პარასკევი, 19.04.2024, 20:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » რომის გამოფენაზე მიქელანჯელოს უცნობი ნამუშევარი გამოიტანეს
00:12
რომის გამოფენაზე მიქელანჯელოს უცნობი ნამუშევარი გამოიტანეს

რომში გამართულ გამოფენაზე საზოგადოებას მიქელანჯელოს უცნობი ნამუშევარი წარუდგინეს, - იტყობინება ANSA. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ქარიშხლის ღმერთის ეოლის გამომსახველი ბარელიეფი წინათ აღორძინების პერიოდის მოღვაწის ნამუშევრად მიიჩვეოდა, მისი ავტორის ვინაობა არც ისე დიდი ხნის წინ დადგინდა.

კვლევას ხელოვნებათმცოდნე სტეფანო პანეკუჩია აწარმოებდა. ის რომთან ახლოს ქალაქ კაპრანიკა-პრენესტინაში მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის არქივებში მუშაობდა. ბარელიეფი სწორედ ამ ტაძრის არქივებში ინახებოდა.

პანეკუჩიამ დეტალურად შეისწავლა გამოჩენილი სასულიერო პირების ვიზიტების ამსახველი XIV საუკუნის ხელნაწერები. ყოველ ამგვარ პროტოკოლს თან ახლდა საეკლესიო ქონების დეტალური აღწერა. ხელოვნებათმცოდნემ აღმოაჩინა, რომ ბარელიეფი თავიდანვე მოხსენიებული იყო, როგორც მიქელანჯელოს ნამუშევარი.

ნამუშევარი 1520 წელს ტაძარში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს შეიქმნა. როგორც მკვლევარმა დაადგინა, მიქელანჯელო ნამდვილად მონაწილეობდა ამ სარესტავრაციო სამუშაოებში.

გამოფენა რომში 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1070 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები