შაბათი, 20.04.2024, 10:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ფონდი ”იავნანა” გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
00:22
ფონდი ”იავნანა” გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას გამართავს.

ფონდი ”იავნანა” ხვალ გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

 
როგორც ”ინტერპერესნიუსს” ”ფონდიდან აცნობეს, საღამო ყველაზე მეტად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გააერთიანებს, რადგან სცენა მათ საყვარელ შემსრულებლებს – ~მგზავრებს~, ~ფრანს~, ნიაზ დიასამიძეს, სალომე კორკოტაშვილს, ~ნიკოლშოუს~ და სუხიშვილების `ასსა ფართის” დაეთმობა.


2008 წლის სექტემბერში `იავნანამ” სპორტის სასახლეში აგვისტოს ომის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის მიძღვნილ აქციაზე 11 ათასი ადამიანი შეკრიბა და ომში დაღუპულთა პატივსაცემად ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის ~რექვიემი~ შესრულდა.


~ვფიქრობთ, 24 მაისის აქციაც ძალზე შთამბეჭდავი გამოვა. მაყურებელს ~ყველაზე მაგარი საღამო” ელის. ფონდის დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ ეს დღე ჯინსების დღედ გამოაცხადა, პაატა ბურჭულაძე თავადაც მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. ეს აქცია კიდევ იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიკეთის გამო გაერთიანებული ახალგაზდების დასალოცად, 24 მაისს სპორტის სასახლეში, კონცერტის მსვლელობისას მობრძანდება და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნობს საზოგადოებას~, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს” "იავნანას” დირექტორმა თეონა ჯორბენაძემ.

 
მისივე თქმით, ბილეთის ფასი 5-დან 20 ლარამდეა. ფონდმა `იავნანამ” უკვე 54 მრავალშვილიანი ოჯახი დააბინავა.

ამ აქციების წყალობით 700-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს საკუთარ მშობლებთან ერთად. ~იავნანამ” მრავალ წარჩინებულ სტუდენტს გაუწოდა დახმარების ხელი, ერთ-ერთი მათგანი პიანისტი დათო ალადაშვილი ფონდის თანადგომით მსოფლიოში აღიარებულ ჯულიარდის კონსერვატორიაში სწავლობს და ცოტა ხნის წინ კარნეგი-ჰოლშიც გამართა სოლო-კონცერტი.


~პაატა ბურჭულაძის მოწოდება ~ერთად გადავარჩინოთ მომავალი" უკვე გასცდა მხოლოდ მოწოდების ჩარჩოს და პროექტად იქცა. ~იავნანას” ტელემარათონების დროს მთელი საქართველო ერთიანდება სიკეთისა და ქველმოქმედების გარშემო და თითო ლარით, ანუ თითო ზარით ნომერზე 30-30, ჩვენს თვალწინ სასიკეთოდ იცვლება ათეულობით ბავშვის ცხოვრება~, - განაცხადა ჯორბენაძემ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები