ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » "იაპონური კულტურა".
21:00
"იაპონური კულტურა".

გეიშა.


გეიშა (იაპ. 芸者), იაპონელი ქალი, რომელსაც მიღებული აქვს მრავალმხრივი აღზრდა-განათლება - იცის მხატვრული კითხვა, ცეკვავს. მღერის, უკრავს სხვადასხვა საკრავზე, იცნობს მაღალ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტს, შეუძლია თავაზიანი, მახვილგონივრული საუბარი და სხვა. გეიშას ქირაობენ წვეულებებისა და ბანკეტების ორგანიზატორები. მისი მოვალეობაა შეასრულოს სტუმართმოყვარე დიასახლისის როლი და გაართოს საპატიო სტუმრები.

იაპონიის ფონდი.


იაპონიის ფონდი (იაპონურად [Kokusai Kōryū Kikin] 国際交流基金 დაახლ. კოკუსაჲ კო:რჲუ: კიკინ) არის იაპონური კულტურის ინსტიტუტი, რომლის მიზანია იაპონური ენის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პოპულარიზება და გავრცელება.

იაპონიის ფონდი არის ისეთი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანალოგი როგორიციაა ბრიტანული სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი დ ა.შ..

ინსტიტუტი დაარსდა 1972 წელს, ხოლო 2003 წლის 1 ოქტომბერს კი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარდა იგი და ამით იაპონიის საგარეო კულტურულ პოლიტიკას დაუკავშირდა.

იაპონური კულტურის გავრცელების მიზნით ამ ინტიტუტის ხელშეწყობით სხვადასხვა ქვეყნებში იხსნება იაპონური ენისა და კულტურის გამავრცელებელი ახალი კულტურული ცენტრები, ტარდება ღონისძიებები, ეწყობა იაპონური ენის შემსწავლელი კურსები, მიმდინარეობს სტუდენტთა გაცვლა.

იაპონიის ფონდი ატარებს ჯეი-ელ-ფი-თი-ს სახელით ცნობილ და საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გამოცდას.

იაპონიის ფონდს 21 ფილიალი აქვს გახსნილი მსოფლიოს 19 სახელმწიფოში. მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში. ქალაქ კიოტოშიც ფუნქციონირებს ინსტიტუტის ბიურო.

იკებანა.


იკებანა (იაპ. 生け花 აგრეთვე いけばな, სიტყვა სიტყვით ცოცხალი ყვავილი), იკებანა ყვავილების დაწყობის იაპონური ხელოვნებაა. იგი ხელოვნების ფორმაა, რომელშიც ბუნება და ადამიანი, მისი ხასიათი ერწყმის ერთმანეთს. იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მცენარეთა სილამაზე მხოლოდ მათ მრავალფეროვან ყვავილებშია, იკებანა ხაზს უსვამს მათ სხვა დეტალებს, როგორიცაა ღერო, ფოთლები და მათი ფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ იკებანა შემოქმედებითი ხასიათისაა, მას გარკვეული წესები აქვს. ძირითადი წესია ის, რომ მისი შემადგენელი ყველა ელემენტი ორგანული უნდა იყოს, იქნება ეს ტოტები, ფოთლები, ბალახი თუ ყვავილები.

ასევე, კომპოზიცია უნდა შეიცავდეს ყვავილების მინიმალურ რაოდენობას ღეროებსა და ფოთლებს შორის. ეს იაპონური ხელოვნების ნიმუშები ეყრდნობა სამკუთხედს, რომელიც 3 ტოტითაა გამოსახული. ითვლება, რომ ისინი გამოსახავენ ზეცას, მიწას და ადამიანს. ხოლო ზოგი თვლის, რომ ისინი მზის, მთვარის, სიყვარულისა და მიწის გამომსახველია. კონტეინერიც ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია კომპოზიციისა და ამიტომ ბევრ სხვადასხვაგვარი სტილის ქოთნებს იყენებენ თავიანთი შემოქმედებისათვის.

იკებანას წარმოშობა.

იკებანას ისტორია დაახლოებით 500 წლის წინ დაიწყო. მისი უძველესი სკოლა იყო იკენობო, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია როკაკუდოს ტაძრის ერთ-ერთ მღვდელთან. იგი ძალიან გაწაფული იყო ყვავილების ხელოვნებაში, და ტბასთან ახლოს ცხოვრობდა (ტბა-იკენობო). როკაკუდოს ტაძარი 587 წელს იქნა აშენებული, პრინც შოტოკუს მიერ. არის თქმულება, რომ პრინცი ეძებდა მასალას შიტენოს ტაძრის ასაშენებლად.

ერთ დღეს იგი საბანაოდ წავიდა და თავისი ბუდისტური ამულეტი ხეზე დაკიდა. როდესაც დაბრუნდა, ვერაფრით შეძლო მისი ჩამოხსნა. იმავე ღამეს, პრინცსს ბუდა დაესიზმრა, რომელმაც სწორედ იმ კედართან მიუთითა ტაძრის აშენება.

ევოლუცია.

მე-15 საუკუნის დასაწყისში იკებანა იმდენად გავრცელდა, რომ ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ხალხისთვისაც. თავიდან იგი ძალიან მარტივი იყო და მხოლოდ რამოედინემე ყვავილს და მარადმწვანე ტოტს შეიცავდა. მის პირველ ფორმას Kuge ეწოდება. დროთა განმავლობაში იკებანა განვითარდა. იგი გახდა ერთერთი უმთავრესი ნაწილი ფესტივალებში და გამოფენები რეგულარულად ტარდებოდა.

მანგა.



მანგა (იაპ. 漫画, manga) - კომიქსის იაპონური შესატყვისია. ხანდახან მას კომიკუ_საც ეძახიან (コミック).

სიტყვა „მანგა", როგორც მისი დასავლური შესატყვისი „კომიქსი", გულისხმობს არა მარტო კარიკატურას, არამედ მულტფილმსაც. მულტფილმების მანგასაგან განსხვავებისთვის ყველა იყენებს ტერმინს — ანიმე.

ნოო.


ნოოს თეატრის წარმოდგენა იცუკუსიმას ტაძარში.

ნოო, ნო, ნოგაკუ, იაპონური ნოო სიტყვა სიტყვით ნიშნავს ოსტატობას . ტრადიციული თეატრის ერთ-ერთი ჟანრი. თავდაპირველად იაპონური ხალხური თეატრის სახეობა, შემდგომ — პროფესიული თეატრი.

XIV-XV საუკუნეებში გადაიქცა ფეოდალური და სამხედრო არისტოკრატიის თეატრად. ნოოს სპექტაკლი შეიცავს მუსიკას, ცეკვას, დრამას. მოქმედება სრულდება ფლეიტისა და სხვადასხვა ფორმის დოლისაგან შემდგარი ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდის თანხლებით (გუნდი აქტიურად ებმება მოქმედებაში).

სპექტაკლები იმართება სამი მხრიდან ღია კვადრატულ მოედანზე, რომლის სახურავი 4 სვეტს ეყრდობა, სპექტაკლი მიმდინარეობს ფარდისა და დეკორაციის გარეშე, ერთადერთ უკანა უცვლელი დეკორაციის ფონზე, რომელზედაც გამოსახულია მწვანე ფიჭვი ოქროსფერ მინდორზე.

გუნდი და ორკესტრი სცენაზეა განლაგებული. ნოოს პიესებს საფუძვლად უდევს იაპონური კლასიკური ლიტერატურიდან, ისტორიული ქრონიკებიდან და ბუდისტური ლეგენდებიდან აღებული სიუჟეტები. მათში ბევრია მონოლოგი, მოგონება. მოქმედება მდორედ ვითარდება, კონფლიქტი თითქმის არ არის. პირი ყოველთვის ორია — სიტე (სინამდვილე) და ვაკი (პარტნიორი). სიტე და მისი თანმხლებნი ნიღბებში გამოდიან, ვაკი — უნიღბოდ.

ყველა როლს მამაკაცები ასრულებენ. წარმოდგენა შედგება 5 სხვადასხვა ხასიათის პიესისაგან, რომელთა შორის ძირითადი პიესის ელეგანტურობისა და სინატიფის გამოსაკვეთად ინტერმედიის სახით ჩართულია პატარ-პატარა ხალხური ტლანქი კომედიები.

გრიმი, მიმიკა ნოოს თეატრში არ არის. მსახიობებს გაქვავებული სახე აქვთ, კონკრეტულობას მოკლებული კოსტიუმები ლამაზ კოლორიტს ქმნის. თეატრის ფუძემდებლებია კანიამები — კანძე კიიოცუგუ (XVI საუკუნის შუა წლები) და მისი შვილი ძეამო კანძე მოტოკიიო (XIV-XV სს. ისინი იყვნენ არა მარტო მსახიობები, არამედ ცეკვების, პიესებისა და მუსიკის ავტორებიც. სპექტაკლები იმართებოდა მაყურებელთა ვიწრო წრისათვის. თეატრი არსებობს ამ ჟანრის მოყვარულთა გაერთიანების ხარჯზე.

ორიგამი.


ორიგამი არის ტრადიციული, იაპონური ხელოვნება, ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების, ან სხვა საგნების გაკეთების. ამ ხელოვნების მიზანი არის რომ შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, უმჯობესად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით.

ორიგამიში გამოიყენება ცოტა ნაკეცი, მაგრამ შეიძლება მათი გაერთიანება ბევრი გზით, რათა მიიღო ქაღალდის ჩახლართული დიზაინი. მისი ყველაზე ცნობილი ფორმა არის იაპონური "რუხი წეროს" ფორმა. ჩვეულებრივად, ეს დიზანი იწყება ოთხკუთხედი ფურცლით, რომლის გვერდები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ან ამონაბეჭდის.

ყველაზე პოპულარული ნდობის მიუხედავად, ტრადიციული ორიგამი, რომელიც ხორციელდება ედო (1603-1867) ეპოქიდან, ზოგჯერ ნაკლებად მკაცრი იყო ამ კონვენციების მიმართ და ზოგჯერ, დიზაინის შექმნის დროს, ფურცელს ჭრიდნენ.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1886 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები