შაბათი, 20.04.2024, 09:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ისტორია.
19:58
ისტორია.

ლუსი, Australopithecus afarensis.


პალეოანთროპოლოგთა უმრავლესობა აფრიკას დედამიწის უძველეს დასახლებულ ტერიტორიად თვლის, საიდანაც ადამიანები წამოვიდნენ. მე-20 საუკუნის შუა წლებში ანთროპოლოგებმა ამ კონტინეტზე აღმოაჩინეს ადამიანთა საქმიანობის მრავალი დამადასტურებელი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც 7 მილიონი წლით თარიღდება. აქ ნაპოვნი ადამიანისმაგვარი მაიმუნების სახეობების ნარჩენები მიუთითებს მათგან თანამედროვე ადამიანის წარმოშობაზე. აქ აღმოჩენილ სახეობებთა შორისაა Australopithecus afarensis (რადიომეტრულად დათარიღებული ძვ. წ.. 3.9-3.0 მილიონი წელი), Paranthropus boisei (დაახ. ძვ. წ. 2.3-1.4 მილ. წ.) და Homo ergaster (დაახ. ძვ. წ. 600,000-1.9 მილ. წ.).

იშანგოს ძვალზე, რომელიც 25 000 წლის უნდა იყოს, იკითხება მათემატიკური ათვლის ნიშნები. ადამიანთა წინაისტორიის განმავლობაში აფრიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა კონტინენტზე, ეროვნული სახელმწიფო შენაერთები არ არსებობდა, მათ ნაცვლად ადამიანები გაერთიანებული იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებად, ხოისა და სანის მსგავსად.

დაახ. ძვ. წ. 10 500 წლისთვის გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, საჰარა კვლავ გახდა მწვანე შემოსავლიანი ხეობა და მისი აფრიკული მოსახლეობა დაბრუნდა შიდა და სანაპირო ზეგანებიდან ქვემო-საჰარის აფრიკაში. თუმცა დათბობის კლიმატის დადგომა ნიშნავდა, რომ ძვ. წ. 5000-სთვის საჰარის რეგიონი სულ უფრო მშრალი ხდებოდა. მოსახლეობამ ნელ-ნელა ნილოსის ხეობის რეგიონისკენ გადაინაცვლა, სადაც მათ მუდმივი ან ნახევრად-მუდმივი დასახლებები შექმნეს.

საქონლის მოშინაურება აფრიკაში წინ უსწრებს მიწათმოქმედებას და, როგორც ჩანს, თანაარსებობდა მონადირე-შემგროვებლურ კულტურასთან. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. 6000 წლისთვის პირუტყვი უკვე მოშინაურებული იყო ჩრდ. აფრიკაში. საჰარა-ნილოსის კომპლექსში ხალხს მოშინაურებული ჰყავდა მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის სატვირთო ჯორი და ხვეულრქიანი თხა, რომელიც მსგავსი იყო ალჟირიდან ნუბიამდე.

სოფლის მეურნეობის მხრივ, პირველი შემთხვევა მცენარეების მოშენებისა მოყვანის მიზნით საჰელიის რეგიონში დაფიქსირდა დაახ. ძვ. წ. 5000 წელს, როცა სორგუმი და აფრიკული ბრინჯის კულტივაცია დაიწყეს. ამავე პერიოდში, ამავე რეგიონში, პირველად მოშინაურდა გვინეის მცირე ფრინველი.

ოქსფორდის მსოფლიო ისტორიის ატლასის მიხედვით ძვ. წ. 4000 წელს საჰარის კლიმატმა სწრაფი გაშრობა დაიწყო. ამ მოვლენამ ტბებისა და მდინარეების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რის გამოც იწყო კლება მოსავალმაც. შემცირდა კულტივირებადი მიწის რაოდენობაც, რამაც ხელი შეუწყო ფერმერთა დასახლებების მიგრაციას დასავლეთ აფრიკის უფრო ტროპიკული კლიმატისკენ.

ძვ. წ. 3000 წლისთვის შინა მეურნეობა დამოუკიდებლად განვითარდა დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში, სადაც აფრიკული yam და ზეთოვანი პალმა მოჰყავდათ, და ეთიოპიაში, სადაც ყავა და teff გააკეთილშობილეს. მოშინაურებული ცხოველები ამ რეგიონებში საჰელისა და ნილოსის რეგიონებიდან შემოვიდა. მარცვლეული კულტურებიც ამავე პერიოდში სხვა რეგიონებიდან შემოიტანეს.

გიზა, ძველი ეგვიპტე

დაახლოებით ძვ. წ. 3100 ყალიბდება ძველი ეგვიპტის სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, რომელმაც ფარაონების მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო (ძვ. წ. 1567-ძვ. წ. 1085)).

სუბ-საჰარულ აფრიკაში მიწათმოქმედი ხალხი ბანტუ იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებული ქოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები, ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.

ძვ. წ. I ათასწლეულში ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ფინიკიელების, ბერძნების და მოგვიანებით რომაელების კოლონიები. თავდაპირველად ერთ-ერთი ესეთი კოლონია - კართაგენი, ძვ. წ. II საუკუნეში რომის რესპუბლიკის მიერ მის განადგურებამდე, თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. V საუკუნემდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იგი ვანდალებმა დაიპყრეს, მისი ნაწილი კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. VII საუკუნეში ჩრდილოეთი აფრიკა დაიპყრეს არაბებმა, რის შედეგად აქ ისლამი გავრცელდა.

სუბ-საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი პოლიტიკური გაერთიანებები არ არსებობდა. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. აღსანიშნავია დასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა) და აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე) არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

აფრიკის ქვეყნები 1914 წელს.

ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაცია ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავია პორტუგალიელები, შემდეგ ჰოლანდიელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილ ამერიკისკენ. XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ევროპული კოლონია გაჩნდა . XVIII საუკუნის დასაწყისიდან აფრიკის კოლონიზაციის ლიდერობა თანდათან ბრიტანელების და ფრანგების მხარეს გადავიდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია, იტალია და სხვები. საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ევროპელების მიერ იყო დანაწილებული.

კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის კ. ადგილობრივ ონტინენტი. მოსახლეობაში გავრცელდა ქრისტიანობა, გაიხსნა მისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60-იან 70-იან წლებში ყოფილი კოლონიების უმრავლესობას დამოუკიდებლობა მიენიჭათ.
დეკოლონიზაცია.

კონგო-ბელგიის დაპირისპირება 1918 წელი.

ბერლინის კონფერენცია (1884)

პირველ მსოფლიო ომს აფრიკელთა ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია. საომარ მოქმედებებს აქ ადგილი არ ჰქონია, რადგან გერმანიის კოლონიები აფრიკაში ინგლისელებმა სწრაფად აიყვანეს კონტროლქვეშ, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის მანდატით საფრანგეთთან ერთად გაინაწილეს.

ერთადერთი ფრონტი იყო პალესტინის - ისიც სუეცის არხის დასაცავად. 1922 წელს ეგვიპტეს ფორმალურად მიენიჭა დამოუკიდებლობა, თუმცა სუეცის არხს ინგლისელები აკონტროლებდნენ და ქვეყანაშიც ინგლისის ჯარები რჩებოდნენ.

განმანთავისუფლებელი ბრძოლეა მიმდინარეობდა არაბულ ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც მაროკოელები იარაღით ხელში ებრძოდნენ ფრანგ და ესპანელ კოლონიზატორებს.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან და მილიტარიზმთან ბრძოლის წარმატებით დასრულებამ, აფრიკის კოლონიურ და ნახევრადკოლონიურ ქვეყნებს კოლონიური სისტემის მოკლე დროში გაუქმების იმედი გაუჩინა.

ორი ზესახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის ფონზე ევროპის კოლონიური იმპერიები - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის და პორტუგალიის დასაუსტება ამის პირობას ქმნიდა. თუმცა მეტროპოლიები ომის შემდეგაც ცდილობდნენ თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნებას. მათ ამ მიზნით ზოგან სამხედრო საშუალებებიც გამოიყენეს.

მიუხედავად ამის აფრიკის ქვეყნებმა ზოგჯერ მშვიდობიანად, ზოგჯერ შეიარაღებული ბრძოლების გზით მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება.

ახალგაზრდა სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმარისი არ აღმოჩნდა მათი სრული განვითარებისთვის. ბევრ ქვეყანაში

შენარჩუნებული იქნა ყოფილი მეტროპოლიის ეკონომიკური პოზიციები, აგრეთვე მათი სამხედრო ბაზები და ჯარები. ახალგაზრდა ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო ანუ ოფციალური ენაც კი ყოფილი მეტროპოლიის ენა გახდა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით ჩამორჩენილი ეკონომიკა მიიღეს.

ამიტომ მათი უმრავლესობის ეკონომიკა მრავაწყობიანია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური. რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, აფრიკის უმეტესი ქვეყნების დამახასიათებელი ნიშნებია. ამით ისინი, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად, განსხვავდებიან დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან.

როდოსისი კოლოსი (ინგლისური კარიკატურა).

ამიტომ აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს უწოდებენ მესამე სამყაროს ან კიდევ განვითარებად ქვეყნებს. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ზეგავლენის, არამედ, პირველ რიგში, მათი საკუთრი ჩამორჩენილობის შედეგი იყო.

ჩამორჩენილობას ხელს უწყობდა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არქაული ფორმების ბატონობა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინარობა, კომუნიკაციების და კავშირის საშუალებების განუვითარებლობა.

ჩამორჩენილობისთვის თავის დასაღწევად აუცილებელი იყო რომელიმე ერთი სახელმწიფოს ორიენტირზე უარის თქმა, გლობალურ კონფლიქტებში ჩართვისაგან თავის დახსნა, მრავალმხრივი დახმარებების მიღება.

ამიტომ აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ე.წ მიუმხრობლობის მოძრაობაში, რაც ორ მტრულად დაყოფილ მსოფლიოში რომელიმე სამხედრო ბლოკთან შეერთებაზე უარის თქმას ნიშნავდა.

დეკოლონიზაციის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზის არჩევის პრობლემა აფრიკის ყველა ქვეყნის საერთო პრობლემა გახდა. არჩევანი დიდი არ იყო "სოციალუსტური გზა" ან თავისუფალი მრეწველობის და საბაზრო ეკონომიკის ანუ "კაპიტალისტური გზა".

ჩამორჩენილობის პრობლემას ართულებდა დამოუკიდებლობის შემდეგ დაწყებული მოსახლეობის ზრდის ტემპების დაჩქარება ანუ, როგორც მას უწოდებენ დემოგრაფიული აფეთქება. სიკვიდილანობა ამ ქვეყნებში შემცირდა, შობადობა კი ტრადიციულად დიდი დარჩა. სოფლის "ზედმეტი" მოსახლეობის ნაწილი ქალაქებისკენ დაიძრა.

დაიწყო არნახული ურბანიზაცია. 1950 - 1980 წლებში ასობით მილიონიანი სოფელი ქალაქი გახდა. ეს ახალი ქალაქები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, კეთილოუწყობელ ქოხმხებში სახლობდნენ. მოსახლეობის ზრდა აახალგაზრდავებდა მოსახლეობის შემადგენლობას. ამ ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. მათვის საჭირო იყო განათლება რასაც სახელმწიფო ვერ ახორციელებდა. მოსახლეობის ზრდის მახალი ტემპები იწვევდა უმუშვერობის ზრდასაც.

პოსტ-კოლონიური აფრიკა .


1945 წლამედე ტროპიკული აფრიკა დაყოფილი იყო ევროპის სახელმწიფოების კოლონიებად, მაგრამ XX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისისთვის ყველა მათგანი განთავისუფლებული იყო. დეკოლონიზაციის პროცესი აქ დაიწყო 1950-იან წლების მეორე ნახევარში. ტროპიკულ აფრიკაში პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა განა (1957 წ), ყველაზე მეტი ქვეყანა კი (სულ 17) 1960 წელს გათავისუფლდა. ამიტომაც ამ წელს "აფრიკის წელს" უწოდებენ. პორტუგალიის კოლონიური იმპერია მხოლოდ მეტროპოლიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, 1970-იან წლების შუა ხანებში გაუქმდა.

აფრიკის ხალხთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ, რომელიც 1963 წლის 25 მაისს შეიქმნა. ამიტომ ეს დღე 25 მაისი "აფრიკის გათავისუფლების დღედ" ითვლება. ამ მსოფლიოში უდიდესი, რეგიონალური ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო კოლონიზმის ყველა გამოვლინებისაგან აფრიკის გათავისუფლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ არაერთი პრობლემა წარმოიშვა.

თავიდან მათი ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ მოკლე დროში შესაძლებელი იქნებოდა დანარჩენი სამყაროსაგან უზარმაზარი ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო სიღატაკე, კოლონიალიზმის ეპოქაში კოლონიეური მმართველები მხოლოდ ნედლეულის წარმოებაზე ზრუნავდნენ. ზოგჯერ ეს იყო სპილენძი, უფრო ხშირად კი რაიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მაგალითად კაკაო ან ბანანი. ევროპელ ვაჭრებს გაჰქონდათ ეს ნედლეული და შემოჰქონდათ უკვე მზა პროდუქცია. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანის სოფლის მეურნეობა მონოკულტურულ ხასიათს ატარებდა, ანუ აშენებდნენ საექსპორტოთ გათვალისწინებულ რომელიმე ერთ კულტურას.

ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო ისიც, რომ აფრიკის დამოუკიდებელ ქვეყნებში ძალიან ცოტა საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები არსებობდა. მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული იყო კაკაოს, ბანანის ან მიწის თხილის პლანტაციებში.

კვებისათვის აუცილებელი პროდუქტების წარმოება კი სულ უფრო მცირდებოდა. რის გამოც შეიქმნა სირთულეები აფრიკელთა მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საქმეში. გახშირდა ხან ერთი ხან მეორე რეგიონის შიმშილობა. ფასები საექსპორტო კულტურებზე ეცემოდა და, მაშინ ძვირდებოდა იმპორტი. ასეთმა ვითარებამ აფრიკის ქვეყნები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა.


ტიპიური დაპირისპირებები აფრიკაში, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება რუანდაში 1994 წელს გადაიზარდა, საიშინელ გენოციდში. ამ სურათზე რუანდელი ლტოლვილებიის საცხოვრებელი ადგილია ზაირში.

წილითიწლობით კატასტროფულად იზრდებოდა მათი საგარეო ვალი. ზოგიერთი მათგანის საექსპორტო შემოსავლის ნახევარი საგარეო ვალების დაფარვას ხმარდებოდა. ამავე დროს ბევრ ქვეყანაში სამხედრო ხარჯები გაცილებით მეტი იყო ვიდრე, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. ასე რომ, 1980-იან წლების დასასრულისთვის მსოფლიოს 35 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან 26 ტროპიკული აფრიკის ქვეყანა იყო.

სამხედრო ხარჯების ზრდა იწვევდა აფრიკის კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემას - შეიარაღებულ კონფლიკტებს, როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხებს ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. კოლონიზმის დროს ევროპელებმა კოლონიათა საზღვრები საკუთარი ნება-სურვილით გაავლეს. ხალხებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ერთმანეთთან, ერთი ქვეყნის ფარგლებში აღმოჩნდნენ, ან, პირიქით, ერთიდაიგივე ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოებრივი საზღვრებით გაითიშა. განსხვავება ენაში, რელიგიაში, ცხოვრების წესში, სოციალურ მდგომარეობაში ხშირად წარმოშობს ანტიპათიას.

ზოგან ეს ანტიპათია სიძულვილში გადაიზარდებოდა ხოლმე და ტომთაშორის ომებს იწვევს. ასეთ ომებში ტროპიკულ აფრიკაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ხშირად მეომარ მხარეების უკან იდგნენ გარეშე ძალები.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში, რომლებსაც მსოფლიოს ამ რეგიონში ყოფილი მეტროპოლიების ადგილის დაკავება სურდათ. ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევია აფრიკის სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ე.წ ტრაიბოლიზმი, ანუ შიდატომობრივი სოლიდარობა.

პოლიტიკური მრწამსის დამოუკიდებლად აფრიკელი ლიდერი, პირველ რიგში, თავის ტომს ეკუთვნის. როდესაც ის მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური ხდება, თავდაპირველად ის თავისი სოფლის ან თავისი ტომის ინტერესებზე ზრუნავს. ამ დროს ის იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სხვა ტომის წევრების მოსპობასაც კი. აფრიკის ქვეყნებში პარტიები და მთავრობები ტომობრივ საფუძველზე იქმნება, ასევე ერთი ტომის ინტერესების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამგვარად, ტრაიბოლიზმი ერთპიროვნული სისტემის საფუძველი გახდა. ტრაიბოლიზმთანაა დაკავშირებული ე.წ ნეპოტიზმიც ანუ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა, "ნათლიმამობა".

ნეპოტიზმის არსებობის დროსაც კორუფცია მაღალ დონეზეა, ის არის დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის პატიოსნებაზე და უსინდისობაზე. ის ხდება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობამ სცადა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს შექმნა, ნაწილმა კი თავდაპირველად "სოციალისტური ორიენტაცია" აირჩია, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსულ ძალებს მათი ქვეყნისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ.

მაგრამ უტოპიურმა სოციალუსტურმა ღონისძიებებმა სავალალო შედეგები გამოიღო. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანი ან სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო , ან თვითონვე თქვეს უარი სოციალისტურ ორიენტაციაზე.

ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში არმია აღმოჩნდა ერთადერთი საერთო სახალხო ძალა, ამიტომ 1990-იან წლების დასაწყისში 17 სახელმწიფოს სამხედროები მართავდნენ. ამ პერიოდისათვის ნათელი გახდა რომ, დამოუკიდებლობა კი დიდი მონაპოვარი იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ამ სახელმწიფოებში მცხოვრები ხალხებისთვის კეთილდღეობა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.

პოლიტიკა.


აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები.

პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.

აფრიკის კავშირი არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავს მაროკოს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა 2001 წლის 26 ივნისს შტაბ-ბინით ადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტი მიდრანდში გავიდა, სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა.

აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.

პრეზიდენტი გერტრუდ იბენგვე მონგელა აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა 2004 წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. 21% წევრებისა ქალია.

გაუმართლებელი სახელმწიფო პოლიტიკით, არათანასწორი გლობალური ვაჭრობის პოლიტიკითა და გლობალური კლიმატის ცვლილების ეფექტების გამო აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავრცელებული შიმშილის მსხვერპლი გახდა. აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსახლეობის არსებობისთვის არაადექვატური წყლისა და საკვების განაწილების სისტემაა.

ის რაც კოლონიალიზმის პერიოდში მსოფლიოს ოქროს 90%-ის მომწოდებელი იყო, ამჟამად დედამიწაზე უღარიბესი კონტინენტია და მისი უმდიდრესი რესურსები სხვა კონტინენტებს ხმარდება. დაავადებების გავრცელებაც ასევე პრობლემატურია, განსაკუთრებით კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და მასთნა დაკავშირებული იმუნიტეტის ნაკლებობის სინდრომის (შიდსი), რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა კონტინენტისთვის.

ბოლო დროს შეიმჩნევა აფრიკის ორგანიზაციების და სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი) სამოქალაქო ომის დროს მასში ჩაერია მეზობელი აფრიკული ქვეყნები (არააფრიკული მდიდარი ქვეყნების ნაცვლად). კონფლიქტის დაწყებიდან 1998 წელს მსხვერპლმა 4 მილიონს მიაღწია.

აფრიკის კავშირის მსგავსი პოლიტიკური ასოციაციები იმედს იძლევა, რომ კონტინენტის მრავალი ქვეყანა უფრო მეტ ურთიერთდახმარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს. აფრიკაში დღემდე ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, ხშირად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამგვარი დარღვევების უმეტესობა პოლიტიკური მიზეზებით ხდება, ხშირად როგორც სამოქალაქო ომის გვერდითი მოვლენა.

ამგვარ ქვეყანათა რიგშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა ლეონი, ლიბერია, სუდანი, ზიმბაბვე და კოტ დ'ივუარი.
ტერიტორიები და რეგიონები .

თანამედროვე აფრიკის პოლიტიკური რუკა ძირითადად ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მხოლოდ ეთიოპია და ლიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა. აფრიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი წელი იყო 1960 წელი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო 17 სახელმწიფომ. XX საუკუნის 70-იან წლებში მოწესრიგდა ე.წ "სამხრეთ როდეზიის" პრობლემა, ხოლო 1994 წელს სარში მოეწყო, პირველი არარასობრივი არჩევნები. დღეისთვის კონტინენტზე 53 დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასავლეთ საჰარის საკითხი, ეს ტერიტორია 1976 წლამდე იმყოფებოდა ესპანელთა მმართველობის ქვეშ. დღეს აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულია მაროკოს მიერ.

     
რეგიონის სახელი და
ტერიტორიების დროშები ფართობი.


(კმ²) მოსახლეობა
(2009) სიმჭიდროვე
(კმ²) დედაქალაქი
აღმოსავლეთი აფრიკა: 6,384,904 316,053,651 49.5
ბურუნდი 27,830 8,988,091[2] 322.9 ბუჟუმბურა
კომორის კუნძულები 2,170 752,438[2] 346.7 მორონი
ჯიბუტი 23,000 516,055[2] 22.4 ჯიბუტი
ერიტრეა 121,320 5,647,168[2] 46.5 ასმერა
ეთიოპია 1,127,127 85,237,338[2] 75.6 ადის-აბება
კენია 582,650 39,002,772[2] 66.0 ნაირობი
მადაგასკარი 587,040 20,653,556[2] 35.1 ანტანანარივუ
მალავი 118,480 14,268,711[2] 120.4 ლილონგვე
მავრიკი 2,040 1,284,264[2] 629.5 პორტ-ლუი
მაიოტა (საფრანგეთი) 374 223,765[2] 489.7 მამუდზუ
მოზამბიკი 801,590 21,669,278[2] 27.0 მაპუტუ
რეუნიონი (საფრანგეთი) 2,512 743,981(2002) 296.2 სენ-დენი
რუანდა 26,338 10,473,282[2] 397.6 კიგალი
სეიშელის კუნძულები 455 87,476[2] 192.2 ვიქტორია
სომალი 637,657 9,832,017[2] 15.4 მოგადიშო
ტანზანია 945,087 41,048,532[2] 43.3 დოდომა
უგანდა 236,040 32,369,558[2] 137.1 კამპალა
ზამბია 752,614 11,862,740[2] 15.7 ლუსაკა
ცენტრალური აფრიკა: 6,613,253 121,585,754 18.4
ანგოლა 1,246,700 12,799,293[2] 10.3 ლუანდა
კამერუნი 475,440 18,879,301[2] 39.7 იაუნდე
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 622,984 4,511,488[2] 7.2 ბანგი
ჩადი 1,284,000 10,329,208[2] 8.0 ნჯამენა
კონგო 342,000 4,012,809[2] 11.7 ბრაზავილი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2,345,410 68,692,542[2] 29.2 კინშასა
ეკვატორული გვინეა 28,051 633,441[2] 22.6 მალაბო
გაბონი 267,667 1,514,993[2] 5.6 ლიბრევილი
სან-ტომე და პრინსიპი 1,001 212,679[2] 212.4 სან-ტომე
ჩრდილოეთი აფრიკა: 8,533,021 211,087,622 24.7
ალჟირი 2,381,740 34,178,188[2] 14.3 ალჟირი
ეგვიპტე[3] 1,001,450 83,082,869[2] 82.9 კაირო
ლიბია 1,759,540 6,310,434[2] 3.6 ტრიპოლი
მაროკო 446,550 34,859,364[2] 78.0 რაბატი
სუდანი 2,505,810 41,087,825[2] 16.4 ხართუმი
ტუნისი 163,610 10,486,339[2] 64.1 ტუნისი
დასავლეთი საჰარა[4] 266,000 405,210[2] 1.5 ელ აიუნი
ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში:
კანარის კუნძულები (ესპანეთი)[5] 7,492 1,694,477(2001) 226.2 ლას-პალმასი,
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე
სეუტა (ესპანეთი)[6] 20 71,505(2001) 3,575.2 —
მადეირას კუნძულები (პორუგალია)[7] 797 245,000(2001) 307.4 ფუნშალი
მელილია (ესპანეთი)[8] 12 66,411(2001) 5,534.2 —
სამხრეთი აფრიკა: 2,693,418 56,406,762 20.9
ბოტსვანა 600,370 1,990,876[2] 3.3 გაბორონე
ლესოთო 30,355 2,130,819[2] 70.2 მასერუ
ზიმბაბვე 390,580 11,392,629[2] 29.1 ჰარარე
ნამიბია 825,418 2,108,665[2] 2.6 ვინდჰუკი
სარი 1,219,912 49,052,489[2] 40.2 ბლუმფონტეინი, კეიპტაუნი, პრეტორია[9]
სვაზილენდი 17,363 1,123,913[2] 64.7 მბაბანე
დასავლეთი აფრიკა: 6,144,013 296,186,492 48.2
ბენინი 112,620 8,791,832[2] 78.0 პორტო-ნოვო
ბურკინა ფასო 274,200 15,746,232[2] 57.4 უაგადუგუ
კაბო-ვერდე 4,033 429,474[2] 107.3 პრაია
კოტ-დ'ივუარი 322,460 20,617,068[2] 63.9 აბიჯანი,[10] იამასუკრო
გამბია 11,300 1,782,893[2] 157.7 ბანჯული
განა 239,460 23,832,495[2] 99.5 აკრა
გვინეა 245,857 10,057,975[2] 40.9 კონაკრი
გვინეა-ბისაუ 36,120 1,533,964[2] 42.5 ბისაუ
ლიბერია 111,370 3,441,790[2] 30.9 მონროვია
მალი 1,240,000 12,666,987[2] 10.2 ბამაკო
მავრიტანია 1,030,700 3,129,486[2] 3.0 ნუაქშოტი
ნიგერი 1,267,000 15,306,252[2] 12.1 ნიამეი
ნიგერია 923,768 149,229,090[2] 161.5 აბუჯა
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია (გ.ს) 410 7,637[2] 14.4 ჯეიმსტაუნი
სენეგალი 196,190 13,711,597[2] 69.9 დაკარი
სიერა ლეონე 71,740 6,440,053[2] 89.9 ფრიტაუნი
ტოგო 56,785 6,019,877[2] 106.0 ლომე
სულ 30,368,609 1,001,320,281 33.0


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1823 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები