან, უილიარდ ვან დაიკთა და იმოგენ კანინგემთან ერთად; ასევე შექმნა, ფრედ არჩერთან ერთად, ზონის სისტემა, ტექნიკა, რომელიც ფოტოგრაფებს სინათლის გარდაქმნის საშუალებას აძლევს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ნეგატივებზე და ქაღალდზე სპეციფიური ინტენსივობის დანახვა, რაც მათ დასრულებულ ფოტოსურათზე უფრო მეტ კონტროლს ანიჭებს.


გორდონ პარკსი.

გორდონ როჯერ ალექსანდერ ბუშანან პარკსი (Gordon Roger Alexander Buchannan Parks; დ. 30 ნოემბერი, 1912 — გ. 7 მარტი, 2006) — გამოჩენილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, აქტივისტი და კინორეჟისორი. ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ფოტო-ესეებით ჟურნალისთვის „ლაიფ".


მან რეი, 1934.


Man Ray portrayed by Lothar Wolleh, Paris, 1975.

მან რეი (Man Ray; დ. 27 აგვისტო, 1890 – გ. 18 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი, მოღვაწეობდა პარიზში, საფრანგეთი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს პირველ რიგში მხატვარს უწოდებდა.

1999 წელს ჟურნალმა "არტნიუსმა" მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.


კარიერა.

1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.

ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდში მის მეგობარ, მარსელ დიუშანთან ერთად, ის ცდილობს ჩამოაყალიბოს დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობის, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: "დადას არ შეუძლია ნიუ იორკში ცხოვრება."

1921 წლის ივლისში იგი გადავიდა პარიზში, საფრანგეთში, სადაც მას შეუყვარდა კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი), მსახიობი და მოდელი. კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტალურ ფილმებში. 1929 წელს მან რეიმ დაიწყო რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში მან რეიმ მონპარნასში შეძლო თავისი ნიშანი დაედო ფოტოგრაფიისთვის. იმ დროის დიდი მსახიობები, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, გერტრუდა სტაინი და შონ კოქტო პოზირებდნენ მისი კამერის წინ.

შონ არპის, მაქს ერნსტის, ანდრე მასონის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სურრეალისტების პირველ გამოფენაზე პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს. ლი მილერთან - მის ფოტოგრაფიის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად - მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა.

მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, როგორიცაა Le Retour à la Raison (2 mins, 1923); Emak-Bakia (16 mins, 1926); L'Étoile de Mer (15 mins, 1928); and Les Mystéres du Château du Dé (20 mins, 1929).

მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ის ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში, ცხოვრობდა 1940-1951 წლებში. ლოს ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტალურ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და იქორწინეს 1946 წელს, ორმაგ ქორწინებაში მათ მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.

მან რეი მიწას მიაბარეს მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ჟულიეტ ბროუნერი 1991წელს მან რეის გვერდით დაკრძალეს. მის ეპიგრაფში იკითხება: "კვლავ ერთად".


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1105 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები