ხუთშაბათი, 25.04.2024, 05:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ინდური ლიტერატურა.
21:15
ინდური ლიტერატურა.

ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა") — უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (საგალობელთა ცოდნა), იაჯურვედა, სამავედა, ათარვავედა მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა, სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.

ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია", „ინდუიზმის ბიბლია". ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე" და „ღვთის გარეგანი" უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითიური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივებია.

ათარვავედა.

ათარვავედა (სანსკრ. अथर्ववेद, "მისნობათა ცოდნა") — მედიცინის ისტორიული თავალსაზრისით საყურადღებო შრომა, IV ვედა, ჯადოსნური ფორმულების კრებული (ხალხური წიგნი, გადამუშავებული ქურუმთა მიერ), რიგვედაზე ძველი.


ბრიჰადეშვარას ტაძარი.


ბრიჰადეშვარას ტაძარი, ასევე ბრიჰადეესვარარის ტაძარი (ტამილური: பிருஹதீஸ்வரர் கோவில்) — X საუკუნის ინდუისტური ტაძარი თანჯავურთან, ტამილნადუს შტატში, ინდოეთი; დრავიდული სტილის ტაძრების არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში; იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ცენტრალური ტაძარი პერია კოვილი (დიდი ტაძარი) გალავნის შეგნით დგას, ამ უკანასკნელის კედლები მოგვიანებით, XVI საუკუნეში დაამატეს. სახელი მომდინარეობს ძველი "პერია აავუდაიარ კოვილ"-ისგან, რაც მეუფე შივას დიდ ტაძარს ნიშნავს ადგილობრივ დიალექტზე. ტაძრის ვიმანა (მთავარი კოშკი) 70 მ-ია სიმაღლეში და ინდუისტურ ტაძრებში ყველაზე მაღალია. კოშკი იმგვარად არის ნაგები, რომ მისგან ჩრდილი არასდროს დაეცეს მიწას შუადღეს წლის ნებისმიერ დროს.


კანდარია მაჰადევა.


ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადი.


კანდარია მაჰადევა უდიდესი, ყველაზე ორნამენტული და კარგად შემონახული შუასაუკუნეების ჰინდუს ტაძარია ხაჯურაჰოში მადჰია-პრადეშში, ინდოეთი. ხაჯურო ერთ დროს ჩანდელა რაჯპუცის რელიგიური დედაქალაქი იყო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ინდოეთში.

კანდარია მაჰადევას ტაძარი აგებული უნდა იყოს ვიდიადხარას მიერ, რომელიც გადმოცემით ჩანდელას უდიდესი მეფე ყოფილა. ტაძარი დაახ. 1050 წელს აიგო; შიხარა ანუ მთავარი ქიმი 31 მ სიმაღლისაა და შივას წმინდა მთა მერუს განასახიერებს; მის ირგვლივ კი 84 მინიატურული გუმბათია. საკურთხეველზე ტაძრის შიგნით მარმარილოს ლინგამია (ფალოსი), რომელიც შივას განასახიერებს. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2224 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები