ხუთშაბათი, 18.04.2024, 05:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » უნივერსალური ექსპოზიცია (1900).
09:53
უნივერსალური ექსპოზიცია (1900).

1900 წლის უნივერსალური ექსპოზიცია.


1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიცია (Exposition Universelle) — მსოფლიო გამოფენა ჩატარებული პარიზში, საფრანგეთი, გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიღწევების აღსანიშნავად და მომავალი საუკუნის განვითარების დასაჩქარებლად. ექსპოზიცია 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა (იმ დროის მსოფლიო რეკორდ), თუმცა ორგანიზატორებისთვის მომგებიანი არ ყოფილა და საფრანგეთის მთავრობას 2 მილიონი ფრანკი დაუჯდა. ექსპოზიციაზე 76.000 საგამოფენო სტენდი იყო და 1,12 კვ. კმ ფართობი ეჭირა.

ამ ექსპოზიციაზე მოხდა პირველად ხმოვანი კინოსა და ესკალატორის პრეზენტაცია. აქვე გამოფენილი იყო პანორამების და პანორამული ტექნოლოგიების დიდი რაოდენობა, როგორიცაა სინეორამა, მარეორამა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის პანორამა.

ექსპოზიცია გრძელდებოდა 14 აპრილიდან 10 ნოემბრამდე. სპეციალურმა კომიტეტმა გუსტავ ეიფელის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი მიანიჭა ლავრ პროსკურიაკოვის პროექტს ენისეის ხიდისთვის კრასნოიარსკში.

სპეციალურად ექსპოზიციისთვის აგებულ იქნა პარიზის მრავალი დღეისთვის ღირშესანიშნავი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ლიონის სადგური, ორსეს სადგური (ამჟამად ორსეის მუზეუმი), ალექსანდრე III-ის ხიდი, გრან პალე, ლა რუში, და პეტი პალე.


ალექსანდრე III-ის ხიდი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1056 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები