სამშაბათი, 23.04.2024, 10:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » არაბისტიკა.
13:13
არაბისტიკა.
არაბისტიკა ან არაბთმცოდნეობა არის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით კი არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.

არაბისტიკა, როგორც მეცნიერება აღმოსავლეთმცოდნეობის ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამოლოგიასთან.

ენათმეცნიერულ ნაწილში არაბული ფილოლოგია შეისწავლის ძველ არაბულს, კლასიკურ არაბულს, საშუალო არაბულს, თანამედროვე არაბულსა და მის დიალექტებს.

არაბისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ არაბული ლიტერატურას, პროზასა და პოეზიას, მრავალსაუკუნოვანი ისლამური კულტურის წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ ებრაულ და ქრისტიანულ ლიტერატურებს.


არაბისტიკა საქართველოსა და ევროპაში.


არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართული არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, რომლის შრომები თავისი მნიშვნელოვნებით სცდება საქართველოს ფარგლებს.

დღეს არაბისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან თბილისისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად ორი — ფილოლოგიური და ქვეყანათმცოდნეობითი მიმართულებით.

სემიტური ენები.

სემიტური ენები - აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — მესოპოტამიაში) და დასავლურ შტოებად.

დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური), რომლებიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად (არაბული, ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები.

დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, გეეზი.

XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით, ბგერათა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. ქამიტური ენების გენეტიკური ერთიანობის შესახებ.

სემიტოლოგია.


სემიტოლოგია შედარებითი ენათმეცნიერების დარგია, რომელიც დაკავებულია სემიტურ ენათა შესწავლით, რომლებიც თავის მხრივ აფროაზიული ენების შტოს წარმოადგენს. სემიტოლოგია ძველი საუნივერსიტეტო და აკადემიური დისციპლინაა, რომლის დამფუძნებლები იყვნენ თეოდორ ნელდეკე და კარლ ბროკელმანი. სემიტოლოგიას დღეს მსოფლიო მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებში შეისწავლიან.

სემიტოლოგიის მომიჯნავე დისციპლინებია:
ძველორიენტალისტიკა,
არაბისტიკა,
ასიროლოგია,
ისლამოლოგია,
ძველი აღთქმის შემსწავლელი მეცნიერება,
იუდაისტიკა,
ქრისტიანული აღმოსავლეთის შემსწავლელი მეცნიერება და ენათმეცნიერება.

ისლამოლოგია.


ისლამოლოგია (ასევე ისლამცოდნეობა, ან ისლამისტიკა) არის სამეცნიერო დისციპლინა და იკვლევს ისლამს როგორც რელიგიას, ისლამურ საზოგადოებებსა და კულტურებს. ისლამოლოგია ორიგინალურ ტექსტებზე დაყრდნობით , რომლებიც ძირითადად არაბულ ენაზეა შესრულებული, მეცნიერულად შეისწავლის და აანალიზებს როგორც საკუთრივ ისლამურ წერილობით ძეგლებსა და ისლამური სამყაროს ისტორიას, ასევე ყურანს, ჰადისს, ისლამურ სამართალსა და ისლამური ლიტერატურას. ყოველივედან გამომდინარე არაბული ენის სიღრმისეული შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია ამ მეცნიერების დაუფლება.

ზოგან, ევროპულ ენებზე არსებული შესაბამისი ლიტერატურის კითხვისას შეიძლება შეხვდეთ სიტყვას ისლამისტს. ამ ტერმინით რამდენიმე წლის წინათ აღნიშნავდნენ ისლამის სპეციალისტს გამოდიოდნენ–რა სიტყვა–ფორმიდან ისლამისტიკა. დღესდღეობით სიტყვა "ისლამისტი" რელიგიურ–პოლიტიკური შეფერილობის ნეოლოგიზმად გადაიქცა, ხოლო მის ადგილას დამკვიდრდა ისლამოლოგია და ისლამოლოგი, ანუ ქართულად ისლამცოდნე.

ისლამოლოგიას შეისწავლიან გერმანიის უნივერსიტეტებში. სწავლება მოიცავს ისლამური აღმოსავლეთის რელიგიას, კულტურასა და ისტორიას. სტუდენტები, რომელთაც ძირითად სპეციალობად აქვთ არჩეული ისლამოლოგია, ან არაბისტიკა შეისწავლიან ასევე არაბულ სალიტერატურო ენას და მეორე აღმოსავლურ ენას სპარსულს, ან თურქულს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ურდუს ან ინდონეზიურს. დიდი ყურადღება ეთმობა ასევე კლასიკური ან თანამედროვე პერიოდის შესწავლას, ისლამური რელიგიას ყურანისა და ტრადიციების ჩათვლით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიტიკური ისლამის შესწავლას.

იუდაისტიკა.


იუდაისტიკა არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის და იკვლევს იუდაიზმს, ანუ ისრაელის ხალხის ისტორიას, კულტურასა და რწმენას. ამ კვლევებში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ებრაული წერილობითი ძეგლების ფილოლოგიური ანალიზი. როგორც ცნობილია, ეს წყაროები სხვადასხვა ენაზე (ებრაული, არამეული, იუდეო-არაბული, იდიში, ლადინო, იუდეო-სპარსული იქმნებოდა.

წყაროთა ფილოლოგიური დამუშავების საკვლევი მასალების შესწავლას და კვლევას განაგრძობენ იმ მეთოდებით, რომლებსაც ფილოსოფიის ფაკულტეტის სპეციალობებზე გამოიყენებენ.

იუდაისტიკა ფილოლოგიური და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით იზიარებს და ითვალისწინებს ებრაელობის სწავლებათა ტრადიციებს, მაგრამ არსებობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც იუდაისტიკას როგორც აკადემიური სამეცნიერო დარგს გამოაჩევს იუდაიზმის სწავლებათაგან; იუდაიზმი იყო ებრაული სწავლება ებრაელობაზე და ებრაელთათვის, რასაც ამ ხალხის იდენტობის, თვითობის შენარჩუნების საქმეში განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე იუდაისტიკა ცდილობს ნეიტრალურ პოზიციებზე მდგომმა მეცნიერულად იკვლიოს სხვადასხვა პრობლემატური საკითხი. სწორედ ამ მიზეზის გამო არის ხშირად იუდაისტიკა დასავლეთის უნივერსიტეტების ფილოსოფიური, საისტორიო თუ კულტუროლოგიური ფაკულტეტების ნაწილია და არა თეოლოგიურისა.

ასე ახერხებს იუდაისტიკა თავიდან აიცილოს კონფესიური შეზღუდვები, ან იუდაიზმის როგორც მხოლოდ რელიგიად განხილვა.

ამ სამეცნიერო დარგის არსებობის გამართლება არის ისიც, ეს დარგი დაკავებულია სფეროთი, რომელსაც სხვა დარგები (სემიტოლოგია, ისტორია, ფილოსოფია) არ იკვლევენ და კერძოდ; იუდაიზმი გარე გავლენათა პასიური ობიექტი კი არ იყო, არამედ ადამიანური კულტურის აქტიური, ქმედითი ნაწილი, რომელიც სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა. მხოლოდ ამგვარი ცენტრირებითაა შესაძლებელი იუდაიზმის როგორც ამ მრავალწახნაგოვანი კულტურული ფენომენის უკეთ შეცნობა.

ოსმანისტიკა.

ოსმანისტიკას უწოდებენ სამეცნიერო–კვლევით დისციპლინას, რომელიც ორიენტალისტიკის ერთ-ერთი მოსაზღვრე დარგია და შეისწავლის ოსმალეთის იმპერიის ისტორიასა და კულტურას. ოსმანისტიკა ძირითადად ისეთ მეცნიერებებს ეფუძნება, როგორიცაა ისლამოლოგია და თურქოლოგია, მაგრამ ასევე მაგრამ ასევე მეტად ახლოს დგას არაბისტიკასთან, ირანისტიკასთან, ბიზანტინისტიკასთან და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიასთან.

ოსმანისტიკის განვითარება.

თარჯიმნები და დიპლომატები ახალი დროის ადრეულ ეტაპებზევე დაინტერესდნენ ოსმანთა ენით, ისტორიითა და კულტურით. მეცნიერული ოსმანისტიკის ფუძემდებლად მიიჩნევენ ავსტრიელ ჰამერ-პურგშტალს (1774-1856), რომლის კალამსაც ეკუთვნის ათტომიანი ნაშრომი „ოსმანთა იმპერიის ისტორია".


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1349 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები