ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » Microsoft ზაფხულში Hotmail-ის ახალ ვერსიას გამოუშვებს.
00:04
Microsoft ზაფხულში Hotmail-ის ახალ ვერსიას გამოუშვებს.

Hotmail-ის ახალი ვერსია - ელექტრონული ფოსტის ახალი ვებ-დანამატი საქმიანი ადამიანებისთვის, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, 2010 წლის ზაფხულში გამოვა, იუწყება Infox.ru. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ივლისში ან აგვისტოში მომხმარებელს Hotmail-ის კიდევ სხვა სიახლეები ელის.

კომპანიის ინჟინრის თქმით, ახალი ფუნქციების უმრავლესობა იმ მიზნით დააპროექტეს, რომ ხალხმა ელექტრონული ფოსტა იოლად მოიხმაროს. გარდა ამისა, ელექტრონულ ფოსტაზე ნებისმიერი ფაილის მიმაგრება მარტივი იქნება და ნაკლები დრო დასჭირდება.

განსაკუთრებული ყურადღება Microsoft-მა დოკუმენტებთან მუშაობას დაუთმო. Hotmail-ის ახალი მომხმარებლები Word-ის ტექსტური ფაილების და Excel-ის ცხრილების შესწორებას შეძლებენ.

გაფართოებული Silverlight-ის საშუალებით, მომხმარებლები PowerPoint-ის ინტერაქტიულ პრეზენტაციებს მოაწყობენ. Microsoft-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ Google Documents და Gmail-ს აქტიურ კონკურენციას გაუწევენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1012 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები