პარასკევი, 26.04.2024, 00:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები"
16:06
სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები"

ჯექსონ პოლოკის No. 5, 1948 (2006 წელს $140 მილიონად გაიყიდა).


აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.

მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონის გავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ.

მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.


კაზიმირ მალევიჩი, "სუპრემატიზმი".


ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება.

ბევრი ხელოვანი უარს აცხადებს წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. თუმცა ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.

ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს.

ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.

ახალი საგნობრიობა.


გაკთებულია გერმანიაში (გერმ. Den macht uns keiner nach), გეორგ გროსცი, საწერილია.

პასტით 1919.

ახალი საგნობრიობა, მიმართულება დასავლეთი ქვეყნების ფერწერაში, რომლის მიმდევარი იყო XX საუკუნის 20-იან წლებში ექსპრესიონისტებისაგან გამოყოფილი ვერისტების ჯგუფი. ამ მიმართულების მხატვართა უმრავლესობა ნატურალისტურად ასახავს ხალხის მძიმე ცხოვრებას და სოციალურ ყოფას. ძირითადი წარმომადგენლები არიან: ო. დიქსი, ჯ. გროსი, ჰ. გრუნდიგი.

ბაროკო.

რუბენსის ”აღტაცება”.


ბაროკო (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში.

სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.

ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რამაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.

სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა.

ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.

დადაიზმი.


დადაიზმი (ფრანგ. dadaisme<dada - ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი) — 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.

დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი.

ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს.

ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია.

დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.

დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.

დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურეალიზმს.

ექსპრესიონიზმი.


Einsteinturm პოტსდამში.


ექსპრესიონიზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა და სხვ.

ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.

XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

იმპრესიონიზმი.


იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme,Impression-შთაბეჭდილება), მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.

წარმოშობა .


იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).

XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ.

ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან აშეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე.

ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.

მეთოდი.


იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.

იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

  

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1895 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები