ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » იმპრესიონიზმი.
18:16
იმპრესიონიზმი.

კლოდ მონე.

კლოდ მონე (ფრანგ. Claude Monet), ასევე ცნობილი როგორც ოსკარ-კლოდ მონე ან კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი, 1840, — გ. 5 დეკემბერი, 1926) — ფრანგული იმპრესიონისტული ფეწერის დამფუძნებელი. ტერმინი „იმპრესიონიზმი" (იმპრესიონ ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა" (ფრანგ. „Impression, soleil levant").


კლოდ მონე, ნადარის ფოტოსურათი, 1899
სრული სახელი: კლოდ ოსკარ მონე
დაიბადა: 14 ნოემბერი, 1840
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა: 5 დეკემბერი, 1926
ჟივერნი, საფრანგეთი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა,
სერიაბი „რუანის ტაძრის ხედები",
სერიები „ლონდონის პარლამენტი",
სერიები „თივის ზვინები",
სერიები „გუბურები დუმფარებით.

ბიოგრაფია.


მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერს, პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.

ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე.

ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი.


საუზმე მდელოზე (მარჯვენა ნაწილი), 1865—1866.

ბოლოს მონემ დაჯინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.

1860 წელს მონემ ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა. მსახურობის პერიოდში ის აკეთებდა პატარა ჩანახატებს. ხოლო სამხედრო მსახურობის მოხდის თანავე ის იწყებს პლენერზე, ბუდენის წრის მხატვრებთან ერთად, მუშაობას.

1862 წელს ბუდენის სარეკომენდაციო წერილის წყალობით მონე სუისის აკადემიაში მოეწყო. იქ მან გაიცნო კამილ პისარო და პოლ სეზანი. პისარო და მონე დაუკავშირდნენ მხატვართა და მწერალთა თავშეყრის ადგილებს, სისტემატიურად დადიოდნენ ლუვრში, სამატვრო გალერეაში.


ამავე 1862 წელს მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ბაზილს, ოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ.

1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეწუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე". ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია.

ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაჰყო.

ქალი მწვანეში, 1866

1866 წელს სალონში მონემ წარადგინა პორტრეტი „ქალი მწვანეში" (იგივე „კამილა"), სადაც მონეს მომავალი მეუღლე, კამილა დონისე იყო გამოსახული. ეს სურათი სალონმა მიიღო და მისი სახელი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაბედული ხასიათი მიეღო მის ექსპერიმენტებს. მან შექმნა ექსპერიმენტული ხასიათის „სერიები" ანუ ერთი და იმავე მოტივების უამრავი ფერწერული ვარიაცები.

საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) მონე ცხოვრობს ლონდონში. აქ მან გაიცნო სურათებით მოვაჭრე და დიდი ავტორიტეტი ხელოვნებაში პოლ დურან-რიუელი. მან გადაწყვიტა რამდენიმე ფრანგი ფერმწერის ნიმუშებით დაენტერესებინა ლონდონელები. ამას წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით ტილო რომელზედაც ტემზისა და პარლამენტის შენობა იყო აღწერილი და მონეს ეკუვნოდა აღშფოთება გამოიწვია.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცა და ნისლი მეწამურ-ვარდისფერი არ არსებობს და სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩნენ სახტად, როდესაც გამოფენის შემდგომ ნისლიც და ცაც ზუსტად ისეთივე მეწამურ-ვარდისფერი იყო, როგორც მონეს სურათზე. ამის შმდეგ მონეს „ლონდონული ნისლის შემქმნელიც" კი უწოდეს.

პარიზში დაბრუნების შემდეგ მონე დაუმეგობრდა ედუარდ მანეს. მონეს ძალიან უყვარდა გებუას კაფე, რომელსაც „მანეს აკადემიასაც" უწოდებდნენ.

1874 წლის 15 აპრილის ცნობილ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლულ ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს. (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება)

მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება, 1872—1873

ამ პერიოდში მან შექმნა ისეთი შდევრები როგორიცაა: „სენ ლაზარის სადგური" (ამ სადგურის მთელი სერიები) და „მონტეგრეის ქუჩა". რაც უფრო მკვეთრად ვლინდებოდა მისი ნოვატორული თვისებები, მით უფრო გარკვეულად მიემართებოდა მისი გზა ოფიციალური სალონიდან განკიცხულთა სალონისკენ.

სალონმა უარყო მონეს მიერ შექმნილი ტილო „ქალები ბაღში". ამ პერიოდში მონეს სურათები თითქმის არ იყიდებოდა, სიდუღჭირის გამო მხატვარი მიდის იქ სადაც იოლია ცხოვრება: არჟანში (1873—1878 წწ.), ვეტეიში (1879—1881 წწ.) და შემდეგ პუაში (1882 წ.). ამ პერიოდში მძიმედ დაავადდა მისი ცოლი კამილა.

სიდუღჭირის გამო მოუკვდათ მეორე შვილიც. დანარჩენ შვილებზე ზრუნვა ხელში აიღო ალისა გოშედემ, რომლის სახლშიც ჰქონდა დაქირავებული ბინა მონეს. შემდგომში ალისა მონემ ცოლად მოიყვანა.

1883 წლიდან მონე ცხოვრობს ჟივერნში. მიუხედავათ გაჭირვებისა (რომლის გამო მან თვითმკვლელობაც კი სცადა), მისი მეგობრების დახმარებით, ის მაინც ახერხებს მოგზაურობას საფრანგეთშიც და საზღვარგარეთაც: ჰოლანდია, ნორვეგია, ინგლისი, ვენეცია.

1880-იანი წლების ბოლოს მონეს სურათებმა კვლავ მიიპყრეს საზოგადოებისა და კრიტიკოსების ყურადღება.

აღიარებამ, მხატვარს მოუტანა ეკონომიკური უზრუნველყოფა. ის აშენებს სახლს და სახელოსნოს ჟივერნში, და ასევე შესანიშნავ ბაღს ხელოვნური გუბირებით.

ამ პერიოდში მონე ქმნის პეიზაჟების მთელ სერიას, სადაც ამუშავებს სინათლის ეფექტებს. 1890 წელს ის ქმნის სერიას „თვისი ზვინები", „რუანის ტაძრის ხედები". მან 14 დეკორატიული პანი შქმნა, რომელიც მიუძღვნა თავის გუბურებს.

მზის მაღმერთებელ მონეს სიცოცხლის მიწურულს კატარაქტა დაემართა და თითქმის ვერ ხედავდა. დიდი თხოვნის შედეგად მას ოპერაცია გაუკეთეს.

მონეს ფუნჯი არ გაუგდია ხელიდან არც მძიმე მოხუცებულობაში. მისთვის სიცოცხლე არ არსებობდა შრომის გარეშე. 1926 წლის 6 დეკემბერს 86 წლის კლოდ ოსკარ მონე გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ჟივერნში.


ბერტა მორიზო.


ბერტა მორიზო, ედუარდ მანეს სურათი
სრული სახელი: ბერტა მორიზო
დაიბადა: 14 იანვარი, 1841
ბურჟე, შერი, საფრანგეთი
გარდაიცვალა: 2 მარტი, 1895
საფრანგეთი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი.

ბერტა მორიზო (ფრანგ. Berthe Morisot) (დ. 14 იანვარი, 1841 — გ. 2 მარტი, 1895) — ფრანგული იმპრესიონიზმის წარმომადგენელი.

მისი სურათების მთავარი თემა იყო: ქალი კეთილშობილი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ოჯახური სიმყუდროვე, დედობა, გასეორნება ბუნებაში. ის ხშირად ასახავდა ქალს, რომელიც გართული იყო თავის ტუალეტით. ბერტა მორიზო არასდროს ილტვოდა შიშველი ნატურის გამოსახვისკენ. მისთვის უცხო იყო ხმაურიანი და არეული სამყარო კაფეების, თეატრებისა და პარიჟის ქუჩების.

მისი გვიანდელი სურათები ხასიათდება იმპრესიონისტებისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული ეფექტების გადმოცემით. მისი ფუნჟის მონასმი გახდა უფრო მკვეთრი და ის თავის მანერით მიუახლოვდა ექსპრესიონისტებს.

ბიოგრაფია.


ბერტა მორიზო დაიბადა ბურჟეში, ცნობილი სამთავრობო ჩინოვნიკის ოჯახში. 1852 წელს მორიზოს ოჯახი გადავიდა პარიზში. მისი ბაბუა იყო ცნობილი მხატვარი — ფრაგონარი. პარიზში ბერტამ დაიწყო ფერწერის შესწავლა, ჯერ შოკარტთან და შემდგომ გიშარტთან. უფრო მოგვიანებით მან გაიცნო ჟან ბატისტ კამილ კორო და 1861 წლიდან მისი ხელმძღვანელობის ქვეშდაიწყო მუშაობა. ბერტა კოროსთან ერთად მუშაობდა პლენერზე.

აკვანთან, 1872

ბერტა მორიზოს პირველი სურათები სალონში მიღებული იქნა 1864 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო. 1864 წლამდე ის სალონში სისტემატიურად გამოფენდა თავის ნაშრომებს. 1868 წელს ბერტამ ლუვრში გაიცნო ედუარდ მანე.

შემდგომი 10 წლის განმავლობაში მის შემოქმედებაზე იგრძნობა მანეს გავლენა. 1874 წელს ბერტა გათხოვდა მანეს ძმა ეჟენზე და მათ ქალიშვიი ეყოლათ.

ედუარდ მანე ხშირად გამოხატავდა ბერტას თავის სურათებზე. მის მეშვეობით მორიზო დაუმეგობრდა იმპრესიონისტებს.

იმპრესიონისტების ცნომილ გამოფენაზე, 1874 წლის 15 აპრილს ბერტამ წარადგინა 10 სურათი. მათ შორის იყო სურათი „აკვანთან", სადაც ბერტას და, ედმა და მისი შვილია გამოსახული.

მხატვარი შემდგომშიც აქტუალურად მონაწილეობდა იმპრესიონისტების გამოფენებში. ბერტას ცხოვრების მანძილზე მისი სურათები გაიყიდა მაღალ ფასებში, ვიდრე მისი მეგობრების.

მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იმყოფებოდა მხატვრების, ლიტერატორების და კრიტიკოსების ყურედღების ცენტრში, რომლებიც, ასე თუ ისე, მჭიდრო კავშირში იყვნენ იმპრესიონისტებთან.

კამილ პისარო.


კამილ პისარო (ფრანგ. Camille Pissarro); (დ. 10 ივლისი, 1830 — გ. 13 ნოემბერი, 1903) იყო ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი.

ბიოგრაფია და მოღვაწეობა.


ჯაკობ აბრაჰამ კამილ პისარო დაიბადა 1830 წლის 10 ივლის ფრანგი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობა და ახალგაზრდობა მან ანტილიის კუნძულებზე, სენ ტომასში გაატარა. 1841 წელს ის გააგზავნეს პარიზში, პანსეონში სასწავლებლად. აქ ის დაუმეგობრდა პანსიონის დირექტორს, რომელიც დილეტანტი მხატვარი იყო. 1847 წელს, 6 წლის შემდეგ, ის ბრუნდება სენ ტომასში და გატაცებულია ხატვით. 1852 წლამდე იგი, სწავლასთან ერთად, იძულებით მუშაობს მამისეულ სავაჭრო საწარმოში.

1855 წელს კამილ პისარო მიემგზავრება პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად. აქ ის მხატვრულმა ცხოვრებამ ისე ჩაითრია რომ პარიზში რჩება და იწყებს მუშაობას ლემანის სახელოსნოში. შემდეგ ის განაგრძობს სწავლას სიუსის აკადემიაში და ხელმძღვანელობს კოროს შენიშვნებით. ის ჟან ბატისტ კამილ კოროს გავლენით ქმნის მონაცისფრო-ვერცხლისფერ ტონებში პეიზაჟებს, ამ პეიზაჟებს მნიშვნელობას ანიჭებს ნათელი და მუქი ფერის კონტრასტები. სუისის აკადემიაში ის ხვდება კლოდ მონეს და პოლ სეზანს.

მათთან მეგობრობამ და მოგვიანებით „გერბუა"ს კაფეში ედუარდ მანეს ხელმძღვანელობით მოსმენილმა „თეორიულმა ლექციებმა" დიდი გავლენა მოახდინეს მის იმპრესიონისტად ჩამოყალიბებაში. მანამდე კი ფერწერული სტილი სხვადასხვა მხატვრული სტილის გავლენას განიცდიდა. მისი ადრეული რომანტიული სტილი იცვლება კოროს ზეგავლენით, იგი ქმნის რეალისტურ პეიზაჟს და მისთვის ღია იყო ოფიციალური სალონის კარი.

მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა გუსტავ კურბეს ფერწერამ, ის უპირატესობას ანიჭებს მუქ ნაცრისფერ და მწვანე ტონებს. ამ სტილშია მისი სურათები: „ქალბატონი პისარო ქარგვის დროს", „პატარა ფაბრიკა" და ა. შ.

კამილ პისარო 1863 წელს „განკიცხულთა სალონში" იღებს მონაწილეობას. ის უფრო მეტად ეუფლება იმპრესიონისტულ სტილს. მონეს მაგვარად ისიც ინტერესდება წყლის ზედაპირის რეფლექსებით და მასთან დაკავშირებულ სინათლის მოძრაობით.

ასევე ეუფლება ფუნჟის მოსხლეტილ მონასმებს. ამ სტილში შესრულებული ტილოებია: „დილიჟანი ლუვესიანში" (1870), „ბულვარი პუანტუასში" (1873), „აყვავებული ხეხილი". ეს სურათები გამოირჩევიან ცოცხალი ფერადოვნებით.

კამილ პისარო და მისი ცოლი, ჟული ველეი, 1877

1863—1884 წლებში მას 7 შვილი ეყოლა, აქედან 5 ბიჭი, რომლებიც მხატვრები გახდნენ. მეუღლე ჟული ველეი მისი მოახლე იყო და ისინი 1870 წელს დაქორწინდნენ.

პისარო საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ცხოვრობდა ჯერ ბრიტანში, შემდეგ კი ლონდომში. იქ შეხვდა მონეს. გაიცნო ძურან რუელი, რომელმაც მისი რამდენიმე სურათი შეიძინა. მან ინგლისში 1871 წელის ივნისამდე დაჰყო. ის ნაკლებს მუშაობდა და ძირითადად მუზეუმებსა და გამოფენებს ათვალიერებდა.

კამილ პისაროს ყველაზე საყვარელი მოტივი გზები იყო. მუდამ „გზაგე მდგარ" პისაროზე მისი საუკეთესო ტილოების სახელწოდებებიც გვეუბნევიან: „გზა გარე უბანში", „გზა ლუვენსიენის უბანში", „ტყის გზა გაზაფხულში", „ეპისერის ქუჩა რუანსში", „მონმარტის ბულვარი პარიზში".

პისაროს უყვარდა ქალაქის ხატვა, რომელიც იზიდავდა მას მისი განუწყეტელი მოძრაობით. მაგ. მხატვარმა დახატა 30 სურათი მონმარტის ბულვარისა, რომელებიც შესრულებულია ერთსა და იმავე ფანჯრის ხედიდან. საგულისხმოა, რომ მის ტილოებზე გადმოცემული „გზების" ანალოგიური აღმოჩნდა „გზებზე შემდგარი" მთელი მისი 73 წლის ცხოვრება.

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, იგი მეგობარ მხატვრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მას ხშირად ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა მეგობარი მხატვრების გამოფენაზე (1865 წ.) რადგან მათთან კარგი დამოკიდებულობა უკვე მოპოვებულ კარგ რეპუტაციას შეულახავდა. პისაროს ღალატად მიაჩნდა მეგობრების მხარდაჭერაზე უარის თქმა და ის ერთგულად მონაწილეობდა მათ 8-ვე გამოფენაზე.

პონტოისეს ბაღი, 1875 წ.

80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობად უმჯობესებოდა. მას სურათებიდან გააჩნდა არც თუ დიდი, მაგრამ მუდმივი შემოსავალი. ეს „მუდმივ შემოსავლიანი" წელიც არ იყო დამთავრებული, რომ კვლავ ეწვია გაჭირვება. მას ძალიან ეხმარებოდა ძურან რუელი, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ რუელიც გაკოტრების გზაზე იყო მისული. მან პისაროს ურჩია მარაოების გასაფორმებად კომპოზიციები შეექმნა გუაშით, რადგან ეს საქმე მაშინ უფრო სარფიანი იყო.

სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, პისარო განსაკუთრებით დაინტერესებულია სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათებით, მშრომელი გლეხის სახით. სოფლის თემაზე შექმნილი მისი ჟანრული ტილოები გამოირჩევიან მზიური ტონებით, ხალისიანი განწყობით, გულთბილი დამოკიდებულებით, აყვავებული გარემოს მომხიბლელობით. მაგ. სურათებში: „აყვავებული ხეხილის ბაღი" (1872), „გლეხის ქალი" (1880), „თიბვა ერანში" (1880). ამ ხმრივ იგი ყურადღებას იპყრობს როგორ მილეს გამგრძელებელი.

მომნარტის ბულვარი, 1897 წ.

1883 წელს ძურან რუელი მის პერსონალ გამოფენას აწყობს. ხოლო 1884 წელს იგი გადადის საცხოვრებლად ერანიე სიურ ეპტში, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობს.

1885 წელს მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა სინაკმა და სორამ, თავიანთი „დამტკიცებითი ტონების" თეორიით. პისაროს ამ თეორიაში განსაკუთრებით მოსწონდა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთშეთავსების შესაძლეობა (როგორც ცნობილია ამ ახალი თეორიით სიორამ, სინაკმა და სხვებმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობას: დივიზიონიზმსა და პუანტელიზმს).

პისარომ მონაწილეობა მიიღო მათ გამოფენაში, მაგრამ 1890 წელს ის მკაცრად გამოეყო დივიზიონისტებს და დაუბრუნდა იმპრესიონისტებს.

პლენერზე მუდმივმა მუშაობამ მას მხედველობა დაუზიანა. მას უჭირს ეწუდებზე გასვლა და მუშაობას ამჯობინებს ქარებისგან დაცულ ქალაქურ პირობებში. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ის მუშაობს ჰავრში, რუანში, პარიზში და ქმნის „ბულვარების სერიას", რომლებიც ისტორიაში შევიდნენ ისევე, როგორც მონეს „ტაძრები", როგორც გვიანი იმპრესიონიზმის მიღწევები.

იგი თავის მეგობრებს შორის ყველაზე განსწავლული მხატვარი იყო. სიკვდილის შემდგომ მან დაგვიტოვა არაერთი ნახატი, აკვარელი და ლიტოგრაფიის ნიმუშები. ცნობილია მისი წერილები შვილისადმი, სადაც მისი ბრძენი და ადამიანური თვისებები ჩანს.


ჯაკობ აბრაჰამ კამილ პისარო დაიბადა 1830 წლის 10 ივლის ფრანგი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობა და ახალგაზრდობა მან ანტილიის კუნძულებზე, სენ ტომასში გაატარა. 1841 წელს ის გააგზავნეს პარიზში, პანსეონში სასწავლებლად. აქ ის დაუმეგობრდა პანსიონის დირექტორს, რომელიც დილეტანტი მხატვარი იყო. 1847 წელს, 6 წლის შემდეგ, ის ბრუნდება სენ ტომასში და გატაცებულია ხატვით.

1852 წლამდე იგი, სწავლასთან ერთად, იძულებით მუშაობს მამისეულ სავაჭრო საწარმოში. 1855 წელს კამილ პისარო მიემგზავრება პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად. აქ ის მხატვრულმა ცხოვრებამ ისე ჩაითრია რომ პარიზში რჩება და იწყებს მუშაობას ლემანის სახელოსნოში.

შემდეგ ის განაგრძობს სწავლას სიუსის აკადემიაში და ხელმძღვანელობს კოროს შენიშვნებით. ის ჟან ბატისტ კამილ კოროს გავლენით ქმნის მონაცისფრო-ვერცხლისფერ ტონებში პეიზაჟებს, ამ პეიზაჟებს მნიშვნელობას ანიჭებს ნათელი და მუქი ფერის კონტრასტები. სუისის აკადემიაში ის ხვდება კლოდ მონეს და პოლ სეზანს.

მათთან მეგობრობამ და მოგვიანებით „გერბუა"ს კაფეში ედუარდ მანეს ხელმძღვანელობით მოსმენილმა „თეორიულმა ლექციებმა" დიდი გავლენა მოახდინეს მის იმპრესიონისტად ჩამოყალიბებაში. მანამდე კი ფერწერული სტილი სხვადასხვა მხატვრული სტილის გავლენას განიცდიდა. მისი ადრეული რომანტიული სტილი იცვლება კოროს ზეგავლენით, იგი ქმნის რეალისტურ პეიზაჟს და მისთვის ღია იყო ოფიციალური სალონის კარი.

მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა გუსტავ კურბეს ფერწერამ, ის უპირატესობას ანიჭებს მუქ ნაცრისფერ და მწვანე ტონებს. ამ სტილშია მისი სურათები: „ქალბატონი პისარო ქარგვის დროს", „პატარა ფაბრიკა" და ა. შ.

კამილ პისარო 1863 წელს „განკიცხულთა სალონში" იღებს მონაწილეობას. ის უფრო მეტად ეუფლება იმპრესიონისტულ სტილს. მონეს მაგვარად ისიც ინტერესდება წყლის ზედაპირის რეფლექსებით და მასთან დაკავშირებულ სინათლის მოძრაობით.

ასევე ეუფლება ფუნჟის მოსხლეტილ მონასმებს. ამ სტილში შესრულებული ტილოებია: „დილიჟანი ლუვესიანში" (1870), „ბულვარი პუანტუასში" (1873), „აყვავებული ხეხილი". ეს სურათები გამოირჩევიან ცოცხალი ფერადოვნებით.

კამილ პისარო და მისი ცოლი, ჟული ველეი, 1877

1863—1884 წლებში მას 7 შვილი ეყოლა, აქედან 5 ბიჭი, რომლებიც მხატვრები გახდნენ. მეუღლე ჟული ველეი მისი მოახლე იყო და ისინი 1870 წელს დაქორწინდნენ.

პისარო საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ცხოვრობდა ჯერ ბრიტანში, შემდეგ კი ლონდომში. იქ შეხვდა მონეს. გაიცნო ძურან რუელი, რომელმაც მისი რამდენიმე სურათი შეიძინა. მან ინგლისში 1871 წელის ივნისამდე დაჰყო. ის ნაკლებს მუშაობდა და ძირითადად მუზეუმებსა და გამოფენებს ათვალიერებდა.

კამილ პისაროს ყველაზე საყვარელი მოტივი გზები იყო. მუდამ „გზაგე მდგარ" პისაროზე მისი საუკეთესო ტილოების სახელწოდებებიც გვეუბნევიან: „გზა გარე უბანში", „გზა ლუვენსიენის უბანში", „ტყის გზა გაზაფხულში", „ეპისერის ქუჩა რუანსში", „მონმარტის ბულვარი პარიზში".

პისაროს უყვარდა ქალაქის ხატვა, რომელიც იზიდავდა მას მისი განუწყეტელი მოძრაობით. მაგ. მხატვარმა დახატა 30 სურათი მონმარტის ბულვარისა, რომელებიც შესრულებულია ერთსა და იმავე ფანჯრის ხედიდან. საგულისხმოა, რომ მის ტილოებზე გადმოცემული „გზების" ანალოგიური აღმოჩნდა „გზებზე შემდგარი" მთელი მისი 73 წლის ცხოვრება.

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, იგი მეგობარ მხატვრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მას ხშირად ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა მეგობარი მხატვრების გამოფენაზე (1865 წ.) რადგან მათთან კარგი დამოკიდებულობა უკვე მოპოვებულ კარგ რეპუტაციას შეულახავდა. პისაროს ღალატად მიაჩნდა მეგობრების მხარდაჭერაზე უარის თქმა და ის ერთგულად მონაწილეობდა მათ 8-ვე გამოფენაზე.

პონტოისეს ბაღი, 1875 წ.

80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობად უმჯობესებოდა. მას სურათებიდან გააჩნდა არც თუ დიდი, მაგრამ მუდმივი შემოსავალი. ეს „მუდმივ შემოსავლიანი" წელიც არ იყო დამთავრებული, რომ კვლავ ეწვია გაჭირვება. მას ძალიან ეხმარებოდა ძურან რუელი, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ რუელიც გაკოტრების გზაზე იყო მისული. მან პისაროს ურჩია მარაოების გასაფორმებად კომპოზიციები შეექმნა გუაშით, რადგან ეს საქმე მაშინ უფრო სარფიანი იყო.

სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, პისარო განსაკუთრებით დაინტერესებულია სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათებით, მშრომელი გლეხის სახით. სოფლის თემაზე შექმნილი მისი ჟანრული ტილოები გამოირჩევიან მზიური ტონებით, ხალისიანი განწყობით, გულთბილი დამოკიდებულებით, აყვავებული გარემოს მომხიბლელობით. მაგ. სურათებში: „აყვავებული ხეხილის ბაღი" (1872), „გლეხის ქალი" (1880), „თიბვა ერანში" (1880). ამ ხმრივ იგი ყურადღებას იპყრობს როგორ მილეს გამგრძელებელი.

მომნარტის ბულვარი, 1897 წ.

1883 წელს ძურან რუელი მის პერსონალ გამოფენას აწყობს. ხოლო 1884 წელს იგი გადადის საცხოვრებლად ერანიე სიურ ეპტში, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობს.

1885 წელს მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა სინაკმა და სორამ, თავიანთი „დამტკიცებითი ტონების" თეორიით. პისაროს ამ თეორიაში განსაკუთრებით მოსწონდა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთშეთავსების შესაძლეობა (როგორც ცნობილია ამ ახალი თეორიით სიორამ, სინაკმა და სხვებმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობას: დივიზიონიზმსა და პუანტელიზმს).

პისარომ მონაწილეობა მიიღო მათ გამოფენაში, მაგრამ 1890 წელს ის მკაცრად გამოეყო დივიზიონისტებს და დაუბრუნდა იმპრესიონისტებს.

პლენერზე მუდმივმა მუშაობამ მას მხედველობა დაუზიანა. მას უჭირს ეწუდებზე გასვლა და მუშაობას ამჯობინებს ქარებისგან დაცულ ქალაქურ პირობებში. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ის მუშაობს ჰავრში, რუანში, პარიზში და ქმნის „ბულვარების სერიას", რომლებიც ისტორიაში შევიდნენ ისევე, როგორც მონეს „ტაძრები", როგორც გვიანი იმპრესიონიზმის მიღწევები.

იგი თავის მეგობრებს შორის ყველაზე განსწავლული მხატვარი იყო. სიკვდილის შემდგომ მან დაგვიტოვა არაერთი ნახატი, აკვარელი და ლიტოგრაფიის ნიმუშები. ცნობილია მისი წერილები შვილისადმი, სადაც მისი ბრძენი და ადამიანური თვისებები ჩანს.

პიერ ოგიუსტ რენუარი.

პიერ ოგიუსტ რენუარი (ფრანგ. Pierre-Auguste Renoir, დ. 25 თებერვალი, 1841, ლიმოჟი, საფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი, 1919, კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.


სრული სახელი: პიერ ოგიუსტ რენუარი
დაიბადა: 15 თებერვალი, 1841
ლიმონჟი, საფრანგეთი
გარდაიცვალა: 3 დეკემბერი, 1915
კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში".

ბიოგრაფია და ცხოვრება.

ახალგაზრდობა.


რენუარი დაიბადა ლიმოჟში 1841 წლის 25 თებერვალს, მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში. ოგიუსტი შვიდი შვილიდან მეექვსე იყო.

1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლებასთან ერთად, ეტვირთა სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო, რომლის ნიჭი ადრე აღმოაჩნდა. ის, ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო.

1865 წელს ის ფონტენბლოს ტყეებში მონეს, სისლეისა და კამილ პისაროს ხატავს ერთად. ამავე წელს ოგიუსტმა ახლოს გაიცნო გუსტავ კურბე, რომლის ხელოვნებითაც აღფრთოვანებული იყო.

1867 წელს რენუარი ხატავს სურათს „დიანა", რომელიც პარიზის სალონმა არ მიიღო. თუმცა იმავე წელს შექმნილმა ტილომ „ლიზა", 1868 წელს სალონში აღიარება მოიპოვა. ეს პორტრეტი მთელ სიმაღლეზეა შესრულებული. ადრეულ პერიოდში ასეთი ზომის ტილოს და მსგავს კომპოზიციას მხატვრები მხოლოდ სამეფო წევრების პორტრეტების ხატვის დროს იყენებდნენ.

ალჟირელი ქალიშვილი, 1870

სამი წლის შემდეგ, რენუარმა დახატა ლიზა ალჟირულ სამოსში და ტილოს „ალჟირელი ქალიშვილი" დაარქვა. ეს საკმაოდ ხატოვანი სურათია, შექმნილი აღმოსავლურ სტილში, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო.

თანამედროვენი ხშირად ხედავდნენ რენუარს პლენერზე ფონტენბლოს ტყეებში, ან სენის სანაპიროზე მოლბერტით ხელში. მის ნამუშევრებში ჩანს მოძრაობის გადმოცემის სურვილი პლენერზე. ასეთია სურათი-პორტრეტი „ალფრედ სისლეი ცოლთან ერთად".

1860-იან წლებში რენუარმა მონესთან ერთად რამდენჯერმე მოაწყო სენაზე გასეირნება, მხატვრების ერთობლივმა მუშაობამ დიდად გაამდიდრა მათი შემოქმედება. მათი ერთად მუშაობის შედეგია სურათი „ტბორი" (1869 წ.).

რენუარის ადრეული სურათები მუქ ტონებში იყო შესრულებული, სადაც ხაზგასმით გამოკვეთილი ჰქონდა შავი ფერები.

იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი.


იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი.

ცეკვა მულენ დე ლა გალეტში, 1876"

ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჩვენთაგანს გამოელია შავი ფერი, და ეს იყო იმპრესიონიზმის დაბადება. ”


1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა.

ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე.

მას დიდი აღიარება მოუტანა სურათმა „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში". ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც 1876 წელს შექმნა. ეს სურათი მე-19 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ ითვლება.

საქანელა, 1876



1870-იანი წლების „მულენ დე ლა გალეტ" (Moulin de la Galette ფრანგ. დიდი წისქვილი), რომელიც მონმარტრის მთაზე მდებარეობდა, წინათ წისქვილი იყო, რომელიც საცეკვაო დარბაზად გადააკეთეს. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ საშუალო კლასის და ბოჰემის წარმომადგენლები.

რენუარი ხშირად დგამდა თავის მოლბერტს პირდაპირ ბაღში, მაგიდებს შორის. სურათ „მულენ დე ლა გალეტზე" მხატვრის ყველა მეგობარია გამოსა

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2703 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები