ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ქეცბაიამ ნაკრები კობიაშვილის, შაშიაშვილისა და ამისულაშვილის გარეშე ავარჯიშა.
23:21
ქეცბაიამ ნაკრები კობიაშვილის, შაშიაშვილისა და ამისულაშვილის გარეშე ავარჯიშა.

ავსტრიის ქალაქ კარპუნში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც 25 მაისს ლინცში კამერუნის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, 18 მაისს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის თქმით, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან, წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან კობიაშვილს, გიორგი შაშიაშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს. პირველი ორი გუნდს საღამოს შეუერთდა, ხოლო ამისულაშვილს ტემპერატურამ აუწია და ამიტომ, სასტუმროში დატოვეს.

მომდევნო დღეებში, ნაკრებს ორჯერადი ვარჯიშები ექნება, ხოლო თამაშის წინა დღეს, წვრთნას მომავალი დაპირისპირების არენაზე, ლინცში ჩაატარებს. ქეცბაიას, საწვრთნელი პროცესის წარმართვაში, თანაშემწე სოსო ჭედია, მეკარების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე და ფიზ-მომზადების სპეციალისტი მიხალის მიხალისი ეხმარებიან.


კამერუნთან თამაშისთვის, ეროვნული გუნდის თავკაცის ხელმძღვანელობით შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), მაქსიმე ქვილითაია ("ლოკომოტივი").
მცველები: მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("სპარტაკ-ნალჩიკი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), გიორგი შაშიაშვილი ("ერგოტელისი", საბერძნეთი), ილია კანდელაკი ("შტურმი", ავსტრია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა).

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი ("ჰაპოელი", ისრაელი), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია).
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაქაბი", ისრაელი), რევაზ ბარაბაძე ("ანჟი", რუსეთი), ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი (ორივე "ზესტაფონი’).

ქეცბაიას მიერ თავდაპირველად გუნდში გამოძახებული ფეხბურთელებიდან შეკრებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო -კახა კალაძე ("მილანმა"), დავით კვირკველია ("ანჟი", რუსეთი), დავით სირაძე, გოგიტა გოგუა (ორივე "სპარტაკ-ნალჩიკი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("რუბინი", რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ლომაია ("ინტერი", აზერბაიჯანი) და დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია) ვერ ჩამოვიდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1093 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები