ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » აღმოსავლეთმცოდნეობა.
13:17
აღმოსავლეთმცოდნეობა.

აღმოსავლეთმცოდნეობა (ასევე ორიენტალისტიკა) არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც აღმოსავლეთის ენების, სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული.

აღმოსავლეთმცოდნეობა ევროპაში.


ევროპაში, აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც აკადემიური დისციპლინა პარიზში 1795 წელს დაარსდა სახელწოდებით — École spéciale des langues orientales. პარიზის ამ სკოლაში ასწავლიდა სილვესტრ სასი (Silvestre de Sacy, 1758—1838), რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებაზე .

გერმანიაში 1845 წელს დაფუძნდა გერმანიის აღმოსავლური საზოგადოება, რომელიც დღემდე შეისწავლის აზიის, აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებს, მათ ენებს, საზოგადოებებს, კულტურებს.

ვენაში 1886 წელს შეიქმნა ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ავსტრიის დედაქალაქში არსებულ ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფუნქციონირებს ძველსემიტური ფილოლოგიისა და წინა აზიის არქეოლოგიის, არაბისტიკისა და თურქოლოგიის სპეციალობები .

ორიენტალისტიკის დისციპლინებია ასირიოლოგია, ირანისტიკა , თურქოლოგია, ოსმანისტიკა, სემიტოლოგია და ზოგჯერ სემიტოლოგიისაგან განცალკევებით დგას აგრეთვე არაბისტიკა და ისლამოლოგია.

სიტყვის ფართე გაგებით აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს ეგვიპტოლოგიასაც. ეგვიპტოლოგიას ხშირად აფრიკანისტიკას მიაკუთვნებენ.
იაპონიაშიც არსებობს სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც პირიქით ევროპის, ან დასავლეთის შესწავლითაა დაკავებული. (იხ. რანგაკუ.)


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1086 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები