ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » მერაბ ბერძენიშვილი-ქართველი მოქანდაკეები.
11:41
მერაბ ბერძენიშვილი-ქართველი მოქანდაკეები.

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).


სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი).

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი.

ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი).

პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2324 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები