ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ჟოზე მოურინიო: “ჩემს გეგმაში რომელიმე ესპანური გრანდის დამრიგებლობა შედის”.
23:17
ჟოზე მოურინიო: “ჩემს გეგმაში რომელიმე ესპანური გრანდის დამრიგებლობა შედის”.

მადრიდის "რეალის” გულშემატკივრები ბოლოხანს აქტიურად განიხილავენ მათი საყვარელი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მისვლის პერსპექტივას.

ამის თაობაზე, ესპანელი ჟურნალისტებიც ამახვილებენ ყურადღებას, გაზეთმა "ასმა” კი პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის” დამრიგებლად უკვე "დანიშნა”.

ამას წინათ, ჟოზე მოურინიო ლონდონს სტუმრობდა, სადაც მას მასმედიელები შეხვდნენ და მინი-ინტერვიუც ჩამოართვეს.


- სეუ ჟოზე, დახედეთ "ასის” ამ ნომრის პირველ გვერდს. პოპულარულ გამოცემას თუ ვერწმუნებით, მომავალი სეზონიდან "რეალს” ჩაუდგებით სათავეში. 22 მაისს ფინალს "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩაატარებთ და მადრიდში დარჩებით?
- ჯერჯერობით, 2 ამოცანა მაქვს გადასაჭრელი. იტალიის სერია A-ში "სიენა” უნდა დავამარცხოთ და სკუდეტო გავინაღდოთ, შემდეგ კი, "ბაიერნთან” ფინალი გველის. ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ მოვახერხებ ჩემპიონთა ლიგის თასის თავსზემოთ აწევას, მომავალზე კი, მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები.

ჩემს პირად აგენტ ჟორჟე მენდეშს დავუკავშირდი და ვუთხარი, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ 23 მაისამდე რომ არ მცალია.

- "რეალის” გაწვრთნა თუ შედის თქვენს გეგმაში?
- ფეხბურთში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, თუმცა გასაკეთებელიც ბევრია. ამბიციურმა მწვრთნელმა საკუთარი ძალა და შესაძლებლობები პრიმერა დივიზიონშიც უნდა მოსინჯოს. ამიტომაც, ჩემს გეგმაში, რომელიმე ესპანური გრანდის დამრიგებლობა შედის. ასევე მსურს სათავეში ჩავუდგე პორტუგალიის ნაკრებს, თუმცა, ეს მოგვიანებით, 10-15 წლის შემდეგ მოხდება.

- ესპანურ პრესაში, "ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებული 2 მატჩის სტილი დაგიწუნეს. ამან, ხომ არ გაგაღიზიანათ?
- ფინალში გასვლისთვის უფრო მეტად შემაქეს, ვიდრე გამაკრიტიკეს. "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, "ბარსელონას” ძლევა მოახერხა და უამრავი მილოცვა მივიღე. მათ შორის, მადრიდიდანაც. ცხადია, "ნერაძურის” წარმატება ყველას არ გაუხარდა. ამაში გასაკვირი არაფერია.

- კრიშტიანუ რონალდუს გაწვრთნის სურვილი არ გაქვთ?
- უკვე გითხარით, რომ ათიოდე წლის შემდეგ სათავეში პორტუგალიის ნაკრებს რომ ჩავუდგები. თუკი, იმ დროისთვის კრიშტიანუს საფეხბურთო კარიერა დასრულებული არ ექნება, ერთად მუშაობა მოგვიწევს (იცინის). პირობას გაძლევთ, მას ნაკრებში აუცილებლად გამოვიძახებ.

- 2009 წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი ვისენტე დელ ბოსკეს გადასცეს. იმსახურებს ესოდენ დიდ აღიარებას "ფურია როხას” წინამძღოლი?
- იმსახურებს. დონ ვისენტე ნამდვილი მაესტროა. მას მისაბაძ მწვრთნელად და სპეციალისტად ვთვლი. დელ ბოსკეს საკლუბო წარმატებები ყველასთვის ცნობილია, ასევე მაღალ დონეზე დაიწყო მან სანაკრებო კარიერაც, რასაც "სელექსიონის” ბოლოდროინდელი შედეგები ადასტურებენ. დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით, 2008 წლიდან მოყოლებული, ესპანეთის ნაკრებმა ერთადერთი შეხვედრა წააგო. ფანტასტიკური მიღწევაა.

- საუბრის ბოლოს, კვლავ თქვენს სარეალო პერსპექტივას დავუბრუნდეთ. "სამეფო კლუბის” წარმომადგენლებს, არ შეხვედრიხართ?
- პირადად მე, არა. ჯერჯერობით, მხოლოდ "ინტერის” ოფიციალურ წარმომადგენლებთან მაქვს კონტაქტი. ვნახოთ, რა მოხდება 23 მაისის შემდეგ, მანამდე კი, მენდეშს დაუკავშირდით, თუმცა, ვეჭვობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მას რაიმე დასტყუოთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1034 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები