შაბათი, 20.04.2024, 07:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » c~აირზენა~ ხვალ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.
00:27
c~აირზენა~ ხვალ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

ავიაკომპანია ~აირზენა~ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს ხვალ, 14:30 საათზე შეასრულებს.


ავიაკომპანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალვე ~აირზენა~ მოსკოვის დომოდედოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისს 18:00 საათზე შეასრულებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად, ~აირზენა~ მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისები 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და 1-ელ ივლისს შესრულდება.


საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა, 2008 წელს გარკვეული პერიოდით ავიარეისების შესრულება განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.


მიმდინარე წელს შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ~აირზენას~ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერული რეისის განხორციელების უფლება მისცა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1063 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები