შაბათი, 20.04.2024, 08:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ინდური კულტურა.
21:07
ინდური კულტურა.

იანტრა.

იანტრა (სანსკ. यन्त्र yantra ”დაყრდნობა”) - ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება.
ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როცა ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან.
იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.

ბჰაგავადგიტა.


ბჰაგავადგიტას ილუსტრაცია: კრიშნა და არჯუნა

ბჰაგავადგიტა (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā ”ღვთის ნამღერი”, ასევე ცნობილია როგორც გიტა) - ინდუიზმის მთავარი ლიტერატურული ძეგლი, ძველინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი.

კურუკშეტრას დიდი ბრძოლის დაწყებამდე პანდავათა დინასტიის პრინცი არჯუნა სთხოვს თავის მეგობარს და დამრიგებელს კრიშნას, გაარკვიოს ამ ძმათშორის ომის გარდაუვლობასა და საბოლოო შედეგებში. მას არ სურს ბრძოლა თავის ნათესავ კურუს დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ეჭვობს ამ ბრძოლის სამართლიანობაში და შიშობს მორალის და რწმენის დაკარგვას.

უშუალოდ ბრძოლის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების დაწყებამდე კრიშნა დიალოგის ფორმაში უხსნის არჯუნას ბოროტების განადგურების და სამართლის მხარეზე მყოფ მებრძოლთა მოვალეობის მოხდის ღვთაებრივ მისიას, უყვება მსოფლიოს შექმნის და განვითარების ისტორიას, აჩვენებს თავის კოსმოსურ ფორმას, ასწავლის სულის უკვდავების ფენომენს და მიზეზ-შედეგობრივ კანონს (კარმა), რითაც საბოლოოდ არჯუნას არწმუნებს და საბრძოლველად ითანხმებს.


მუდრა-მისალმების მუდრა ”ნამასტე”.


მუდრა (სანსკ. मुद्रा mudrā ”ბედნიერების მომტანი”) — ხელის სიმბოლური ჟესტი ან სხეულის პოზიცია ინდუიზმში, ტანტრიზმში, იოგასა და ბუდიზმში, რომელიც შესაბამისად რელიგიური, რიტუალური, ტრადიციული და სხვა მნიშვნელობის გამომხატველია.

არსებობს უამრავი მუდრა, რომელთა მნიშვნელობა უბრალო მისალმების (ნამასტე-მუდრა) ჟესტიდან დაწყებული ინდოეთის კლასიკური ცეკვის ბჰარატნატიამისა და იოგას ასობით პოზიციაზეა გავრცობილი.

ვარნას ოთხი საფეხური.

ბრაჰმანი (ვარნა).


ბრაჰმანი ატარებს რიტუალურ ღვთისმსახურებას.


ბრაჰმანი (სანსკ. ब्रह्मन् brahman ”ზრდა და ფიქრი”) — ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების - ვარნის წარმომადგენელი, ქურუმი, ინტელექტუალი.

ბრაჰმანის უმთავრესი მოვალეობაა, შეისწავლოს ვედები და ბრაჰმანის ჭეშმარიტებას დაეუფლოს, ამიტომ სიტყვა ბრაჰმანი ”სწავლულის” მნიშვნელობითაც იხმარება.

თანამედროვე ინდოეთში ბრაჰმანები თითქმის ყველა პროფესიას მიჰყვებიან, მაგრამ მათი უმეტესობა მასწავლებელი, მუსიკოსი და სხვა დაწინაურებული პიროვნებაა.

ვარნა (ინდუიზმი).


ვარნა (სანსკ. वर्ण varṇa "ფერი") - ცნება ინდუიზმში, საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტა. უძველესი დროიდან მოყოლებული, დღესაც ინდოეთის ინდუისტური მოსახლეობა ოთხ მთავარ ფენად ანუ ვარნად იყოფა:
3 მაღალი წოდების ვარნა -
ბრაჰმანები - ძველად ქურუმთა, დღევანდელ დროში - ინტელექტუალთა ფენა (მათი ფერი ანუ ვარნა თეთრია, გუნა - სატტვა)
კშატრიები - ძველად მეომართა, დღესდღეობით - ჩინოვნიკების ფენა (ფერი: წითელი, გუნა: რაჯასი)
ვაიშიები - ძველადაც და ახლაც - ვაჭართა, ბიზნესმენთა ფენა (ფერი: ყვითელი, გუნა: რაჯასი)
1 დაბალი წოდების ვარნა -
შუდრები - ძველადაც და ახლაც - მუშათა კლასი (ფერი: შავი, გუნა: ტამასი).

მთავარი ოთხი ვარნა შედგება ურიცხვი ქვე-ვარნისგან, რომელთა ზუსტი რიცხვი უცნობია: პრინციპში ყოველ დასახლებულ პუნქტში შესაძლოა რეგიონალური რომელიმე ახალი ქვე-ვარნის პოვნა.


ვარნებს არ მიეკუთვნებიან ე.წ. პარიები, ანუ ”მიუკარებლები”, სამივე მაღალი და ერთი დაბალი წოდების წარმომადგენელთათვის მათთან ყოველგვარი კონტაქტი საზოგადოებრივი ტაბუა. პარიებთან უნებლიე კონტაქტის შემდეგ მორწმუნე ინდუისტმა განგის ”წმინდა” წყალში უნდა განიბანოს.

ინდოეთის მუსლიმი, ქრისტიანი, სიქი, ჯაინი და ბუდისტი მოსახლეობა ადამიანის ღირსების ამ შეურაცხმყოფელი შოვინისტური ინდუისტური გადმონაშთისგან თავს შორს იჭერს.

ადამიანთა ვარნებად დაყოფისა და ”მიუკარებელთა” დისკრიმინაციის მაჰატმა განდის მიერ შთაგონებული ოფიციალური აკრძალვა დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება.

რაჯასი.


რაჯასი (სანსკ. रजस् rajas "ვნება") - ცნება ინდუიზმში, ერთ-ერთი გუნა, ენერგიისა და ვნების ბუნება.
რაჯასი ამოძრავებს მაღალი ვარნის წარმომადგენლებს - კშატრიებს (მეომრებს). საერთო გაგებით რაჯასი არსებათა სექსუალური ენერგიის, ვნების, აქტიური მოქმედების წყაროს წარმოადგენს.


 


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1882 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები