პარასკევი, 29.03.2024, 09:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ეკონომიკა.
20:09
ეკონომიკა.

აფრიკის ეკონომიკური თანამეგრობრობის რუკა.


მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება. გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად 2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყანა ყველა აფრიკიდან იყო.

ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ოქროსა და ალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსური კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქი გაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორის განა, კენია, კამერუნი და ეგვიპტე.

ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. 10+%), მაგ. ანგოლაში, სუდანში და ეკვატორულ გვინეაში. სამივე მათგანმა ბოლო დროს ნავთობის მოპოვება დაიწყო.

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნებში სწრაფი ტემპებით ვითარგება მომსახურების სფერო, ბევრი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ტურიზმიდან შემოსავალი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: ეგვიპტე, ტუნისი, სენეგალი, უგანდა, კომორის კუნძულები.

ტურიზმი ასევე ფეხს იდგანს: ზიმბაბვეში, მადაგასკარში. ტექნიკური თვალსაზრისით აფრიკის ინდუსტრიის ყველაზე განვითარებული დარგი არის მოპოვებითი მრეწველობა. ჩრდილოეთსა და დასავლეთში მოიპოვებენ ნავთობს და გაზს, აქ მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლი.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სწრაფი ტემპებით იზრდება კონტინენტის გადამამუშავებელი მრეწველობა, ეკონომიკაში მისი როლი ჯერაც მცირეა. მრეწველობის ეს დარგი ძირითადად განვითარებულია სარ-ში, ეგვიპტეში ალჟირში, ნიგერიაში.

განვითარდა შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანაქთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ წამყვანი დარგია მემცენარეობა.

საექსპორტო კულტურებიდან აღსანიშნავია :კაკაო, ყავა, ბანანი, ჩაი, არაქისი. კაკაოს უდიდესი მწარმოებლებია განა და კოტ-დ'ივუარი. ყავა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, გამოირჩევა: კოტ-დ'ივუარი, ეთიოპია, უგანდა, ანგოლა.

მეცხოველეობა გამოირჩევა დაბალპროდუქტიულობით. აფრიკის ყველაზე ნაყოფიერია, კონტინენტის აღმოსავლეთი მხარე, სადაც ძირითადად მოჰყავთ საექსპორტო კულტურები. გვალვიან ადგილებში ძირითადად განვითარებულია სასაძოვრო მესაქონლეობა. სანაპირო რაიონებთან და ტბებთან განვითარებულია მეთევზეობა.

დემოგრაფია .


ტუარეგელი ადამიანი ალჟირში.


აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობა ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.

საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას (არაბები, ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი.

საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა ბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას.

დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით.

აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ აფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთიოპელები და სომალელები, ასევე სხვადასხვა ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები, რომელთაც ბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40% ქრისტიანია, 40% მუსულმანი. დანარჩენი 20% ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში.

აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არის ეთიოპიის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.

აფრიკის მოსახლეობა ტერიტორიულად არათანაბრადაა განაწილებული. მოსახლეობის განლაგებაზე, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ ახდენს გავლენას, არამედ ისტორიული ფაქტორიც, პირველ ყოვლისა კი მონათვაჭრობის შედეგები და ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლონიური რეჟიმის არსებობა.

შედარებით მჭიდროდაა დასახლებული ხმელთაშუა ზღვის, გვინეის ყურის და კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები, მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, ნილოსის დელტაში, სადაც 1 კვ.კმ-ზე 1000 კაცზე მეტი მოდის. საჰარის უდაბნოში რომელსაც კონტინენტის 1/4 უკავია, ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები, მის ზოგიერთ რეგიონში კი საერთოდ არ არის მუდმივი მოსახლეობა.


ადამიანური განვითარების პოტენციალის ინდექსის მაჩვენებელი აფრიკაში (2004).

██ > 0.950

██ 0.900-0.949

██ 0.850-0.899

██ 0.800-0.849

██ 0.750-0.799
██ 0.700-0.749

██ 0.650-0.699

██ 0.600-0.649

██ 0.550-0.599

██ 0.500-0.549
██ 0.450-0.499

██ 0.400-0.449

██ 0.350-0.399

██ 0.300-0.349

██ 0.300-მდე

██ უცნობია.

რასები.


მკვლევართა აზრით აფრიკს თანამედროვე ადამიანის წინაპართა სამშობლოა. აღმოსავლეთ აფრიკაში 2,7 მილ. წლის ასაკის ქანებს შორის აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. შესაძლებელია რომ ის იყო გონიერი ადამიანის წინაპარი. ეთიოპიაში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ასაკი დაადგინეს - დაახლოებით 4 მილიონი წელი. ფიქრობენ რომ იგი ტანდაბალი იყო, ჰქონდა მაგარი კბილები და მცენარეულობებით იკვებებოდა. დღეისთვის აფრიკაში ცხოვრობს სამივე რასის ხალხი: ევროპელები, ეკვატორული (ნეგროიდული) და მონღოლოიდური. კონტინენტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს მკვიდრი მოსახლეობა - ნეგროიდები შეადგენენ.

ბუშმენი ადამიანი ბოტსვანაში

მკვიდრ მოსახლეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკაში უძველესი დროიდან მცხოვრებ, არაბებს და ბერძნებს, რომლებიც ევროპული რასის სამხრეთ შტოს მიეკუთვნებიან. მათი სალაპარაკო ენა ძირითადად არაბულია. ნეგროიდები კონტინენტის ძირითად ნაწილში ცხოვრობენ. მათთვის დამახასიათებელია შავი კანი, მუქი ფერის თმა და თვალები, წაგრძელებული თავის ქალა, ვიწრო ცხვირი და ოვალური სახე.

ისინი ცხოვრობენ საჰარის სამხრეთით, კონტინენტის დიდ ნაწილზე. და ქმნიან ეკვატორული რასის აფრიკულ შტოს. ნეგროიდებს შორის განსხვავებაა კანის ფერის, სიმაღლის და თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით. სიმაღლით გამოირჩევიან ნილოტის ხალხები, რომლებიც ნილოსის ზემო წელსა და ვიქტორიის ტბის აღმოსავლეთით ცხოვრობენ. მათი საშუალო სიმაღლეა 180 - 200 სმ. ნილოსის ზემო დინების მიდამოებში ნეგროიდები ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის კანით გამოირჩევიან.

ბენინელი ქალი.

ეკვატორული ტყეების ნეგროიდები - პიგმეები დაბლები (150 სმ-ზე დაბალი) არიან. ბერძნული სიტყვა "პიგმიოს" სიტყვა-სიტყვით "მუშტისტოლა ხალხს" ნიშნავს, ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა "ცეროდენა". მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი არიან.

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბოებში ცხოვრობენ ბუშმენები და ჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბლნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან ("ბუშმანი"- სიტყვა-სიტყვით "ბუჩქის კაცს" ნიშნავს). ევროპელი დამპყრობელების წყალობით მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

ზოგიერთი მკვლევარი ეთიოპიელებს გარდამავალ რასას მიაკუთვნებს. ისინი გამოირჩევია, ღია მაგრამ მოწითალო ფერის კანით. ეთიოპიელები გარეგნობით ახლოს არიან ევროპული რასის სამხრეთის შტოსთან. სიტყვა-სიტყვით "ეთიოპი" -"მზით დამწვარს" ნიშნავს. მალაგასიელები მოღოლოიდური და ნეგროიდული რასის შერევით წარმოიქმნა.

მოსული ევროპეიდული წარმოშობის მოსახლეობა ძირითადად ხელსაყრელი პირობების მქონე ადგილებში ცხოვრობს და კონტინენტის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენს. ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ცხოვრობენ ფრანგები, ხოლო კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში - აფრიკანერები (ნიდერლანდიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები), ინგლისელები და სხვ.

ენები.

რუკა აფრიკული ენების ოჯახების განაწილებით.


მრავალი ვარაუდით აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.
აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთდასავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.


ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.


ხოისური ენების ოჯახში დაახლოებით ორმოცდაათი ენაა და სამხრეთ აფრიკაში გავცელებული 120.000 ადამიანში. ხოისურ ენათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა მისული. ხოი და სან ხალხი აფრიკის ამ ნაწილის აბორიგენ მცხოვრებლებად არიან მიჩნეული.

კოლონიალიზმის შედეგად თითთქმის ყველა აფრიკულმა ქვეყანამ ოფიციალურ ენად მიიღო მათი კონტინენტისთვის უცხო ენა, თუმცა ამჟამად რამდენიმე მათგანი პარალელურად მშობლიურ ენასაც იყენებს (მათ შორის სვაჰილი).

მრავალ ქვეყანაში ინგლისური და ფრანგული (იხ. აფრიკული ფრანგული) გამოიყენება საზოგადოებრივ სფეროში მთავრობაში, კომერციაში, განათლებასა და მედიაში. აქ გავრცელებულ სხვა არააფრიკულ ენებს შორისაა არაბული, პორტუგალიური, აფრიკაანსი და მალაგასიური.

კულტურა.


რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრი კულტურა და ცივილიზაცია. თუმცა ისეთმა გარეშე ძალებმა, როგორც თავდაპირველად არაბებმა, ხოლო შემდეგ ევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.

აფრიკა, სავარაუდოდ, ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა. ანთროპოლოგებმა ტანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობს ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.

აფრიკული კულტურა ისტორიის მანძილზე განიცდიდა უცხოური კულტურების გავლენას და თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვა ქვეყნების და კონტინენტების კულტურაზე. უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვ ცივილიზაციის განვითარებაში, ძველმა ეგვიპტემ.

აფრიკის კონტინენტზე არსებობს 2 000-ზე მეტი ადგილობრივი ენა, აქედან 400 ნიგერიაში. ეს ყველაფერი კონტინენტის მაღალ კულტურაზე მეტყველებს.

აფრიკის ქვეყნების კულტურის ფონზე გამოირჩევიან: ნკეტია (ბენინელი კოპოზიტორი), ენო ბელინგია (კამერუნელი კომპოზიტორი), აფუორქ თექლე (ეთიოპიელი მხატვარი), ეზეკილ მპხალელე (ლიტერატურა, სარი), ჩინუა აჩები (ლიტერატურა, ნიგერია) და ა.შ.

იუნესკოს მსოფლიოს ბუნებრივი ლადშაფტის და უნიკალური ისტორიული არქიტექტულ მემკვიდრეობათა შორის, აფრიკის კონტინენტზე 78 ობიექტი მდებარეობს. აქედან აღსანიშნავია: ტიმგალი (ალჟირი), ამოეას მეფის სასახლე (ბენინი), ჯენე (ქალაქის ძველი ნაწილი, მალი), ომოს ეროვნული პარკი (ეთიოპია).


ჯენეს მეჩეთის მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდან.


აბუ სიმბელის ტაძარი. ფარაონი რამზეს II. ეს ნაგებობა აგებულია ძვ.წ 1400 წელს.

უდაბნოს ბარიერი.


ძვ.წ. 8000 წელს ჩრდილოეთ აფრიკის გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა ქვის ხანის ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ.წ. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდა საჰარას ვრცელი უდაბნო. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა.

ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად.

ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულტურა ხმელთაშუა ზღვის კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით (ბერძნული და რომაული), ხოლო შემდგომ ისლამური სამყაროს კვალდაკვალ.

აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცველ ტერიტორიებს, მაღალ ზეგნებზე მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარ ჩანჩქერებად, რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას.

მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა. ძვ.წ. 200 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყეს რკინის დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ახ.წ. 1200 წელს მხოლოდ პიგმეები და ბუშმენებიღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.

მუსიკა და ცეკვა.

კულტურის დარგებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა სახვითი ხელოვნება, მუსიკა და ცეკვა. აფრიკაში მცხოვრებ თითქმის ყველა ხალხს აქვს, თავისი ინდივიდვსლური მუსიკალური კულტურა, სიმღერების და ცეკვების თავისი ტრადიცია. მათი უმეტესობა უკავშირდება ნადირობას და მიწათმოქმედებას. იმისათვის რომ ნადირობა წარმატებით დამთავრებულიყო, ხალხი მართავდა დიდ წარმოდგენებს ცეკვების და მუსიკის თანხლებით. აფრიკელი ხალხის მუსიკალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობდა დოლი.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1437 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები