ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რიხარდ ვაგნერი.
02:16
რიხარდ ვაგნერი.

ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Wilhelm Richard Wagner, ხშირად პირველი სახელის გარეშე - უბრალოდ რიხარდ ვაგნერი; 1813 წლის 22 მაისი 1813, ლაიპციგი — 1883 წლის 13 თებერვალი, ვენეცია) — გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი, რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა, განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორეს მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმაა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე.


ბავშვობა.


რიხარდ ვაგნერი დაიბადა 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიპციგში. ის იყო კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი. ვაგნერის დაბადებიდან 6 თვეში გარდაიცვალა მამამისი, ამიტომაც დედამისმა ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ-დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. 1814 წლის აგვისტოს იოანა გათხოვდა გეიერზე და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად დრეზდენში გადავიდნენ. პირველი 14 წლის განმავლობაში ვაგნერის იცნობდნენ, როგორც ვილჰელმ რიხარდ გეიერს.

გეიერი რიხარდს თავის თეატრისადმი სიყვარულს უზიარებდა. რიხარდი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა ”ჯადოსნური ისრის მსროლელის” გოტიკურმა ელემენტებმა.


რიხარდ ვაგნერი - ფრანც ფონ ლეიბახი.

სიცოცხლე და კარიერა.

15 წლის ასაკში ვებერისა და ბეთჰოვენის მუსიკის შთაბეჭდილებით დაწერა ტრაგედია "ლეიბალდი და ადელაიდა”. თებარვალში 1831 წელს მოხვდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, მუსიკალურის განხრით. ამ წელს მან შეასრულა უვერტიურა სი-ბემოლ მაჟორი. შემდეგ მან უნივერსიტეტი დატოვა. მეცადინეობდა გითეოდორ ვაინლიგთან. ვაგნერმა სიჭაბუკის წლებში ბევრი ისეთი რამ აითვისა, რაც შემდგომ ძალიან გამოადგა.

პრაღაში მან დაამთავრა სიმფონია დო მაჟორი და კონსერვატორიაში ორკესტრთან ერთად გადიოდა რეპეტიციებს. 1833 წლის 10 იანვარს შედგა მისი პუბლიკური გამოსვლა ლაიპციგის კონსერვატორიის დიდ დარბაზ ჰევანჰაუზში. 1834 წელს რიხარდმა დაიკავა დირიჟორის ადგილი მაგდერბურგის თეატრში, მის ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, მან გაიცნო მსახიობი მინა პლანერი.

ორი წლის შემდეგ ისინი შეუღლდნენ. ვაგნერმა მაგდერბურგის თეატრში წარმატებას ვერ მიაღწია და წამოვიდა თეატრიდან. 1835 წელს იგი მიიწვიეს გაზეთში "ელეგანტური შუქი”, სადაც მან დაწერა სტატია "გერმანული ოპერა”.


მინა პლანერი (1835).


ვაგნერს ჰქონდა შესანიშნავი იდეები. მას უნდოდა ჩამოეყალიბებინა ორკესტრი, რომელიც შეძლებდა ვაგნერის საყვარელი კომპოზიტორის, ბეთჰოვენის ნაწარმოებების შესრულებას. იგი წავიდა კონიგსბურგში და რიგაში, მაგრამ არ გაჩერებულა ამ ქალაქებში. ვაგნერმა 3 წელი პარიზში გაატარა (1937 წლის 20 აგვისტოდან 1942 წლის 7 აპრილამდე). კომპოზიტორი გამუდმებით მუშაობდა. პარიზში ცხოვრების წლებმა ბევრი კარგი მოუტანა მას, აქ დაიწერა სიმფონიური უვერტიურა "ფაუსტი”, შესრულდა პარტიტურა "რიენცი” და დაამთავრა ლიბრეტო "მფრინავი ჰოლანდიელი”. განიზრახა ახალი ოპერა "ტანჰეიზერი” და "ლოენგრინი”. ამ დროს მისი მდგომარეობა კატასტროფული იყო.

ყველაფერი ფასეული ლომბარდში მიზიდა და გაყიდა. ხშირად ქალაქში, სიცივეში, ნისლში დადიოდა კრედიტორებთან, რათა ვალების გადავადებისათვის მიეღწია. ერთხელ ამგვარი "ლაშქრობიდან” დაბრუნებულმა რიხარდმა შინ მინას მტირალს მიუსწრო, მან 5 ფრანკიც კი ვერ იშოვა სადილისთვის, შინ კი ერთი ნაჭერი პურიც არ ჰქონდათ.

ვაგნერი ცდილობდა სიმამაცეს არ დაეკარგა, მეგობრები გაოცებულნი იყვნენ მისი სიმხნევით და იუმორით. მაგრამ, როდესაც მინა ავად გახდა, მას წამლის ფულიც კი არ ჰქონდა. მაშინ კი ვაგნერი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო: «მიშველე ღმერთო, აღარ შემიძლია საკუთარ თავს ვუშველო, გამოვიყენე ყველა საშუალება... დავწყევლე საკუთარი სიცოცხლე, სხვა რაღა გავაკეთო?»


ვაგნერი ყელამდე ვალებში აღმოჩნდა. ივნისში, 1841 წელს ვაგნერი მიხვდა, რომ ”რიენციმ” მას დრეზდენში დიდი სახელი მოუტანა. ამ ოპერის მოსმენის შემდეგ უარი თქვეს მის დადგმაზე, რადგან მათი აზრით, ეს ოპერა იყო დიდი და მოითხოვდა დიდ ხარჯს. ვაგნერს ეს ფაქტი არ ესიამოვნა, მაგრამ თავისი ოპერის გადასარჩენად ბევრი იწვალა, არ დანებდა და მიაღწია მიზანს: ოპერა დაამტკიცეს. "რიენცის” პრემიერა გაიმართა 1842 წლის 20 ოქტომბერს, ბევრისდა გასაკვირად, ოპერა ძალიან წარმატებული იყო . «ტრიუმფი, ტრიუმფი! ეს დღეც დადგა! დაე, მან გაგანათოთ ყველანი!»


-ასე წერდა ვაგნერი მეგობრებს "რიენცის” პრემიერის თაობაზე.

ვაგნერი, პარიზი, 1860.

ამ წარმატების შემდეგ იგი მიიწვიეს ლაიპციგში და ბერლინში. უეცრად უცნობი მუსიკოსი, რომელიც პარიზში სიღარიბეში იძირებოდა, ყველასთვის მოულოდნელად მოდურ, სახელგანთქმულ კომპოზიტორად გადაიქცა. გაზეთმა მის პორტრეტთან ერთად ავტობიოგრაფიაც მოათავსა.

"რიენცის” ხმაურიანი წარმატება თვით ვაგნერისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ადგილი მიიღო გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში დრეზდენში და ძირითადი ყურადღება შემოქმედებაზე გადაიტანა. ოპერა ”რიენცის” დადგმის შემდეგ მან "მფრინავი ჰოლანდიელი” შექმნა, ხოლო შემდეგ კი "ტანჰოიზერი” და "ლოენგრინი”. 1845 წელს დრეზდენის ოპერაში დაიდგა მისი ოპერა "ტანჰოიზერი” 1848 წლის მარტში კი გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. იგი აჯანყებას მიესალმა, მაგრამ მეამბოხეები სულ მალე დამარცხდნენ.

1849 წლის მაისში რეპეტიციის დროს ვაგნერმა გაიგო, რომ მასზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან რიხარდი იმ დროინდელ რევულუციაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად იგი სახლში ვეღარ დაბრუნდა. მან დატოვა ცოლი, ყველაფერი და გადაიმალა. იგი 10 წლის განმავლობაში იყო ძებნაში. ამ პერიოდში იგი გაიქცა ციურიხში, სადაც გაიცნო მშვენიერი ინგლისელი ქალბატონი ჯესი ლოსოტი.

ამ გათხოვილმა ქალბატონმა რიხარდი დაასახლა ციურიხის სანაპიროზე პატარა სახლში. ჯესიმ კომპიზიტორის გული თავისი სილამაზითა და აზროვნებით დაიპყრო და გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ ერთად საბერძნეთში. ამის შესახებ ჯესის ქმარმარმა შეიტყო და ვაგნერს მოკვლითაც კი დაემუქრა. მისტერ ლოსოტმა ცოლი წაიყვანა, ვაგნერი კი შეეცადა დადევნებოდა. ჯესის ქმარმა პოლიციას მიმართა. კომპოზიტორმა უკან დაიხია, მაგრამ ცხოვრებით ტკბობას მაინც განაგრძობდა. ამ ათწლიან დევნაში მან დაწერა რამდენიმე ნაწარმოები: "შემოქმედება და რევულუცია”, "მომავლის მხატვრული წარმოდგენა”, "ოპერა და დრამა” და სხვ.

სამწუხაროდ ვაგნერი მისმა გასაოცარმა ნიჭმა გაწირა გულისწყვეტისთვის, რადგან თავისი ნაწარმოებების მოსმენისას ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მასავით ვერც ერთი დირიჟორი, მუსიოკოსი თუ მომღერალი ვერ გამოხატავდა მისი ქმნილებების შინაგან სამყაროს.


რიხარდმა მშვენივრად იცოდა, რომ მას ფასდაუდებელი ტალანტი ჰქონდა და ძალიან თავმოყვარე იყო. ის რეგულარულად ატკბობდა მეგობრებს მისი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვით. კომპიზიტორის გრძნობებით აღსავსე მეტყველება მისი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნის გარანტი იყო. ვაგნერი თვლიდა, რომ რამდენადაც გენია იყო იგი, იმდენად ვალდებულები იყვნენ მისი გარშემომყოფები კომპოზიტორის ექსტრავაგანტული ცხოვრების წესი მათ წარემართათ, რაც თავისთავად დიდ ხარჯებს მოითხოვდა.

ფულს მას მეგობრები და მფრაველები აძლევდნენ, ხანდახან დირიჟორადაც მუშაობდა. ვაგნერის შემოქმედებითი ნატურა შესაბამისი თანაგრძნობით გარემოცვას ითხოვდა. მის სახლში არასდროს იყო უცხო სუნი და ხმაური, ასევე კუთხოვანი საგნები, მაგალითად წიგნი. მისთვის არავის უნდოდა გაეხსენებინა მკაცრი, მატერიალური ცხოვრების რეალობა იმ წუთებში, როდესაც მასში შთაგონება იღვიძებდა. მისი სახლის კედლები აბრეშუმითა და ატლასით იყო მორთული. იატაკზე სქელი ხალიჩები იყო გაფენილი. ყველგან ნელსაცხებლის სუნი ვრცელდებოდა. მისი სამოსი ბრწყინვალე და დახვეწილი იყო.

უპირატესობას ანიჭებდა მაქმანიან პერანგებს, ატლასის შარვლებს და აბრეშუმის ან ატლასის ხალათებს. ასეთი ფინანსური უპასუხისმგებლობისა და ფუფუნების გადაჭარბებული სიყვარულის გამო მან ღამე ერთხელ ციხეში გაატარა. ამის გამო, იძულებული გახდა გაქცეულიყო ორი ქალაქიდან ერთდროულად .

მაგალითად მას მოუწია მეუღლესთან და ძაღლთან ერთად რუსეთის საზღვრის გადაკვეთა. ეს მოგზაურობა დაკავშირებული იყო დიდ რისკთან, რადგან, თუ მათ შეამჩნევდნენ, დახვრეტდნენ. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ის მძაფრი ანტისემიტი გახდა. მართალია ის ბევრს საუბრობდა ამაზე, თუმცა პრაქტიკულად მისი შეხედულების დამამტკიცებელი არავითარი ქმედება არ ჩაუდენია. ვაგნერი ბავშობიდანვე ვერ იტანდა მარტოობას და ძალიან უყვარდა ქალთა საზოგადოებაში ყოფნა. მას ეგონა, რომ ქალები უფრო უგებდნენ და აფასებდნენ მის შემოქმედებას, ვიდრე მამაკაცები.

მას ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ქორწინებამდეც და მას შემდეგაც. ვაგნერს ყოველთვის სურდა, რომ ქალი უპირობოდ ყოფილიყო მისი ერთგული, ყოველგვარი მსგავსი დაპირებების გარეშე ვაგნერის მხრიდან. მისი საყვარლები სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.

ლუდვიგ II

კოზიმა ფონ ბიულოვი

მისი ყველაზე სკანდალური რომანი 18 წლის მეფე ლუდვიგ II-სთან იყო. მეფე თაყვანს სცემდა ვაგნერის მუსიკას და უზრუნველყოფდა მას საცხოვრებლითა და ფულით. ლუდვიგი უზომოდ იყო ვაგნერზე შეყვარებული და წერილებში მოიხსენიებდა მას "ჩემო სიყვარულო” და "ჩემო სულის სიყვარულოო”. თანაგრძნობის ნიშნად ვაგნერი საათობით ესაუბრებოდა მეფეს ხელოვნებაზე და მუსიკაზე, ან იჯდა მის გვერდით ნეტარ სიჩუმეში.

ვაგნერი ამ პერიოდში კოზიმა ფონ ბიულოვთან ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ, 1870 წელს მისი მეუღლე გახდა. ამ დროს ვაგნერი 50 წლის იყო, ხოლო კოზიმა 25-ის. ის იყო ვაგნერის მეგობრის, ფრანც ლისტის შვილი და მისი საყვარელი მოსწავლის და ახლო მეგობრის ჰანს ფონ ბიულოვის ცოლი.

5 წლით ადრე ვაგნერს კოზიმას უფროს დასთან, ბლანდინთან ჰქონდა რომანი. ვაგნერს კოზიმასთან ორი შვილი შეეძინა. კოზიმა აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ბედნიერი გახადა გენიის ცხოვრება. ვაგნერი მის ხელში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ერთი დღე-ღამე კოზიმას ის ისევ ჩახუტებული ჰყავდა. მან თავისი გრძელი თმა შეიჭრა და მიცვალებულ ვაგნერს კუბოში, გულზე დააწყო.

შვილები .

ვაგნერს სამი შვილი ჰყავდა. მან შვილებს თავისი საყვარელი საოპერო გმირების სახელები დაარქვა. ჯერ კიდევ მიუნხნში, "ტრისტანი და იზოლდას" რეპეტიციისას დაიბადა იზოლდა, შემდეგ ევა ბოლოს კი სასურველი ვაჟი - ზიგფრიდი. მისი დაბადება დაემთხვა ოპერა "ზიგფრიდის” დასრულებას. ვაჟის დაბადების შესახებ ვაგნერი მეგობარს წერდა: "იმ დღეს როცა უბედნიერეს ადამიანს შემეძინა მშვენიერი ვაჟი, დავასრულე "ზიგფრიდის” კომპოზიცია, რომელიც 11 წლის წინ შევწყვიტე. გაუგონარი შემთხვევაა! არავინ დაიჯერებდა, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი სიხარულში ვიცხოვრებ. იგი მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვია. მაღალი შუბლითა და ნათელი მზერით. ზიგფრიდ-რიჰარდი მემკვიდრეობით მიიღებს მამის სახელს, რომ მსოფლიოს ჩემი სახელი შეუნახოს.”

სარეკორდო მუსიკა.

რიხარდ ვაგნერმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლო არია. ის ჟღერს ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში, ოპერაში "ღმერთების სიკვდილი". არია ჟღერს 15 წუთის განმავლობაში. ასევე ვაგნერს ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერა - "ნიურბერგის მეისტერზინგერები" რომელიც გრძელდება 5 საათის და 15 წუთის განმავლობაში.

ფილოსოფია.

რიხარდ ვაგნერის არამუსიკალური მემკვიდრეობა შედგება 16 ტომი ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისგან, ასევე - 17 ტომი წერილები.

ჩაიკოვსკი ვაგნერის შესახებ .


რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკის მცირე შენიშვნა ვაგნერის შესახებ დაწერილია მის მიერ 1891 წელს ნიუ-იორკის გაზეთ "დილის ჟურნალისათვის”, სადაც მოცემულია შეფასება ვაგნერის მოღვაწეობაზე, გამოხატულია ურთიერთობა, მრავალრიცხოვანი გამონათქვამები, თვითონ ჩაიკოვსკისა და რუსული მოწინავე მუსიკალურ-კრიტიკული აზრები, უდიდეს გერმანელ მუსიკოსზე.
"დილის ჟურნალის” მკითხველები მთხოვენ, გამოვთქვა ჩემი შეხედულება ვაგნერზე. მე ამას ვაკეთებ ღიად და პირდაპირ, მაგრამ ვალდებული ვარ გავაფრთხილო ისინი, რომ ამ საკითხში ვხედავ ორ მხარეს. პირველი ვაგნერი და მდგომარეობა, რომელიც მას უკავია მე-19 ათასწლეულის კომპოზიტორებს შორის და მეორე ვაგნერიზმი. შეიძლება უცბად დაინახოთ, რომ კომპოზიტორებით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მე განვიცდი ნაკლებ სიმპათიას მათ მიმართ, ვინც არის კულტი ვაგნერის თეორიისა.

როგორც კომპიზიტორი, ვაგნერი არის ერთ-ერთი შესანიშნავი პიროვნება ამ ათაწლეულის მეორე ნახევრისა. მისი ზემოქმედება მუსიკაზე უდიდესია. ის იყო დაჯილდოებული მუსიკალური გამოხატვის დიდი ძალით. მან გახსნა თავისი ხელოვნების ახალი ფორმები და იდგა გერმანული მუსიკის რიგებში მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტისა და შუმანის გვერდით, მაგრამ ჩემი ღრმა და მყარი მტკიცებით, ის იყო გენია, მცდარი გზის მიმდევარი.

დიდ და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მუსიკა "სახელოვნო უვერტიურა”, რომელშიც იგი ხატავს დოქტორ ფაუსტს. "ლოენგრინის” შესავალი, რომლის შექმნაც საოცნებო ქვეყნებმა შთააგონეს და მრავალი სხვ.

რაღა უნდა ვთქვათ ვაგნერიზმზე? ვაგნერისტი რომ ვიყოთ, უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც ვაგნერის შექმნილი არ არის, ამისათვის აუცილებელია იგნორირება გავუკეთოთ მოცარტს, შუბერტს, შუმანს და შოპენს; არა!!!

პატივს ვცემ დიდ გენიას, შემქმნელს "ლოენგრინის” და მრავალი სხვა ნაწარმოებებისა. ერთგულად ვიყრი მუხლს მის წინაშე, მაგრამ მე არ ვაღიარებ იმ რელიგიას, რომელიც მან შექმნა.”

საინტერესო ფაქტები.

გაცნობა შუმანთან.


ახალმა გაცნობილმა შუმანმა და ვაგნერმა ერთად 1 საათი გაატარეს ლაპარაკში. შეხვედრის შემდეგ რიხარდმა მეგობრებს უთხრა:
- შუმანი - არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ძალზედ პატიოსანი ადამიანია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ის ზედმეტად ჩუმია.

შუმანმა კი განაცხადა:
- საბოლოოდ გავიცანი ვაგნერი! მე ის ძალიან მომეწონა, მხოლოდ ერთია ცუდი: ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს...

პარტიტურა.


1855 წელს ვაგნერი მიიწვიეს ლონდონის ფილარმონიაში რამოდენიმე კონცერტის ჩასატარებლად. იგი ლონდონში გამოჩენისთანავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. გავრცელდა ხმა, რომ იგი ზევიდან დაჰყურებდა ცნობილ ავტორიტეტებს: მოცარტს, კერუბინის, ბეთჰოვენს და თავის კონცერტებზე თავისებურად იყენებდა მათ ნაწარმოებებს. ლონდონელებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ ის, რომ ვაგნერი ბეთჰოვენის სიმფონიებს ზეპირად დირიჟორობდა. მას მიუთითეს, რომ ეს დიდი უპატივცემულობა იყო ბეთჰოვენისადმი. შემდეგ კონცერტზე პარტიტურა ნამდვილად იდო პიუპიტრზე. კონცერტი წამატებული იყო. მუსიკათმცოდნეები გარს შემოეხვივნენ ვაგნერს.
- ჩვენ ხომ ვამბობდით! ეს სულ სხვა ჟღერადობაა! ბეთჰოვენისებური ჟღერადობა. როგორ არაჩვეულებრივად აიღეთ "სკერცო"! რა კარგად რღერდნენ ალტები...- ამ სიტყვერბით ერთ-ერთმა მუსიკათმცოდნემ აიღო გადაშლილი პარტიტურა და ნახა, რომ ეს იყო ჯოაკინო როსინის "სევილიელი დალაქის” პარტიტურა არანჟირებული ფორტეპიანოსთვის, თანაც პიუპიტრზე თავდაყირა იდო.

შემთხვევა ვენის ოპერაში.


1938 წლის მარტში ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო ავსტრია. 1942 წელს ვენაში გერმანელმა სამხედრო კომენდანტმა ქალაქში იდეოლოგიური წმენდა ჩაატარა. ვენის ოპერას ცნობილი კომპოზიტორების ძეგლები ამშვენებდა. კომენდანტის მონაცემებით, მათ რიცხვში უკანონოდ იდგა ებრაელი კომპოზიტორის ფელიქს მენდელსონის ძეგლი.

რამდენიმე სამხედროს თანდასწრებით კომენდანტი თავად ავიდა ოპერის სახურავზე. მათ მენდელსონის ძებნაში ყველა ბიუსტი მოიარეს. მისი პოვნა ადვილი არ იყო, რადგან კომენდანტი კულტურის დიდი მცოდნე არ გახლდათ, თუმცა ფიზიონომისტი გახლდათ და ესმოდა არიის თეორია. მას ადვილად შეეძლო განენსხვავებინა ებრაელი არაებრაელისაგან. კომენდანტმა იპოვა კომპოზიტორის ბიუსტი ყველაზე კეხიანი ცხვირით და არაარიული სახის გამომეტყველებით. მისი ბრძანებით სამხედროებმა თეატრის წინ გაანადგურეს ეს ბიუსტი, მაგრამ მალე გაირკვა, რომ მან გაანადგურა არა ებრაელი მენდელსონის, ადამედ ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, ვაგნერის ძეგლი. ამ შეცდომისთვის კომენდანტი რუსულ ფრონტზე გააგზავნეს.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1909 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები