შაბათი, 20.04.2024, 02:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ტაო-კლარჯეთში სამარხებს ძარცვავენ.
00:15
ტაო-კლარჯეთში სამარხებს ძარცვავენ.

ახლახან გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში მორიგი ექსპედიცია მოაწყო. მათი თქმით, ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გაურკვეველმა ჯგუფებმა დამოუკიდებელად დაიწყეს გათხრები, რაც საფრთხეს უქმნის ტაძარს. 

სპეციალისტთა ვარაუდით, განძის მაძიებლებმა, სამარხში ოქროს პოვნის იმედით, რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმო გათხარეს და ამ დაუდევრობას სამარხების დაზიანება მოჰყვა - მიწის ზედაპირზე ადამიანების ძვლებია დაყრილი... გვესაუბრება ექსპედიციის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

- ჩვენთვის უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა ბანაში განძი და გაიძარცვა თუ არა სამარხები, მაგრამ ტაძრის ისედაც დანგრეული კედელი გათხრების გამო შესაძლოა ჩამოიშალოს და განადგურდეს.

- ვის უნდა ჩაედინა ეს ვანდალური აქტი?
- შესაძლოა, ტერიტორია სომხებს ან ადგილობრივ მოსახლეობას გაეთხარა.

- ბანას ტაძარს თურქეთის კულტურის სამინისტრო არ იცავს?
- ბანას ტაძარი არ არის შეტანილი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცული ობიექტების ნუსხაში და, სამწუხაროდ, არც ტურისტულ მარშრუტში.

თუმცა მომხდარი ვანდალური ფაქტის გამოძიებით ადგილობრივი მოსახლეობაც არის დაინტერესებული. ბანა სამეფო საძვალეც იყო.

Uუკანასკნელად იქ დაუკრძალავთ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე. ბანას ეპარქია შედიოდა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. მისი მღვდელმსახურები ატარებდნენ ბანელის ან ბანაელის წოდებას.

განძის მაძიებლებს რამდენიმე ორმო ტაძრის კედლებიდან ჩამოშლილი ქვებით ამოუვსიათ, ზოგიერთი ადგილი კი ნახევრად არის გადათხრილი. ალბათ, ოქროს მოყვარულები დაბრუნებას და გათხრების განახლებას გეგმავენ, რაც გაანადგურებს ბანას ტაძარს. ამიტომ აუცილებელია, ქართველებმა მომხდარზე ხმა ავიმაღლოთ.

ცნობისათვის

ბანას ტაძარი VII საუკუნის შუა წლებში ააშენეს. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს - ადარნასე II-ს კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1036 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები