ხუთშაბათი, 18.04.2024, 10:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » იდილია.
02:26
იდილია.

იდილია (ბერძნ. eidyllion - პატარა სურათი, უპირატესად მწყემსების ცხოვრებიდან), ჟანრული ფორმა ლიტერატურასა და ფერწერაში.

ლიტერატურაში.


ბუკოლიკური პოეზიის ჟანრული ფორმა, ლექსი (იშვიათად პროზაული ნაწარმოებიც), რომელშიც მწყემსის, სოფლის მყუდრო, მშვიდ და მარტივი ცხოვრების სურათებია ნაჩვენები გრძნობიერ, მიმზიდველ ფორმებსა და ფერებში. იდილიისთვის დამახასიათებელია სოციალურობას მოკლებული ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, რითაც იდილია უახლოვდება ბუკოლიკას.

იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII- XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.

ქართულ ლიტერატურაში იდილიური სურათია ა. წერეთლის სიმღერა მკის დროს, ი. ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღში მწყემსის ცხოვრების აღწერა, დ. გურამიშვილის ქაცვია მწყემსი და სხვ.

მხატვრობაში.

მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრელები სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული იდილია მხატვრობაში განვითარდა XVIII საუკუნეში როკოკოს შემდეგ.



მწყემსი ქალი, უილიამ ბუგერო, 1889.

ფიგურალური მნიშვნელობაფიგურალური მნიშვნელობით იდილია არის ნაზი და გულუბრყვილო სიყვარული ორ ადამიანს შორის, რომლებიც ცხოვრობენ იდეალიზირებული გრძნობით გარემოცულნი. ეს არის ურთიერთგაგებასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული საოცნებო ურთიერთობა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1160 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები