პარასკევი, 19.04.2024, 07:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » მოსკოვი ნატო-ს სტრატეგიას აკრიტიკებს.
23:30
მოსკოვი ნატო-ს სტრატეგიას აკრიტიკებს.

რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი „ორაზროვანია" და სარაკეტო ფარის ერთობლივად შექმნის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას არ ამჟღავნებს

„ნატო-მ თავის სტრატეგიულ კონცეფციაში ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთს მტრად აღარ განიხილავს, ასევე თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი აქციისგან, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული" - ხაზგასმით აღნიშნა Fინანციალ თიმეს Dეუტსცჰლანდ-თან ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუმდივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა.

მისი აზრით, იმ ექსპერტთა ჯგუფის კონცეფცია, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს, იმას მოწმობს რომ რუსეთთან დაკავშირებით ალიანსის წევრებში „ერთიანი აზრი" არ არსებობს.

„ნატო ახალგაზრდა კაცს ჰგავს, რომელიც მეგობარ ქალს ეუბნება: „გამომყვები ცოლად?", შემდეგ კი დასძენს – „თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ მიყვარხარ" – ასეთი ირონიით საუბრობს როგოზინი ნატო-ს პროექტის შესახებ.

კერძოდ, ახალ კონცეფციაში ნათქვამია – „მართალია ალიანსი რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს და თავადაც არ განიხილავს რუსეთს სამხედრო საფრთხედ, თუმცა ორივე მხარეს მეორის განზრახვებთან და პოლიტიკურ ხაზთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია". 

შემდეგ ავტორები ალიანსისგან მოითხოვენ რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, აშშ-ს ეგიდით ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის სფეროში.

როგოზინის აზრით, დასავლეთის წინადადება ერთობლივ ანტი-სარაკეტო ფართან დაკავშირებით „ძალიან ბუნდოვანია": „აშშ უარს ამბობს ჩვენთვის კონკრეტული წინადადებების შემოთავაზებაზე. ჯერ-ჯერობით ჩვენს მონაწილეობაზე საუბარიც კი არ არის". მისი აზრით, ნატო-ს ევროპელი წევრები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამგვარი ფარის შექმნაში მონაწილეობას დასთანხმდებიან.

როგოზინს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს არ არსებობს „არანაირი რეალური საფრთხე" იმისა, რომ ახლო-აღმოსავლეთის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმა მოსალოდნელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ რეგიონში რომელიმე სახელმწიფო ბირთვულ ქობინებს შეიძენს და ერთ-ერთ მეზობელზე თავდასხმის ნაცვლად, მართლაც მოისურვებს ევროპისთვის დარტყმის მიყენებას, ამ ბომბის შესაბამის ქვეყნამდე მიტანის ბევრი სხვა საშუალებაც არსებობს – მიაჩნია როგოზინს.

„შესაძლოა, ანტი-სარაკეტო თავდაცვის შექმნა მხოლოდ აშშ-ს სამხედრო-საწარმოო კომპლექსის პროექტია, რომლის მიზანიც გერმანიასა და ნატო-ს სხვა წევრებზე ფულის გაკეთებაა" – ამბობს 46 წლის რუსი დიპლომატი, „ამერიკელები ამ პროექტზე სამუშაოდ ევროპელ მეცნიერებს არ იწვევენ, ისინი არ აპირებენ ევროპელებისთვის კონტროლის გადაცემას და ღილაკზე ხელის დაჭერის უფლებას თავად იტოვებენ.

საკუთარი სისტემის შესაქმნელად სხვებისგან მათ მხოლოდ ფული და ტერიტორიები უნდათ". მისი აზრით, რუსეთი მსგავს წინადადებას არ დასთანხმდება. 

როგოზინი ევროპიდან რუსული და ამერიკული ბირთვული იარაღის პარალელურ გატანას გამორიცხავს. „თავდაპირველად ამერიკელებმა სახლში უნდა წაიღონ ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს ჩვენი არსენალის შემცირებაზე". რუსეთს საკუთარი ტერიტორიის მიღმა ბირთვული იარაღი აღარ აქვს.

ექსპერტების მონაცემებით, აშშ-ს ევროპაში 200-დან 300-მდე ბირთვული მუხტი აქვს და მათგან დაახლოებით 20 გერმანიაშია განთავსებული.

ურალისგან დასავლეთით არსებული რუსული არსენალი, როგორც სჩანს ათჯერ მეტია. როგოზინი ითხოვს, რომ ნატო-მ გაფართოვებაზე უარი სთქვას და თავად ალიანსის არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მას მიაჩნია, რომ ალიანსი საბჭოთა კავშირთან ბრძოლის მთავარი ძალა გახლდათ. „და რა მოხდებოდა დღეს, ის რომ არ არსებობდეს? რომელიმე ბოროტი სახელმწიფო ევროპას თავს დაესხმებოდა? მსგავსი არაფერი არ მოხდებოდა და როგორც სჩანს ევროკავშირი ან აშშ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესძლებდნენ".

ამიტომ როგოზინის აზრით, აღარ არსებობს ნატო-ს არსებობის აუცილებლობა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1043 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები