შაბათი, 20.04.2024, 01:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » პატრიარქმა სამებაში საზეიმო წირვა ჩაატარა.
00:29
პატრიარქმა სამებაში საზეიმო წირვა ჩაატარა.

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვა ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ ეს დღესასწაული მთელ საქართველოს მიულოცა.


„ეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულიც და მადლი მამისა, ძისა და სულის წმიდისა სუფევდეს თქვენზე, მთელ საქართველოსა და მსოფლიოზე. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს ანგელოსთა გალობით", – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.


პატრიარქის თქმით, დღეს ყველა ადამიანმა გულის კარი უნდა გააღოს, რათა მასში სულიწმიდა შევიდეს. „უფალი ბრძანებს – თქვენ ხართ ტაძარი სულიწმიდისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის ტაძარი", – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღე ასევე ემთხვევა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული. 


„ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, ისმინოს ვედრება ჩვენი და გაამთლიანოს საქართველო! ამ წმიდა ტაძრიდან ვულოცავ დღესასწაულს აფხაზეთსაც, ყველას, ვინც ცხოვრობდა და ცხოვრობს აფხაზეთში. ჩვენ ვართ ძმები და დავრჩებით ძმებად! მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცდილობს ჩვენი ერების გაყოფას. ღვთის ძალი და მადლი არ დაუშვებს ჩვენს გაყოფას", – აღნიშნა უწმინდესმა.


პატრიარქის განცხადებითვე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი უძლურია და ხშირად ეცემა. თუმცა, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაცემულად. „უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს კედელი და ჩიხი.

ყველგან არის გამოსავალი. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანი კარგავს თავის ფასს და უნდა გვახსოვდეს სამი მთავარი სიწმინდე - მამული, ენა, სარწმუნოება და აქედან გამომდინარე – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.

დღეს არის დიდი ზეიმი. ზეიმი ცათა და ქვეყანისა. მადლი სულიწმინდისა შევიდეს თქვენს გულებში, თქვენს სულებში, თქვენს სახლში და ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი საბოლოო და სანუკვარი ადგილი არის სასუფეველი ღვთისა", – ბრძანა უწმინდესმა.


დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შესრულდა სპეციალური მუხლდრეკის ლოცვები, როდესაც, სახარების თანახმად, მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადმოდის. დღესვე პატრიარქმა, ტრადიციის თანახმად, რამდენიმე გვარი და სკოლა დალოცა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 958 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები