პარასკევი, 19.04.2024, 18:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ინდოეთში ავიაკატასტროფას 160 ადამიანი ემსხვერპლა.
23:32
ინდოეთში ავიაკატასტროფას 160 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთის ქალაქ მანგალორაში "Air India"-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 160 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, "როიტერი" ავრცელებს ცნობას ექვსი ადამიანის გადარჩენის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ტელეკომპანიები აჩვენებენ კადრებს, სადაც მეხანძრეები ალმოდებული თვითმფრინავის ჩაქრობას ცდილობენ. კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავს მაშველს ბავშვი კატასტროფის ადგილიდან.
"ბოინგ 737" რეისს დუბაიდან ასრულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბორტზე 163 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, ავარია მიწაზე დაშვებამდე მოხდა, თუ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მანგალორას პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი თითქმის მთლიანად დაიწვა.

მანგალორას აეორპორტი მთის წვერზეა განთავსებული და ექპერტების განცხადებით, ის არ არის იოლი ადგილი თვითმფრინავის დასაჯდომად.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1019 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები