პარასკევი, 29.03.2024, 13:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » იმპრესიონისტები.
17:57
იმპრესიონისტები.

პოლ სეზანი.


ავტოპორტრეტი
სრული სახელი: პოლ სეზანი
დაიბადა: 19 იანვარი, 1839
ექს-ან-პროვანსი
გარდაიცვალა: 22 ოქტომბერი, 1906
ექს-ან-პროვანსი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: პოსტიპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: ტყე, 1902–1904.

პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne) (დ. 19 იანვარი, 1839, ექს-ან-პროვანსი ― გ. 22 ოქტომბერი, 1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

ცხოვრება და შემოქმედება.


XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა .

იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობს ექსში და ამავე დროს აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვება რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად 1861 წელს პარიზში მიმგზავრება.

დროთა განმავლობაში მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.

პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.


კვლავ ცხოვრება ვაშლებთან და ფორთოხლებთან, 1895–1900.


სახლი ნაპრალიანი კედლებით, 1892–1894.


ავტოპორტრეტი, 1879–1882.

ედგარ დეგა.


ედგარ დეგა, ავტოპორტრეტი, 1855
სრული სახელი: ილერ ჟერმენ ედგარ დეგა
დაიბადა: 19 ივნისი, 1834
გარდაიცვალა: 27 სექტემბერი, 1917
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა, სკულპტურა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: ბელელიების ოჯახი, 1858–1867
პატარა ბალერინა, (სკულპტურა)1879-1881.

ედგარ დეგა (ფრანგ. Edgar Degas), სრული სახელი ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (Hilaire-Germain-Edgar Degas) (დ. 19 ივნისი, 1834, — გ. 27 სექტემბერი, 1917) — ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტურისტი.

ბიოგრაფია.


დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში". ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.

საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი", რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი", ნახატი „ენგრისტულია."

ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში" და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს").

1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე, ის კაფე „გერბუას" ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.

1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.

დოღზე, 1877—1880

1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.

1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.

პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა

სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას" უწოდებას. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.


შემოქმედება და ტექნიკა .

დეგა იყო კონსერვატორი პირად ცხოვრებაში, მას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არცერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ. მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.

საცეკვაო კლასი, 1875

ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ. ამ თემატიკის სურათებია: „საცეკვაო კლასი", „მოცეკვავეები სცენაზე", „მოცეკვავეები ცისფრებში", „ვარსკვლავი", „რეპეტიცია ფოეში" და ა. შ.

ბანაობა ტაშტში, 1885—1886

ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას პირველ რიგში აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება. აი როგორი სათაური მიუძღვნა მან 1886 წელს თავის პასტელების სერიას: „ჩოჩქოლი შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას". მან რამდენიმე ასეული პასტელი დახატა ამ თემაზე, ერთერთია „ბანაობა ტაშტში" (1886 წ.)

დეგას გვიანდელი ნამუშევრები მოგვაგონებს საზეიმო კალეიდოსკოპოს ფერებს. საღებავისთვის რომ მიენიჭებინა განსაკუთრებული ბზინვარება, ის პასტელს მდუღარე წყალში ადნობდა, ანიჭებდა მათ ზეთის საღებავების კონსტიტენციას და ფუნჯით მუშაობდა ტილოზე.

დეგა ასევე არაჩვეულებრივი პოეტი იყო, მის ლექსებში უმარავადაა დეგას მიერი იუმორები, სატირა, ბუნებისკენ სწრაფვა.


ორკესტრის მუსიკოსები, 1872.

ედუარ მანე.

ედუარ მანე (ფრანგ. Édouard Manet); (დ. 23 იანვარი, 1832, პარიზი — გ. 30 აპრილი, 1883, იქვე), ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე" და „ოლიმპია" დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო; მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის.


ედუარ მანე (პორტრეტი ნადარის მიერ)
სრული სახელი: ედუარ მანე
დაიბადა: 23 იანვარი, 1832
პარიზი
გარდაიცვალა: 30 აპრილი, 1883
პარიზი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: რეალიზმი, იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: საუზმე ბუნების წიაღში, 1863
ოლიმპია, 1863
ბარი ფოლი-ბერჟესი, 1882.

ბიოგრაფია.


ედუარდ მანე დაიბადა ცნობილი ჩინოვნიკის ოჯახში. ის ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, თუმცა მამამისი ოცნებობდა მის იურიდიულ კარიერაზე. 1848 წელს მან გაიარა სამხედრო სამსახური ფლოტში, ერთი წლის შემდეგ იგი ჩაიჭრა გამოცდაზე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, და მხოლოდ მაშინ მიიღო მან მშობლებისგან თანხმობა სერიოზულად შეესწავლა ფერწერა. ხელოვნების სკოლაში ის სწავლობდა 6 წელიწადს, თომას კუტურეს (ფრანგ. Thomas Couture) სახელოსნოში. მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა მის ადრეულ შემოქმედებაზე. ამ პერიოდში მანე ეძებდა აღიარებას ოფიციალურ სალონში, მაგრამ ის უეცრად აღმოჩნდა პარიზელ ავანგარდისტების გმირად.

მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში"


(იგივე „წახემსება მინდორზე") გამოფენილ იყო „განკიცხულთა სალონში". ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მიღებული ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, 1863 წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიურილიის ბაღში" (1862)

მუსიკა ტიურილიის ბაღში, 1862

აღშფოთებულმა ბურჟუაზიამ კინაღამ გაანადგურა ხელ-ჯოხებითა და ქოლგებით. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე დაგმეს მანეს მეორე ტილოც „ქუჩის მომღერალი ქალი", რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.

მალე მხატვარი შეუდგა ახალ ტილოზე მუშაობას და მას „ოლიმპია" უწოდა, სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ „კუნძულთა ასული".

მანეს ცხოვრებაში ეს წელი (1863), გარდა აურზაურებისა, მისი ბედნიერებითაც აღინიშნა. 1863 წლის 28 ოქტომბერს მან ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზალტ-ბოლმელდში სუზანა ლენხოპი მოიყვანა ცოლად. სუზანა ლენხოპი ედუარდ მონესა და მის ძმა ეჟენს ასწავლიდა მუსიკას. სუზანასა და ედუარდს ეყოლათ ვაჟი ლეონ-ედუარდ კოელა.

მკვდარი ტორერო, 1864—1865

ამავე წელს მანემ ოფიციალურ სალონში გამოფინა ტილო „გარდაცვლილი ქრისტე ანგელოზებით" და „ხარების ბრძოლის ეპიზოდი". სამწუხაროდ ედუარდ მანეს ეს ტილოებიც მწარედ გააკრიტიკეს, განრისხებულმა მხატვარმა თავის ხელებით გაანადგურა „ხარების ბრძოლის ეპიზოდი", შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტი „მკვდარი ტორერო". 1865 წელს მისი ცოლი, სუზანასა და მხატვარ ბოდლერის დაჟინებული თხოვნით მანემ სალონში გამოფინა თავისი „ოლიმპია".

ოლიმპია, 1863

სალონის მესვეურებმა „ოლომპია" რაც შეიძლება მაღლა დაკიდეს, რათა მას გასანადგურებლად ვერ მისწვდომოდნენ. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარმა სალონურ მაყურებელს წარუდგინა დაბალი წრიდან გამოსული ქალიშვილი, თანაც ჯორჯონეს „მძინარე ვენერადან" და ტიციანის (იტალ. Tiziano Vecellio) „ვენერა ურბინელიდან" ნასესხები და ახალი შინაარსით შევსებული კომპოზიციით.

1866 წლიდან ედუარდ მანე რეგულარულად ეწვევა გებუას კაფეს ე. წ. „ბატილიონების კაფეს", სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს „მანეს ბანდას" უწოდებდა. ხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი „ბატილიონის სკოლა" (იგივე „სახელოსნო ბატილიონში"). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი პეიზაჟი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში, (მაგ.:"ქალი სენის სანაპიროზე", „არჟანტე", „ნავში", „ბაღში")მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე ამჯობინებდა მუშაობას. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ქმნის ყვავილების მრავალფეროვან სერიას.

სალონის ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში. 1876 წელს მან სალონში გამოფინა კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი და დაიმსახურა სალონის მეორე ხარისხის მედალი. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფინებული მანეს მეორე სურათს „ლომებზე მონადირის პორტრეტს" მიანიჭა ეს ჯილდო.

ბარი ფოლი-ბერჟესი, 1882

აღსანიშნავია ედუარდ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟესი"(1881-82). ეს სურათი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო 1882 წელს, როცა ის დააჯილდოვეს დამსახურებული ლეგიონის ორდერით (საფრანგეთის მთავარი ჯილდო).

ედუარდ მანეს აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა, ხოლო „ოლიმპია", მანეს ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლურმა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3440 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები