ოთხშაბათი, 24.04.2024, 08:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები".
16:56
სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები".

მესაფლავის სიკვდილი", კარლოს შვაბი, სიმბოლისტური მოტივების ვიზუალური გამოხატულებაა. სიკვდილისა და ანგელოზთა პერსონიფიკაცია, ქათქათა თოვლი და სახეთა დრამატული პოზები — ყოველივე ეს გამოხატავს სიმბოლისტურ მისწრაფებას ტრანსფიგურაციისკენ „სადმე, ამ სამყაროს იქით".


სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა.

ბელგიაში — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე.

სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.

საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები", „ცისფერყანწელების" ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა.

ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.

წინაპირობა.


ფრანგული სიმბოლიზმი უმეტესწილად რეაქცია იყო ნატურალიზმისა და რეალიზმის წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრები ცდილობდნენ რეალობის ასახვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პირდაპირმა თითქმის სანიტარულმა მიმდინარეობებმა გამოიწვია რეაქცია სპირიტუალობის, გამოგონილისა თუ ოცნებების წარმოსახვისკენ, რამაც დასაბამი მისცა სიმბოლიზმის აღმოცენებას. ზოგი ავტორი, როგორიცაა იორის-კარლ ჰუიზმანსი, შემოქმედებას იწყებს როგორც ნატურალისტი, თუმცა შემდგომში სიმბოლიზმისკენ იხრება; ჰუიზმანსში ეს ცვლილება გამოიხატა მის გამოცოცხლებულ ინტერესში რელიგიასა და სპირიტუალობისადმი.

სიმბოლისტურ მოძრაობას ლიტერატურაში ფესვები შარლ ბოდლერის პოემათა კრებულში „Les Fleurs du Mal" (ბოროტების ყვავილები) აქვს. სიმბოლიზმის ესთეტიკა განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. 1880-იანებში ეს ესთეტიკა გამოიხატა ერთგვარ მანიფესტთა სერიაში და მან მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, რომლებიც ბოდლერმა ფრანგულად თარგმნა, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ამ მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვანი წყარო ხდება მრავალი ტროპისა და პერსონაჟის შექმნაში.

ლიტერატურაში სიმბოლისტური მიმდინარეობისგან განსხვავებით, სიმბოლიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რომანტიციზმის გაცილებით უფრო გოთური და ბნელი ექსპრესიიდან გადახრას; თუმცა სადაც რომანტიციზმი იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა იყო, სიმბოლისტური ხელოვნება უფრო სტატიკური და რელიგიური გახდა.

სიმბოლიზმი თეატრში.


სიმბოლისტური თეატრის შექმნის იდეა გამომდინარეობს სცენაზე ხელოვნების ყველა დარგის ორგანული შერწყმის ნეორომანტიკული კონცეფციიდან. თეატრალურ წარმოდგენაში სიტყვის, ფერისა და მუსიკის შეხამებას მაყურებელზე უნდა მოეხდინა ისეთივე ზემოქმედება, როგორსაც მოახდენდა მუსიკა; ე. ი. უნდა შექმნილიყო სახეები, რომლებიც კონკრეტულ აზრობრივ გაშიფვრას არ დაექვემდებარებოდა. სიმბოლისტური თეატრის შექმნას XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ხელი შეუწყო:
სპეციფიურმა დრამატურგიულმა მასალამ (მეტერლინკის, ვერჰარნის, ჰოფმანის, მოგვიანებით იბსენისა და სხვა ნაწარმოებები), რომლებიც სცენაზე ადეკვატურ ხორცშესხმას მოითხოვდა.
სიმბოლისტმა რეჟისორებმა, რომლებმაც უარყვეს რეალისტური თეატრის ტრადიციები და დრამატურგიას, როგორც სპექტაკლის იდეურ საფუძველს, დაუპირისპირეს რეჟისორისა და მხატვრის დიქტატი; ისინი ცდილოვდნენ დაემკვიდრებინათ სცენაზე „პირობითი თეატრის" იდეა („მოქმედება-სიმბოლო"), განეხორციელებინათ „მარიონეტების თეატრის" პრინციპები.
პლასტიკური ხელოვნების (ძირითადად ფერწერა) მოძალებამ თეატრში, დასავლეთ ევროპაში სიმბოლიზმმა თავი იჩინა პარიზის სასტუდიო თეატრებში.

სიმბოლიზმი XIX—XX საუკუნეების მიჯნის მხატვრული კულტურის რთული მოვლენაა. მისი გავლენა განიცადა ბევრმა მხატვრულმა მიმდინარეობამ (ექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, ნაწილობრივ ფუტურიზმი და სხვა) ქართულ დრამატურგიასა და თეატრში სიმბოლიზმი თავს იჩენს XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში. იგი წარმოდგენილია პიესებით:სანდრო შანშიაშვილის „შვების თავადი" (1908—1911), „მეფე-მგოსანი" (1912); სანდრო ცირეკიძე „პირიმზე" (1918), პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული" (1919). ამ პიესებში შეიმჩნევა ის წინააღმდეგობანი, რაც საერთოდ დამახასიათებელია სიმბოლისტური მწერლობისათვის: რეალისტური ხელოვნების ტრადიციებისაგან ირაციონალობისა და მისტიკურობისაკენ გადახრა, თანამედროვე სინამდვილისადმი პროტესტი, უსამართლობის სასტიკი მხილება ახალი მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების მეოხებით. ქართველი რეჟისორების მიერ დადგმული სიმბოლისტური პიესებიდან აღსანიშნავია: მორის მეტერლინკის „მარიამ მაგდალინელი" (სპექტაკლის რეჟისორი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა შ. ბერიშვილმა, 1921), ოსკარ უაილდის „სალომე" (რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, 1922), სანდრო შანშიაშვილის „ბერდო-ზმანია" (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1920) და სხვ.

სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში.


რუს სიმბოლისტთა შორის იყო მიხაილ ვრუბელი (1856—1910).


სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული სახე. მის წარმომადგენლებს არ აერთიანებდათ არც საერთო თეორიული პროგრამა, არც სტილური ნიშნები.

საწყის ეტაპზე სიმბოლიზმს სახვით ხელოვნებაში ჰქონდა ტენდენცია ნაწარმოების სიუჟეტი დაეტვირთა რამდენიმე მნიშვნელობით, ალეგორიებითა და მისტიური სიმბოლოებით. ამან გამოიწვია ინტერესის გაცხოველება ძველ რელიგიებისადმი; ბიბლიური, ძველ აღმოსავლეთის, ანტიკური ლეგენდებისადმი.

უფრო სხვაგვარად ესმოდათ სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში ე. წ. პონტა-ვენის სკოლის წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე სიმბოლურ დატვირთვას ღებულობდა არა ნაწარმოების სიუჟეტი, არამედ თვით მხატვრული გამომსახველობითი საშუალებანი — ფერი, ხაზი, მონასმი, კომპოზიციური აგების რიტმი.

ამგვარი გაგება სიმბოლიზმისა მხატვრობაში გაგრძელდა XX საუკუნეშიც, „მოდერნის" ხელოვნებაშიც, ფორმის აქტიურ გასულიერების ცდებში. სიმბოლიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ XX საუკუნეში ფ. ფონ შტუკი, მ. კლინგერი — გერმანიაში, ფ. კნოპფი — ბელგიაში, ო. ბერდზლი — ინგლისში, ჩიურლიონისი — ლიტვაში და სხვა. რუსეთში სიმბოლიზმის ნიშნები გამოვლინდა „მირ ისკუსტვას" ხელოვნებაში, რერიხის, ბორისოვ-მუსატოვის, ვრუბელის ნაწარმოებებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სიმბოლისტი.

ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმი არ ჩამოყალიბებულა თავისთავადი მიმართულების სახით და არც მიმდევრები ჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე მხატვრის ცალკეულ ნაწარმოებებში შეიმჩნევა მიმართულებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (შ. ქიქოძე „დაღუპული მეგობრის მოსაგონრად", 1921, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).


წინამორბედები .
ბოდლერი, შარლ (1821-67)
ისიდორ დიუკასი, გრაფი ლოტრეამონი (1846-70)
ნერვალი, ჟერარ დე (1808-55)

მწერლები.


ვილიე დე ლ'ილ-ადამი, მათიას (1838-89)
მალარმე, სტეფან (1842-98)
ვერლენი, პოლ (1844-96)
რემბო, ართურ (1854-91)
როდენბახი, ჟორჟ (1855-98)
ვერჰარნი, ემილ (1855—1916)
მორე, ჟან (1856—1910)
სამენი, ალბერ (1858—1900)
გურმონი, რემი დე (1858—1915)
კანი, გუსტავ (1859—1936)
ჟირო, ალბერ (1860—1929)
ლაფორგი, ჟიულ (1860-87)
ადამი, პოლ (1862—1920)
მეტერლინკი, მორის (1862—1949)
მერილი, სტიუარტ (1863—1915)
რეტტე, ადოლფ (1863—1930)
ვილე–გრიფინი, ფრანსუა (1863—1937)
რენიე, ანრი დე (1864—1936)
მოკელი, ალბერ (1866—1945)
ვალერი, პოლ (1871—1945)
ვივიანი, რენე (1877—1909)
ნელიგანი, ემილ (1879—1941)
ბელი, ანდრეი (1880—1934)
გავლენა ინგლისურ ლიტერატურაში .

ინგლისურენოვანი ავტორები, რომელთაც სიმბოლიზმზე გავლენა მოახდინეს ან თავად განიცადეს:
პო, ედგარ ალან (1809-49)
ბლეიკი, უილიამ (1757—1827)
როსეტი, დანტე გაბრიელ (1828-82)
სუინბერნი, ალჯერნონ ჩარლზ (1837—1909)
უალდი, ოსკარ (1854—1900)
სიმონსი, ართურ (1865—1945)
გრეი, ჯონ (1866—1934)
დოუსონი, ერნესტ (1867—1900)
სტენბოკი, ერიკ (1860-95)
ელიოტი, თომაზ სტერნ (1888—1965)
იიტსი, უილიამ ბატლერ (1865—1939)
სტივენსი, უოლეს (1879—1955)
პაუნდი, ეზრა (1885—1972)
ეიკენი, კონრად (1889—1973)
სმიტი, კლარკ ეშტონ (1893—1961)
კრეინი, ჰარტ (1899—1932)
მხატვრები [რედაქტირება]
ბლეიკი, უილიამ — (1757—1827)
უოტსი, ჯორჯ ფრედერიკ — (1817—1904)
ბეკლინი, არნოლდ — (1827—1901)
შავანი, პიერ პიუვის დე — (1824—1898)
ფანტენ–ლატური, ანრი (1836—1904)
კნოპფი, ფერნანდ — (1858—1921)
კლიმტი, გუსტავ — (1862—1918)
მორო, გუსტავ — (1826—1898)
მუნკი, ედვარდ — (1863—1944)
რედონი, ოდილონ — (1840—1916)
როფსი, ფელისიენ — (1855—1898)
ტოროპი, იან — (1858—1928)
ვრუბელი, მიხეილ (1856—1910)

სოც-არტი.


სოც-არტი (რუს. Соц-арт) — პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში, ე. წ. ალტერნატიული კულტურის ჩარჩოებში, რომელიც იმ პერიოდის სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.

სოც-არტი წარმოიშვა, როგორც პაროდია ოფიციალურ საბჭოთა ხელოვნებასა და, ზოგადად, მასკულტურის თანამედროვე სახეებზე, რაც გამოიხატა მის ირონიულ სახელწოდებაშიც, რომელშიც გაერთიანდა სოცრეალიზმისა და პოპ-არტის ცნებები. საბჭოთა პოლიტ-აგიტაციის მოტივებზე შექმნილი საბჭოთა ხელოვნების ოდიოზური კლიშეების, სიმბოლოებისა და სახეების გამოყენებითა და გადამუშავებით, სოც-არტი ცდილობდა მათში ნამდვილი არსი წარმოეჩინა და გაეთავისუფლებინა მაყურებელი იდეოლოგიური სტერეოტიპებისგან. ირონია, გროტესკი, თავისუფალი ციტირება, მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება (ფერწერიდან სივრცულ კომპოზიციებამდე) გახდა ამ მიმართულების თვალშისაცემი, ეკლექტური მხატვრული ენის საფუძველი.

სოც-არტის შემქმნელებად ითვლებიან მოსკოველი მხატვრები ვიტალი კომარი და ალექსანდრ მელამიდი, რომელთა გარშემო 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა თანამოაზრე მხატვართა წრე. სხვადასხვა დროს ამ გაერთიანებაში იყვნენ ალექსანდრ კოსოლაპოვი, ლეონიდ სოკოვი, დმიტრი პრიგოვი, ბორის ორლოვი, ჯგუფების "გნეზდო" და "მუხომორი" წევრები.

მიმდინარეობამ 1990-იან წლებამდე იარსება - ამ პერიოდში განვითარებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მათი იდელოგოიური საწყისები არააქტუალური გახადა.

ფუტურიზმი.


უმბერტო ბაჩონი.

cფუტურიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, XX საუკუნის დასაწყისში.

ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში იტალიაში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა.

ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია მარინეტი, იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი პოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.

ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი.

ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.

ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.

რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა. მისი წარმომადგენლები არიან ვლადიმერ მაიაკოვსკი, კაზიმირ მალევიჩი და ა.შ.

ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაშიც. 1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4.

ფუტურისტი მხატვრები, ჯაკომო ბალლა, უმბერტო ბოჩონი, კარლო კარა, ჯინო სევერინი, ლუიჯი რუსოლო იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და კუბისტურ ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ.

ფუტურისტები.

მაიაკოვსკის აგიტპროპ პოსტერი.

ფუტურისტები.


ბალლა, ჯაკომო
ბოჩონი, უმბერტო
კარა, კარლო
კაზატი, ამბროჯო
კონტი, პრიმო
დეპერო, ფორტუნატო
ბურლიუკი, დავიდ
ბურლიუკი, ვლადიმერ
მაზონი, ანჯო
როსოლო, ლუიჯი
სევერინი, ჯინო


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2581 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები