შაბათი, 20.04.2024, 03:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » გამომძიებლებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს.
22:48
გამომძიებლებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს.

რუსმა და პოლონელმა გამომძიებლებმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს, - ამის შესახებ სააგენტო `უნიანი~ რუსეთის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.


საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შემთხვევის ადგილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.

პროცედურაში პოლონეთის მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილე, პოლიციის წარმომადგენლები და რუსეთში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლებმა ადამიანთა სხეულის ნაწილები, თვითმფრინავის ნამსხვრევები, დაღუპულთა კუთვნილი ნივთები და საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საგნები ვერ აღმოაჩინეს.


პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. პოლონეთის პოლიტიკური ელიტა კატინის ტრაგედიის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1058 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები