ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ბაროკო-კლაუდიო მონტევერდი.
17:21
ბაროკო-კლაუდიო მონტევერდი.

კლაუდიო მონტევერდი - დომენიკო ფეტი.

კლაუდიო მონტევერდი დაიბადა 1567 წელს კრემონაში. პატარობაში მას მუსიკას მარკ’ანტონიო ინგეგნერი ასწავლიდა კრემონას კათედრალში.


კლაუდიო მონტევერდი 1640 წელს. ბერნარდო სტროცი.


ჟან ბატისტ ლული.

ჟან-ბატისტ დე ლული (ჯოვანი ბატისტა დი ლული) (დ. 28 ნოემბერი, 1632 — გ. 22 მარტი, 1687) ბაროკოს ეპოქის იტალიაში დაბადებული ფრანგი კომპოზიტორი.

ლულის განათლება არ ჰქონდა მიღებული , მაგრამ პატარობიდან დაჯილდოებული იყო მუსიკალური ნიჭით: ვიოლინოზე დაკვრით, გიტარაზე დაკვრით და ცეკვით. მისი ნიჭი შენიშნა ჰენრი მეორემ და წაიყვანა საფრანგეთში.


არქანჯელო კორელი.


არქანჯელო კორელი (*17 თებერვალი, 1653, რავენა, იტალია - გ. 8 იანვარი, 1713, რომი) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ვიოლინოზე შესრულების განვითარებაზე. მისი სავიოლინო ნაწარმოებები შესულია კამერული მუსიკის ისტორიაში. იგი თავისი დროის კომპოზიტორებთან განსხვავებით, ინსტრუმენტული მუსიკის კომპონირებით შემოიფარგლება. მის შემოქმედებაში შედის სავიოლინო კონცერტები და სონატები.


ტომაზო ალბინონი.

ტომასო ჯოვანი ალბინონი (დ. 8 ივნისი 1671, ვენეცია - გ. 17 იანვარი, 1751 ვენეცია) ბაროკოს ეპოქის ვენეციელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინე. დღეისთვის განთქმულია მისი ოპერებით და "ადაჟიო სოლ მინორით".

ბიოგრაფია.

ალბინონიზე ცოტა რამ არის ცნობილი. დაიბადა ვენეციაში, მამამისი ანტონიო შეძლებული გამყიდველი იყო. ტომასო ბავშვობიდანვე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სიმღერას. 1691 მისი პირველი ოპუსი პიეტრო ოტობონის მიუძღვნა. ცნობილია რომ ოტობონი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და უვლიდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორიც არქანჯელო კორელი.

სავარაუდოდ, ალბინონიმ მევიოლინედ მუშაობა 1700 წელს ჩარლზ IVსთან დაიწყო, რომელსაც მეორე ოპუსი მიუძღვნა. 1701 წელს მან დაწერა განთქმული სუიტები - მესამე ოპუსი, რომლებიც კოსიმო III დე მედიჩის მიუძღვნა. 1705 წელს ის დაქორწინდა. 

ამ დროს მან სახელი ოპერებით გაითქვა როგორც ვენეციაში, ისე გენოაში, ბოლონიაში და ნეაპოლში. ამ დროს მან ასევე დაწერა სოლო სონატები და კონცერტები ჰობოისათვის. სხვა კომპოზიტორის განსხვავებით, ალბინონი არასოდეს არ მოღვაწეობდა ეკლესიაში და არ წერდა საეკლესიო მესებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკას დამოუკიდებლად წერდა. დაახლოებით 1740 წელს პირველად დაიბეჭდა ალბინონის სავიოლინო სონატები.

მუსიკა და გავლენა.

მან დაწერა 50 ოპერა, რომლიდანაც 28 დაიწერა ვენეციაში 1723 - 1740 წლებში. ალბინონის მუსიკამ ბახის ყურადღება მიიქცია და მის ნაწარმოებებზე 2 ფუგა დაწერა. ალბინონის ნაწარმოებების დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.

დაბეჭდილი ნაწარმოებები.


ოპ.1 (1694): სონატა

ოპ.2 (1700): 6 სიმფონია.

ოპ.3 (1701): 12 "ბალეტი ა ტრე"

ოპ.4 (1702): 12 "კანტატე დი კამერა ა ვოჩე სოლა"

ოპ.5 (1707): 12 Concerti a cinque

ოპ.6 (1711): "ტრატენიმენტი არმონიჩი პერ კამერა"

ოპ.7 (1715): 12 Concerti a cinque

ოპ.8 (1722): 6 "ბალეტი" და 6 "სონატა ა ტრე"

ოპ.9 (1722): 12 Concerti a cinque

ოპ.10 (1735/36): 12 Concerti a cinque


ოპერები.


ზენობია (1694)

ილ პროდიგიო დელ'ინოცენზა (1695)

ზენონე (1696)

ტიგრანე (1697)

პრიმისლაო (1697)

ლ'ინგრატიტუდე გასტიგატა (1698)

ილ რადამისტო(1698)

დიომედე პუნიტო და ალციდე (1700)

ლ'ინგანო ინოცენტე (1702)

ლ'არტე ინ გარა კონ ლ'არტე (1702)

ლა გრისელდა (Apostolo Zeno librettos, 1703)

ლა ფედე ტრა გლ'ინგანი (1707)

ელიო სეიანო (1707)

ასტარტო (1708)

პიმპინონე(intermezzo, 1708)

ტრადიმენტო ტრადიო (1708)

ილ ნასიმენტო დელ'ავრორა (1708)

ენგელბერტა (1709)

ცირო(1709)

ილ ტირანო ეროე (1710)

ილ გიუსტინო (1711)

ალარიკო (1712)

ამორ დი ფიგლიო ნონ კონოსიუტო (1715)

ილ ვინტო ტრიონფატე დელ ვინიციტორე (1717)

ეუმენე (1717)

კლეომენე (1718)

ი ვერი ამიჩი(1722)

Gli eccessi della gelosia (1722)

ერმენგარდა(1723)

Eumene (Apostolo Zeno librettos, 1723)

Laodice (1724)

Antigono (1724)

Scipione nelle Spagne (Apostolo Zeno librettos, 1724)

Didone abbandonata (Pietro Metastasio librettos, tragedia, 1725)

Alcina delusa (1725)

Lucio Vero (1725)

Il trionfo d'Armida (1726)

L'incostanza schernita (1727)

Le due rivali in amore (1728)

Il concilio dei planeti (serenate, 1729)

Elenia (1730)

Li stratagemmi amorosi (1730)

Il più fedel tra gli amanti (1731)

არდელინდა (1732)

Candalide (1734)

არტამენე (1740)

   

ვივალდის შესაძლო პორტრეტი.


ანტონიო ვივალდი

ანტონიო ვივალდი

ვივალდის შესაძლო პორტრეტი

ანტონიო ლუჩიო ვივალდი (* 4 მარტი, 1678, ვენეცია ― გ. 28 ივლისი, 1741, ვენა), (Antonio Lucio Vivaldi) მეტსახელად Il Prete Rosso ("წითელი მღვდელი"), იყო ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, "წელიწადის დრონი", განეკუთვნება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს.

ბიოგრაფია.


ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მეკვლევართა აზრით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ. ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.

15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.

Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები.

ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი ღებულობდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები.

ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდმა დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი.

თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი.

ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti. სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი. 1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 

1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდმა დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა.

ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამოდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან.

ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდმა უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727).

თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით.

1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1716 წელს ვივალდმა დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა.

სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში.

მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.

თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს.

ჩარლზი ისე მოხიბლული იყო "წითელი მღვდლის" მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი. 

1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას.

მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი.

თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა.

უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში.

28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც.

იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი.

1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი.


გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (გერმ. Georg Friedrich Händel) (*23 თებერვალი, 1685, ჰალე (ზაალე) - † 14 აპრილი, 1759, ლონდონი) - ბაროკოს ეპოქის უდიდესი კომპოზიტორი. მის შემოქმედებაში შედის 40 ოპერა და 25 ორატორია, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ორატორია "მესია", საეკლესიო ქორალები, საორგანო კონცერტები და მრავალრიცხოვანი გასართობი სახის ნაწარმოებები. ჰენდელის შემოქმედება იმდროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს; ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარა.


ბავშვობა.

8 წლის ასაკიდან ჰენდელი იღებს მუსიკის გაკვეთილებს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: ჰობოი, ვიოლინო, ორგანი. იგი თავიდანვე დიდი ტალანტით გამოირჩეოდა. მას მუსიკის პედაგოგისგან განსაკუთრებით პატარა ვოკალური ნაწარმოებები და ყოველკვირეულად მოტეტის წერა ევალებოდა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მის შემოქმედებაში.

1702 წელს ჰენდელი იწყებს სამართალმცოდნობის სწავლას ჰალეში, ამავე წელს იგი ხდება ჰალეს მთავარი ტაძრის ორგანისტი.

ჰამბურგი.


1703 წელს იგი გადადის ჰამბურგში, სადაც გერმანული ოპერა რაინჰარდ კაიზერის მეშვეობით აღმავლობას განიცდის. ჰენდელი ჯერ მეორე მევიოლინეთ, ხოლო შემდეგ ჩემბალისტად იწყებს ჰამბურგში მუშობას.

ჰამბურგში იგი უმეგობრდება ცნობილ კომპოზიტორ, დირიჟორ და მომღერალ იოჰან მატესონს. როდესაც ლიუბეკის მთავარი ორგანისტი და ცნობილი კომპოზიტორი დიტრიხ ბუქსტეჰუდე წლოვანების გამო პენსიაზე გავიდა, მატესონი და ჰენდელი მიემგზავრებიან მასთან სტუმრად, მაგრამ მის თანამდებობის დაკავებისთვის არცერთს არ შეუთავაზებია თავი. რადგან როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე მოსული პირი მის უფროს ქალიშვილზე უნდა დაქორწინებულიყო.

1705 წელს ჰამბურგში შედგა მისი პირველი ოპერის "ალმირას" პრემიერა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ოპერა "ალმირაში" გაერთიანებულია გერმანული და იტალიური ოპერების ფორმა. თუმცა მატესონმა ოპერა მძლავრად გააკრიტიკა, ისინი მაინც მეგობრებად დარჩნენ.

"ალმირას" პრემიერას რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ოპერის "ნერონის" პრემიერაც მოჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელს წარმატება აღარ მოჰყოლია.


იტალია 

ჰენდელი, 1706 წელს ტოვებს ჰამბურგს და გადადის იტლიაში, სადაც იგი მოგზაურობს და თან სწავლობს. იტალიაში იგი ეზიარება იტალიურ ოპერას, რამაც მის მუსიკალურ შემოქმედებაზე უდიდესი როლი ითამაშა. ჰენდელი ხვდება მნიშვნელოვან კომპოზიტორებს არქანჯელო კორელის, ალესანდრო და დომენიკო სკარლატის, ანტონიო ლოტის. იტალიაში იწყება მისი აღმავლობა.

იგი იტალიაში ეცნობა მრავალ გავლენიან პიროვნებებს და აგრეთვე ჰანოვერის პრინც ავგუსტ-ს, გეორგ I-ის ძმას, რომლის კარზეც ჰანოვერში, ჰენდელი 1710 წლიდან კაპელმაისტერად ინიშნება.

ლონდონი - პირველი წლები (1710-1714).


1710 წლის ნოემბერში იგი მიემგზავრება ლონდონში. ლონდონში ჰენდელი ქმნის ოპერას "რინალდო", რასაც წარმოუდგენელი შემოქმედებრივი და საზოგადოებრივი წარმატება მოჰყვა. 1711 წლის ივნისში, როდესაც "რინალდო" მეთხუტმეტეჯერ დაიდგა, ჰენდელი ბრუნდება ჰანოვერში.

1712 წელს იგი ისევ ბრუნდება ლონდონში, მაგრამ ამჯერად ლონდონი მისი სამუდამო საცხოვრებელი ხდება.

ამ პერიოდში იგი ქმნის ოპერას ბრიტანეთის დედოფალ ანასთვის, რომელმაც ჰენდელი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველწლიური ფულადი პრემიით, 200 სტერლინგით დააჯილდოვა. 1714 წელს ჰენდელი მადლობის ნიშნად დედოფალ ანას ოდას "დედოფალ ანას დაბადების დღის აღსანიშნავად" უძღვნის.

ლონდონი - 1714-1752 წლები.


1714 წელს ბრიტანეთის მეფე ხდება გეორგ I, ჰანოვერის იმპერატორი. იმ დროს უკვე ლონდონში გადასული ჰენდელი, ხდება კარის მუსიკოსი და პრინცესა კაროლინასგან იგი იღებს დამატებით წლიურ შემოსავალს, 200 სტერლინგს.

ჰენდელი მეფე გეორგ I-სთვის ქმნის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს "წყლის" მუსიკას, რომელიც შემდეგ დღესასწაულებზე სრულდებოდა.

1720 წელს ჰენდელი ხდება სამეფო სამუსიკო აკადემიის დირექტორი. მის შესაძლებლობაში იყო მთელი კონტინენტიდან მოეწვია ცნობილი მომღერლები.

მისმა ოპერამ "რადამისტომ", რომელიც ჰენდელმა სპეციალურად აკადემიისთვის შექმნა, დიდი წარმატება მოიპოვა.

ჰენდელთან ერთად აკადემიში მოღვაწეობდნენ კომპოზიტორები ჯოვანი ბონონჩინი და ატილიო არიოსტო. აკადემიის პირველ წლებში მუსიკალური საზოგადოების აზრი ორად იყოფოდა. ბონონჩინი თავიდან მეტი წარმატებით სარგებლობდა. მესამე სეზონზე, ჰენდელის უმნიშვნელოვანესი ოპერები, "იულიუს კეისარი", "ტამერლანო" და "როდელინდა" იქნა დადგმული, რამაც ჰენდელის ავტორიტეტი დომინირებადი გახადა მუსიკალურ საზოგადოებაში. ეს ოპერები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 1728 წელს, ფინანსური პრობლემების გამო აკადემია დაიხურა.

1726 წელს ჰენდელი ხდება ინგლისის მოქალაქე.

აკადემიის დახურვის შემდეგ, იგი ცდილობს ახალი აკადემიის გახსნას. აკადემიის ყოფილ დირექტორთან, ი.ი. ჰაიდეგერთან ერთად, ჰენდელი ხსნის "მეორე" აკადემიას. ჰენდელი მიემგზავრება იტალიაში მომღერლების მოასაწვევად.

ოპერა "ლოტარიოს", რომელიც "მეორე" აკადემიაში დაიდგა, დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჰენდელი მართავს ქოვენთ-გარდენის ახლად გახსნილ თეატრს, აქ იდგმება მისი ოპერები "არიოდანტე" და "ალცინა".

1737 წელს თეატრი გაკოტრდა. ამის შემდეგ ჰენდელის ჯანმრთელობა საგრძნოლად შეირყა, თუმცა მოკლე მკურნალობის შემდეგ, აახენში, იგი ისევ ადრინდელი ენერგიით განაგრძობს ახალი ნაწარმოებების ქმნას.


1741 წელს ჰენდელი ახალი ოპერით "დიადემია", უშედეგოდ ცდილობს ისევ დაუბრუნოს ოპერას წარმატება. 1742 წელს იგი ქმნის ორატორიას "მესია", რომლის პრემიერაც დუბლინში შედგა. ამ მომენტიდან ჰენდელი აღარ დაბრუნებია ოპერას.

ჰენდელს უყვარდება პრინცესა. მას იჭერენ, თუმცა მეფის წყალობით ის სიკვდილს გადარჩა და გერმანიაში ბრუნდება, სადაც 1759 წელს ავადდება და შემდეგ კვდება.

დომენიკო სკარლატი.


დომენიკო სკარლატი (1738, დომინგო ანტონიო ვალესკოს ნამუშევარი).


ჯუზეპე დომენიკო სკარლატი (Giuseppe Domenico Scarlatti) (დ. 26 ოქტომბერი, 1685, ნეაპოლი, იტალია - გ. 23 ივლისი, 1757, მადრიდი, ესპანეთი) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი.

სკარლატი დაიბადა კომპოზიტორ, ალესანდრო სკარლატის ოჯახში. პატარობიდანვე დაეუფლა ჩემბალოზე დაკვრას. მისი შემოქმედება მოიცავს ექვსასამდე სონატას ჩემბალოსთვის.

სკარლატის სონატები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელი პიანისტების და ჩემბალისტების პროგრამებში.

ბიოგრაფია.


დომენიკო სკარლატი დაიბადა 1685 წელს იტალიის ქალაქ ნეაპოლში. ამავე წელს დაიბადა ორი დიდი ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი. დომენიკო იყო მეექვსე ათი შვილიდან.

მისი უფროსი ძმა პიეტრო ფილიპო სკარლატი ასევე კომპოზიტორი იყო. შესაძლოა მისი პირველი მასწავლებელი იყო მამამისი - ალესანდრო სკარლატი. შემდეგი კომპოზიტორები კი შესაძლოა დომენიკოს მასწავლებლები იყვნენ: გაეტანო გრეკო, ფრანჩესკო გასპარინი და ბერნარდო პასკვინი. 

ყოველმა მათგანმა შესაძლოა დიდად იმოქმედა დომენიკოს მუსიკალურ სტილზე.

1701 წელს დომენიკო გახდა ნეაპოლის სამეფო კარის კომპოზიტორი. 1704 წელს ამუშავებს კარლო ფრანჩესკო პოლაროლოს ოპერა Irene-ს ნეაპოლში შესასრულებლად. ამის შემდეგ მამა გზავნის მას ვენეციაში. მის შემდეგ 4 წელიწადზე არაფერი არ არის ცნობილი.

1709 წელს ჩადის რომში და ემსახურება პოლონეთის დედოფალ მარია კაზიმირს. იქ ის ხვდება თომას როზენგრეივს, რომლის დამსახურებითაც ლონდონში გაიცნეს და კარგათ მიიღეს დომენიკო სკარლატის სონატები. დომენიკო ვირტუოზი კლავესინისტი იყო.

ის მონაწილებას იღებდა შეჯიბრებაში, რომელიც რომში, კარდინალი ოტობონის სამეფო კარზე იმარტებოდა. ის აღიარებული იყო, როგორც ჰენდელზე უკეტესი კლავესინისტი, მაგრამ უარესი ორგანისტი.

ასევე, რომში ჩასვლის დროს სკარლატიმ დაწერა რამდენიმე ოპერა დედოფალი კაზიმირის კერძო ოპერისათვის. 1715-დან 1719-მდე იყო კაპელმაისტერი წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში და ბოლო წელს წავიდა ლონდონში, სადაც სამეფო თეატრში დადგა თავისი ოპერა Narcisco.

1720 ან 1721 წელს გადადის ლისაბონში, სადაც მუსიკას ასწავლის პრინცესამარია მაგდალინა ბარბარას. ნეაპოლში ბრუნდება 1725 წელს. რომში ყოფნის დროს, 1728 წელს დაქორწინდა მარია კატერინა ჯენტილიზე.

1729 წელს ჩადის სევილიაში, სადაც ცხოვრობს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. იქ გაეცნო ფლამენკოს. მარია ბარბარა გახდა ესპანეთის დედოფალი, რის გამოც სკარლატის მოუწია ესპანეთში წასვლა სადაც ეყოლა 5 შვილი.

ცოლოს სიკვდილის შემდეგ, 1742 წელს ის დაქორწინდა ესპანელ ანასტასია მახარტე ხიმენესზე. მადრიდში წერს 5 სონატას კლავიშებიანი ინსტრუმენტისათვის. ზუსტად ეს ნაწარმოებები არიან ყველაზე განთქმული დღეისათვის.

დომენიკო ჯუზეპე სკარლატი გარდაიცვალა მადრიდში, 71 წლის ასაკში. მის სახლში - Calle Leganitos-ში არის მემორიალური დაფა, მისი შთამომავლები კი ეხლაც ცხოვრობენ მადრიდში.

კატის ფუგა.

cფუგა ლა მინორში Kk. 30 - ერთმოქმედებიანი საკლავესინო სონატა დაწერილი დომენიკო სკარლატის მიერ, ასევე ცნობილი როგორც კატის ფუგა.

მეტსახელის ისტორია.

სახელი "კატის ფუგა" გამოყენებული იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, თვით კომპოზიტორს ეს სახელი არ დაურქმევია.

არსებობს ლეგენდა, რომ სკარლატის ყავდა კატა, სახელად პულჩინელა, რომელსაც, კომპოზიტორის აღწერით, ძალიან უყვარდა კლავესინის ნოტებზე სიარული. ერთხელ სკარლატის მოეწონა გამა, რომელიც კატამ შემთხვევით "აიღო". სკარლატი მიუჯდა კლავესინს და იმპროვიზაციით დაწერა ნაწარმოები.

გავლენა.

Kk. 30 გამოქვეყნდა ლონდონში, 1739 წელს. კომპოზიტორმა გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა, განთქმულმა სხვა მუსიკის "არებისთვის" და გადაკეთებისთვის იხმარა თავის კონცერტში (ოპ.6) - 1739 წელს სექტემბრიდან ოქტომბის თვემდე დაწერილ ნაწარმოებში.






კატეგორია: სტატიები | ნანახია: 3468 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.5/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები