ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » იტალიელი მოქანდაკეები.
11:24
იტალიელი მოქანდაკეები.
არნოლფო დი კამბიო

არნოლფო დი კამბიო (იტალ. Arnolfo di Cambio; დ. 1245 — გ. 1310) — იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი, პროტორენესანსის წარმომადგენელი. მისი შექმნილი კარდინალი დე ბრეის სამარხი აკლდამა (1228), სან-დომენიკოს ეკლესია ორვიეტოში (1282), სანტა კროჩეს ბაზილიკა (მშენებლობა დაიწყო მე-13 ს-ში). მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია შესრულებული მამა-შვილ პიზანოებთან — ფონტე მაჯორეს შადრევანი პერუჯის მოედანზე (1278), რომელსაც მრავალი ქანდაკება და რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. შადრევნისთვის შესრულებული ფიგურები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.


იაკოპო დელა კვერჩა

იაკოპო დელა კვერჩა (Jacopo della Quercia) (დ. დაახლოებით 1374, სიენა ― გ. 20 ოქტომბერი, 1438, იქვე), იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების წარმომადგენელი. 1401 წელს მონაწილეობდა ფლორენციის ბაპტისტერიუმის კარის რელიეფებისათვის გამართულ კონკურსში. მუშაობდა სიენასა და ბოლონიაში, აგრეთვე ლუკასა (1406) და ფერარაში (1408). ეყრდნობოდა ნიკოლო პიზანოს და ჯოვანი პიზანოს ტრადიციებს.

განიცადა XIV-XV საუკუნეების მიჯნის ჩრდილოეთი იტალიის პლასტიკის გავლენა. ძირითადი ნამუშევრები: "მადონა" (1408, ტაძრის მუზეუმი, ფერარა), ფონტე გაიას რელიეფები და სტატუეტები (1408-1419, პალაცო პუბლიკო, სიენა), ტრენტის საკურთხეველი სან-ფრედიანოს ეკლესიაში (1416-1422, ლუკა) - ყველა მარმარილო; რელიეფი "ზაქარია ტაძარში" (მოოქროვილი ბრინჯაო) და წინასწარმეტყველტა ფიგურები სიენის ბაპტისტერიუმისთვის (1417-1731, მარმარილო), ქანდაკება სან-პეტრონიოს ეკლესიის პორტალისათვის (ისტორიის ქვა, 1425-1438, ბოლონია).

მიქელანჯელო ბუანაროტი.


მიქელანჯელო ბუონაროტი.

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.

ბიოგრაფია.


მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და "მადონა კიბესთან".

ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში. 20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2079 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები