პარასკევი, 26.04.2024, 00:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რომანტიკოსი კომპოზიტორები.
01:55
რომანტიკოსი კომპოზიტორები.

ჯუზეპე ვერდი.

ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (Giuseppe Fortunino Francesco Verdi) (10 ოქტომბერი, 1813 – 27 იანვარი, 1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში.



პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა "რიგოლეტომ" (1851, ვ. ჰიუგოს დრამის "ხელმწიფე ერთობა" - მიხედვით), "ტრუბადურმა" (1852, დაიდგა 1853), "ტრავიატამ" (1853, დიუმა შვილის დრამის -"ქალი კამელიებით" - მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შქმნილ ოპერებში ვ. კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან ("სიცილიური მწუხრი", 1854, დაიდგა 1855) "სიმონ ბოკანერგა" (1857, მე-2 რედაქცია 1881); "ბალ-მასკარადი" (1859). 1862 პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა "ბედისწერის ძალა" (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 პარიზის თეატრ "გრანდ ოპერასთვის" დაწერა ოპერა "დონ კარლოსი" (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა "აიდა" (დაიდგა 1871, კაირო).

ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა "რეკვიემი" (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა "ოტელო" (1886, დაიდგა 1887).

ვერდის უკანასკნელი ოპერა "ფალსტაფი" გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის "უინძირელი მხიარული ქალების" მიხედვით, 1892, დაიდგა 1893).

მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში.

იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი "შერეული" ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში.

დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია.

"ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება" , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ.შ. "ერის ჰიმნი" (1862), სას. ნაწარმოებები "რეკვიემი" (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.


ანტონ ბრუკნერი.


ანტონ ბრუკნერი (გერმ. Anton Bruckner; 4 სექტემბერი, 1824 ანსფელდენი — 11 ოქტომბერი 1896, ვენა) - ავსტრიელი კომპოზიტორი, პედაგოგი და ორგანისტი.

დაიბადა პედაგოგის ოჯახში. პირველი განათლება მიიღო მამისგან და ორგანისტ ი.ბ.ბაისისგან. კომპოზიტორზე ორგანმა , რომელსაც ავსტრიის ეკლესიაში უსმენდა დიდი გავლენა იქონია .

ნიკოლო პაგანინი.

ნიკოლო პაგანინი (იტალ. Niccolò Paganini) (დ. 27 ოქტომბერი, 1782, გენუა, იტალია — გ. 27 მაისი, 1840, ნიცა, საფრანგეთი), იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმა გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.


ბავშვობა და ადრეული კარიერა.

გენუაში,ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.
ეპიტაფია [რედაქტირება] «აქ განისვენებს ნეშტი
ნიკოლო პაგანინისა, რომელიც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით
აჟღერებდა, მთელი ევროპა
უბადლო გენიით მოაჯადოვა და
იტალია ახალ ბრწყინვალე
გვირგვინით შეამკო »


კვარცხლბეკზე, ურნაზე შემოდგმულ ბიუსტს რომ იჭერს მიწერილია: «მარადიული ხსოვნის
ეს ძეგლი დაუდგა ვაჟიშვილმა აქილემ პალერმოდან»


ურნის მარჯვენა მხარეს: «უაღრესად კეთილშობილი გული უხვად აჯილდოებდა
ახლობლებს, არტისტებსა და ღარიბებს»


მარცხნივ: «ეს იშვიათი ტალანტი
შესანიშნავ მუსიკას ქმნიდა და
დიდოსტატთა აღტაცებას იწვევდა»



პაგანინის ვიოლინო.

2005 წლის 1 ნოემბერს კარლო ბერგონცის ვიოლინო, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლო პაგანინს, ნაყიდი იყო ლონდონის აუკციონზე «Sotheby’s» 1,1 მილიონ დოლარად (საწყისი ფასი იყო 500 ათასი დოლარი) სავიოლინო ხელოვნების ფონდის წარმომადგენელის - მაქსიმ ვიქტოროვის მიერ. მყიდველმა განაცხადა, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად აჟღერდებოდა 2005 წლის 1 დეკემბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის პაგანინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს ვიოლინო არის ერთ-ერთი კარლო ბერგოცის 50 ნამუშევრიდან, გადარჩენილი XXI საუკუნემდე.

შემოქმედება.

ფ. კერსტინგი - ნიკოლო პაგანინი (დაახლოებით 1830 წ.)


24 კაპრიზი სოლო ვიოლინოსათვის, ოპ. 1 (1801-1807)
ექვსი სონატა ვიოლინოსა და გიტარისთვის ”ეძღვნება სინიორ დელპინას” ოპ. 2 (1801-1806)
ექვსი სონატა ვიოლინოსა და გიტარისთვის ”ეძღვნება ელეონორას” (1801-1806)
სამი კვარტეტი ვიოლინოს, ალტის გიტარის და ვიოლინჩელისთვის ”ეძღვნება ნიკოლო პაგანინის თაყვანისმცემელ ქალებს”, ოპ. 4 (1802-1805)
სამი კვარტეტი ვიოლინოს, ალტის გიტარისა და ვიოლონჩელისთვის ”ეძღვნება ნიკოლო პაგანინის თაყვანისმცემელ ქალებს” ოპ. 5 (1802-1805)
პირველი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესრისთვის, რე მაჟორი ოპ. 6 (1811)
მეორე კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, სი მინორი, ოპ. 7 (1826)
მეოთხე სავიოლინო კონცერტი, ლა მინორი (1830)
”ჯადოქრები” - ინტროდუქცია და ვარიაციები ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ზიუსმაიერის ბალეტის ”ბენევეტოს თხილის” თემაზე ოპ. 8 (1813)
ინტროდუქცია და ვარიაციები ბრიტანულ ჰიმნზე - ”God save the Queen" ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ოპ. 9
ვარიაციები სიმღერა ”საყვარელო დედა”-ს თემაზე (ვენეციური კარნავალი) ვიოლინოსა და ორკესტრისთვის ოპ. 10 (1828).
”მუდმივი მოძრაობა” ვიოლინოსთვის ორკესტრთან ან გიტარასთან ოპ. 11 (დაწერილი 1830-ის შემდეგ)
ინტროდუქცია და ვარიაციები როსინის ოპერის არიაზე. ვიოლინოსა და ოკრესტრისთვის ოპ. 12 (1819)
ინტროდუქცია და ვარიაციები როსინის ოპერა ტანგრედის არიაზე ვიოლინოსა და ორკესტრისთვის ოპ. 13 (1819)
სამოცი ვარიაცია გენუურ სიმღერა ”ბარუკაბა”ზე ვიოლინოსა და გიტარისთვის ”ეძღვნება მეგობარ ჯერმის” ოპ. 14 (1835)
ინტროდუქცია და ვარიაციები ”ლოცვის” თემაზე როსინის ოპერა ”მოსე”-დან, მეოთხე სიმზე, ორკესტრის და ვიოლინოსთვის (1818)
ინტროდუქცია და ვარიაციები პიზიელოს ოპერის თემზე სოლო ვიოლინოსათვის (1820 ან 1821)
”პაგანინის საოცრება” - ეზღვნება თავად ელიზა ბაჩოკის - სოლო ვიოლინოსათვის (1806-1808)
სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
”მუდმივი მოძრაობა” სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1830-ის შემდეგ)
ვარიაცია იოზეფ ვეგელის თემაზე ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
კანტაბილე და ვალსი - ვიოლინოსა და გირატისთვოს ”ეძღვნება მამაც ბიჭს - სინიორ კამილო სიგორის” (1823-1824)
კანტაბილე რე მაჟორი ვიოლინოსა და გიტარისთვის
გამოსამშვიდობებელი კაპრიზი, დაწერილი ჩემი მეგობარი ბატონი ე. ელიასონისთვის” სოლო ვიოლინოსათვის (1831 ან 1832)
”როგორი ბედნიერი დღეა” სოლო ხმის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, ჰარისის ლექსებზე (1830)
”პადუის საოცრებები” - დივერტისმენტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
”პატრიოტული სიმღერა” ხმის, გუნდის და ფორტეპიანოსათვის
”ნაპოლეონი” - სავიოლინო სონატა (მეოთხე სიმი)
"სასიყვარულო ადაჟიო" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
"სოფლის ბალეტი " ან ვარიაციები კომიკურ თემაზე
"სასიყვარულო დუეტი ვიოლინოსა და გიტარისთვის" (1807)
სონატების კრებული ვიოლინოსა და გიტარისთვის (18 სონატა), 1828 წლის შემდეგ
სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის "ეძღვნება ელილი დი ნეგროს" (1804)
დიდი სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის
ტრიო ვიოლას, ვიოლონჩელისა და გიტარისთვის.

სერგეი რახმანინოვი.

სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი (რუს. Сергей Васильевич Рахманинов) (დ. 20 მარტი/ 1 აპრილი, 1873, ონეგი, ახლანდელი ნოვგოროდის რაიონი — გ. 28 მარტი, 1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, დასაფლავებულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. განთქმულია ნაწარმოებით "რაფსოდია პაგანინის თემაზე "

ბიოგრაფია.

სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის.

ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო" (პუშკინის პოემის „ბოშების" მიხედვით).

ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი", „ელეგიური ტრიო", რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია.

სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით.

ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული", ოპერები „ძუნწი რაინდი", „ფრანჩესკა და რიმინი", II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული", III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა.

1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები", ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები", რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა.

1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა" გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე" ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე" ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები". ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.
 

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები