შაბათი, 20.04.2024, 13:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » აღორძინების ხანის მოქანდაკეები-დონატელო.
11:21
აღორძინების ხანის მოქანდაკეები-დონატელო.

დონატელო.

დონატო დი ნიკოლო დი ბეტო ბარდი (1386 - 13 დეკემბერი, 1466), ცნობილი როგორც დონატელო - აღორძინების ხანის მოქანდაკე. ქანდაკებების შექმნაში ინდივიდუალიზმის ფუძემდებელი.

შემოქმედება.


დონატელოს შემოქმედება კვატროჩენტოს ერთ–ერთი მწვერვალია. მის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის რეალობის, მისი მრავალფეროვანი და კონკრეტული გამოვლინებისადმი ინტერესი, ამაღლებული განზოგადება. დონატელომ მხატვრულად ერთ–ერთმა პირველმა გაიაზრა ანტიკური ხელოვნების არსი და შექმნა ანტიკური ქანდაკების კლასიკური ფორმები და მხატვრული სახეები (თავისუფლად მდგომი სტატუა, მხედრის მონუმენტი).

დონატელოს ჩვენთვის ცნობილ პირველ ნამუშევრებს ჯერ კიდევ ახასიათებს გოთიკური შებოჭილობა, დაუნაწევრებელი ფორმები და დაწვრილმანებული ხაზების რიტმი (წინასწარმეტყველთა ფიგურები), მაგრამ ორსანმიკელეს ეკლესიისათვის შესრულებული წმ. მარკოზის ფიგურა აღორძინების ეპოქის ქანდაკების ნიმუშია. იგი გამოირჩევა პლასტიკურობით, კომპოზიციის ნათელი ტექტონიკით, მშვიდი სიდიადითა და სიძლიერით. ამავე ეკლესიისათვის შესრულებულ წმ. გიორგის ქანდაკებაში ხორცშესხმულია აღორძინების იდეალის –გმირი მეომრის სახე. 1416–1435 წლებში ფლორენციის კამპანელასთვის შეგირდების დახმარებით შექმნილი წინასწარმეტყველთა ქანდაკებები მკაცრი რეალობით შესრულებულ ინდივიდუალურ სახეთა მთელი გალერეაა. 1420–იან წლებში დონატელომ განავითარა ბრუნელესკის იდეები და შეიმუშავა რელიეფის ე.წ. „ფერწერული ტიპი", რომელშიც ხაზობრივი პერსპექტივის გამოყენებით შექმნა სივრცისა და სიღრმის შთაბეჭდილება („ჰეროდეს ნადიმი").

1430–იანი წლების დასაწყისში რომში ყოფნისას მხატვარს გაუცხოველდა ინტერესი ანტიკური ხელოვნებისადმი, რასაც მოწმობს რელიეფი „ხარება". ანტიკური ფორმების რელიეფური გარდაქმნის მაგალითია 1430–იან წლებში შექმნილი დავითის ბრინჯაოს ქანდაკება რომელიც პირველი შიშველი ფიგურაა აღორძინების ეპოქის სკულპტურაში. მასში ერთმანეთს ერწყმის სრულყოფილი პლასტიკა, ჭაბუკური მოქნილობა, მეოცნებე განწყობილება და ანტიკური ხელოვნებისათვის უჩვეულო მხატვრული ხაზის შინაგანი სირთულე და მრავალპლანიანობა.

დონატელოს შემოქმედების უმაღლესი განვითარება დაკავშირებულია პადუის პერიოდთან. პადუაში მან შექმნა აღორძინების ეპოქის პირველი საერო ნაწარმოები– ცხენზე ამხედრებულ კონდოტიერ გატამელატას ძეგლი, ხოლო 1446–1450–იან წლებში პადუის სან–ანტონიოს ეკლესიაში შექმნა ანტიკური ეპოქის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საკურთხეველი.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1587 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.3/3
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები