პარასკევი, 29.03.2024, 15:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ვირჩევთ მერს - პასუხობს ზვიად ძიძიგური.
00:39
ვირჩევთ მერს - პასუხობს ზვიად ძიძიგური.

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პასუხობს.



მკითხველი: ალექსანდრე

ბატონო ზვიად, მე თქვენ ყოველთვის გცემდით პატივს, მაგრამ ამ ბოლო დროს თქვენი რუსეთისადმი დამოკიდებულება იქნებ აგვიხსნათ, რას მივაწეროთ?


რუსეთთან ასეთი ისტერიკული დამოკიდებულება, როგორიც ხელისუფლებას აქვს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისათვის. ყველა ვამბობთ, ომის გზა არ არსებობს ე.ი. დარჩა დიალოგის გზა. საგარეო პოლიტიკაში არ ხელმძღვანელობენ ცხელი თავით, არამედ ცივი გონებით, მით უმეტეს ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ჩვენი გასაკეთებელია.

მკითხველი: ბესო

ბატონო ზვიად, მართლა გგონიათ, (იმის გათვალისწინებით, თბილისში "ჩასულებს" როგორც "უყურებენ") რომ ქალაქის მერი გახდებით? და კიდე ერთი: იყო თუ არა 2003 წელს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება?


ვისაც ჩემს "ჩასულობასთან” არა აქვს პრობლემა, იმან მომცეს ხმა, გასამარჯვებლად ნამდვილად მეყოფა. ისე ცნობისთვის, პროვინციელობა გეოგრაფიული პრობლემა არაა, ინტელექტუალური პრობლემაა.

ანაბრების თემა ნაციონალებმა ჩააგდეს, ჩვენ "ერონულ საბჭოს” გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც ანაბრების დაბრუნება მოხდება ყოველთვიური კომპენსაციების სახით.


მკითხველი: მანუჩარი

როდესაც ნოღაიდელის გვერდით დადექით, დაუსვით თუ არა საჯაროდ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა ქვეყნისა და მოსახლეობასთან მიმართებაში, მისი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში?

(სხვათა შორის მის საქმიანობაში დანაშაულებრივ ნიშნებზე საუბრობდით, სანამ ის ოპოზიციაში გადმოვიდოდა) იქნებ ეს სხვა ნოღაიდელია? როდესაც მან მოღალატეები უწოდა აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს, ეს თქვენთვის მისაღები იყო? იმ ფონზე, როდესაც თქვენ ასე იცვლით პოზიციებს, ხომ შეიძლება მომავალში ოპოზიციაში გადმოვიდეს უგულავა, გამოდის რომ თქვენ მის გვერდით ისე დადგებით, საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვას მას არ დაუსვამთ? 

მე ყველას ვაკრიტიკებდი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მათ შორის ბურჯანაძესაც და ოქრუაშვილსაც. ოპოზიციონერების კრიტიკისაგან ყოველთვის ვიკავებ თავს, ასე ვთვლი სწორად. თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ეს დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც შევქმნით ხელისუფლების შეცვლასთან ერთად.


მკითხველი: ვალერიანი


ბატონო ზვიად, თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა თბილისის გარნიზონის ყოფილ სამხედრო ტერიტორიებზე არსებულ ოფიცერთა საერთო საცხოვრებლების და სამხედრო ბინების (მათ შორის დახურული სამხედრო ქალაქების) დაქვემდებარებას ქალაქის ბალანსზე? და მიეცამათ თუ არა საშუალება იქ მაცხოვრებელ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს ზემოთ აღნიშნული საცხოვრებლების პრივატიზირება მოახდინონ? დაიცავთ თუ არა იქ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის იძულებითი გამოსახლებისაგან?

ყოფილ სამხედრო ტერიტორიებთან დაკავშირებით საქმის მასალებს უნდა გავეცნო. აუცილებლად დავეხმარები დევნილებსაც და ვეტერანებსაც.


მკითხველი: დათო

ბატონო ზვიად, პატივს გცემთ, როგორც ეროვნულად მოაზროვნე პიროვნებას, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რო თქვენი მხრიდან მერობაზე კენჭისყრა ზედმეტია? არსებობს ოპოზიციის საკმაოდ კარგი კანდიდატი (ალსანიას ვგულისხმობ).

რატომ არ უჭერთ მას მხარს? ნუთუ გჯერათ, რომ გაიმარჯვებთ და დაამარცხებთ სახელისუფლებო კანდიდატს. ორნი რომ ყოფილიყავით დიდი შანსი იქნებოდა მასზე გამარჯვებისა, მაგრამ ახლა როცა არიან სხვა ოპოზიციონერები? თქვენ, როგორც ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს გეკითხებით, ნუთუ ალასანიას (ან სხვა ოპოზიციონერის) მოგებას, უგულავას მოგება გირჩევნიათ? 

ჩვენ ეროვნული საბჭო და ალასანია შევთანხმდით ერთიანი კანდიდატის გამოვლენის წესზე, ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და ეს შეთანხმება დაირღვა, არა ჩვენი მიზეზით. იგივე მდინარეში მეორედ არ შედიან.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1055 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები