ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ქართველი კინორეჟისორები".
02:50
ქართველი კინორეჟისორები".

სიმონ დოლიძე.

სიმონ (სიკო) დოლიძე (დ. 6 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965).

ბიოგრაფია.


1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო თბილისის კინოსტუდიის (ახლანდელი "ქართული ფილმი") კინოქრონიკის განყოფილების ორგანიზატორი. მოძრავი, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს რეჟისორი.

ოზურგეთში დგას სიკო დოლიძის ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა.

  


ჭრიჭინა (1954).

სერგო ფარაჯანოვი.


სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (სომხ.: Սարգիս Հովսեպի Պարաջանյան სარგის ჰოვსეპი ფარაჯანიან) (დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი, საქართველო ― გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთი), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი.


დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველო, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი შესაძლოა უდიდესი ნამუშევარი — "ბროწეულის ფერი" (1969), თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე "აშიკი ქერიბი" (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია "აღიარებისა", რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული" ნაწილი გახდა.

ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1151 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები