ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ლეგენდა საგენეზე.
20:21
ლეგენდა საგენეზე.

საგენე ან საგენეი (ფრ.Royaume du Saguenay) — ლეგენდა ზღაპრულად მდიდარ ქვეყანაზე, რომელსაც საგენე(ი)ს სახელმწიფო ეწოდება. ეს ლეგენდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს კანადის ფრანგ მკვლევრებს კარგა ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა . არსებობს საგანებზე თქმულების წარმოშობის რამდენიმე ვერსია.

ერთ-ერთის მიხედვით, ინდიელ ტომებს — ალგონკინებს სწამდათ, რომ წმინდა ლავრენტის მდინარის ჩრდილოეთით, თანამდროვე კვებეკის რაიონში, არსებობდა ქერათმიანი ადამიანებით დასახლებული ზღაპრულად მდიდარი სახელმწიფო, სადაც ოქროს, ვერცხლისა და ბეწვეულის საწყობები იყო.

ბელადი დონაკონიც, რომელიც 1530-იან წლებში ფრანგებმა დაატყვევეს და სამშობლოში ჩაიყვანეს, საფრანგეთის მეფეს უამბობდა ამ ადამიანთა სამეფოს შესახებ.

ამ ქვეყნის ძებნას არამხოლოდ ფრანგებმა ან ფრანგოკანადელმა მკვლევრებმა, არამედ, პორტუგალიელმა და ესპანელმა გეოგრაფებმაც ათწლეულები შეალიეს. 

თუმცა, ზოგიერთი მათგანის აზრით, ქერათმიანთა ეს უხვი სამეფო მდინარე ორინოკოს აუზში უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე.

შესაძლოა, ეს ლეგენდა ფრანგული ვარიანტი იყოს ლეგენდარული ელდორადოსი, ინდიელებმა კი, ძუნწი დამპყრობნი უფრო ჩრდილოეთით გაიტყუეს რათა მამულები გადაერჩინათ.

ჩრდილოეთში არაერთი ევროპელი გაუდგა გზას საგენების ქვეყნის საძებრად, მაგრამ, ბევრმა მათგანმა, მკაცრ ჰავასთან შეუგუებლოს გამო, უკან დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა.


თუმცა, ლეგენდა კვებეკში ნაყოფიერი ადგილების შესახებ, არც ისეთი დაუსაბუთებელი ჩანს, რადგან, მე-19 საუკუნეში ფრანგოკანადელებით დასახლებული ეს რაიონი, მართლაც უხვმოსავლიანია. დღესდღეობით კი კვებეკის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1045 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები