სამშაბათი, 23.04.2024, 23:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » U2-ს სოლისტს ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს.
22:42
U2-ს სოლისტს ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს.

ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბონომ, მსოფლიო ტურნესთვის საგასტროლო სამზადისის დროს მიღებული ტრავმის გამო ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.

50 წლის მუსიკოსს ოპერაცია მიუნხენის ნეიროქირურგიულ კლინიკაში ჩაუტარეს, სადაც ის კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. მომღერლის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ ბონო ირლანდიაში საკუთარ სახლში დაბრუნდება, სადაც სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს დაასრულებს.

აშშ-ში U2-ს საგასტროლო ტურნე, რომელიც 3 ივნისს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.

გასტროლების განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ჯგუფის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს მუსიკოსის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული, - იუწყება BBC.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1096 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები