პარასკევი, 19.04.2024, 07:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რომანტიკოსი კომპოზიტორები.
02:08
რომანტიკოსი კომპოზიტორები.

ჟორჟ ბიზე.

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) - ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით კარმენი.


ბიოგრაფია.

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.

ოთხი წლის ასაკში ჟ. ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის იყო პარიზის კონსერვატორისში რომ შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო.

მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და მას საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში.

რომში ყოფნის დროს ჟ.ბიზე ქმნის კომიკურ ოპერას ,,დონ პროკოპიო"-ს და სიმფონია კანტატას ,,ვასკო და გამა"-ს , სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომის მაგალითია.

ბიზე იძულებულია გააორკესტროს სხვისი ნაწარმოებები, უკეთოს მას კორექტურა, წეროს მსუბუქი მუსიკა, ირბინოს კერძო გაკვეთილებზე. აი რას ვკითხულობთ მის ერთ-ერთ წერილში: - ,, ვმუშაობ როგორც ზანგი . . . .

ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თავგანწირვით, რათა შევასრულო ,,ჰამლეტის"(კომპოზიტორ ტომას ოპერა) კლავირი ოთხი ხელისათვის - ღმერთო რა სამუშაოა, ახლახანს დავამთავრე რომანსები ახალი გამოცემისათვის, ვშიშობ, რომ საშუალო ხარისხის გამომივიდა, მაგრამ საჭიროა ფული, ფული და სულ მუდამ ფული, დალახვროს ეშმაკმა" ან კიდევ სხვა წერილში: - ,,სამი ღამეა არ მიძინია, სული მიწუხს, ხვალ კი უნდა ვწერო მხიარული საცეკვაო მუსიკა".

საკუთარი ნაწარმოების მიმართ ჟ.ბიზე მკაცრია. მან თეტრიდანაც კი წამოიღო დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა ოპერა ,,ივანე მრისხანე". ჟ. ბიზე უეცრად გარდაიცვალა გულის დამბლით, პარიზის მახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.


ფერენც ლისტი.


ფერენც (ფრანც) ლისტი (უნგ. Liszt Ferenc, გერმ. Franz Liszt) (დ. 22 ოქტომბერი, 1811 — გ. 31 ივლისი, 1886) — უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

9 წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1825 წელს პარიზში დადგა პირველი ოპერა „დონ სანჩო". 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია". 1838—47 ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში.

1848 წლიდან ცხოვრობდა ვაიმარში. 11 წლის განმავლობაში დადგა 43 ოპერა (მათ შორის მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის ოპერები).

ვაიმარში შექმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ სიმფონია" (1857), „ღვთაებრივი კომედია" (1856), „რა ისმის მთაზე" (1857), „ტასო" (1856), „ორფევსი" (1854), „პრომეთე" (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.


გუსტავ მალერი.


გუსტავ მალერი (დ. 7 ივლისი, 1860 — გ. 18 მაისი, 1911) — ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს საუკეთესო დირიჟორად. ამასთანავე, მალერი გვიანდელი რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება, თუმცა მის მუსიკას, მალერის სიცოცხლეში, ვენის ისტებლიშმენტი ყოველთვის როდი წყალობდა. იგი სიმფონიების და სიმღერების ავტორია.

რობერტ შუმანი.


ალექსანდრე რობერტ შუმანი (დ. 8 ივლისი, 1810 – გ. 29 ივნისი, 1856) გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი, ესთეტი და მუსიკათმცოდნე. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი.

იოჰან შტრაუსი (მამა).


იოჰან შტრაუს I (უფროსი) (დ. 14 მარტი, 1804 – გ. 25 სექტემბერი, 1849); (გერმ.: Johann Baptist Strauß; Johann Baptist Strauss ან Johann Strauss, Sr.,) ავსტრიელი კომპოზიტორი, განთქმული ვალსებით. მისი ყველაზე განთქმული ნაწარმოები არის "რადეცკის მარში".

მოღვაწეობა და შემოქმედება.

იოჰან შტრაუს I იყო იოჰან შტრაუს II-ის, იოსეფ შტრაუსის და ედუარდ შტრაუსის მამა. მას ასევე ყავდა ორი ქალიშვილი: ანა, რომელიც დაიბადა 1829 წელს და ტერეზა, დაბადებული 1831 წელს. მათი ყველაზე ახალგაზრდა შვილი, ფერდინანდი დაიბადა 1834 წელს და იცოცხლა მხოლოდ 10 თვე.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3692 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები