ხუთშაბათი, 18.04.2024, 06:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » მსოფლიო მემკვიდრეობა.
10:11
მსოფლიო მემკვიდრეობა.

აკროპოლისი.


ათენის აკროპოლისი.

აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις > ἀκρό – ზემო, πολις – ქალაქი) ძველბერძნულ ქალაქებში ყველაზე მაღალ ადგილზე აგებული სიმაგრე.

აკრძალული ქალაქი.


უზენაესი ჰარმონიის ტაძარი აკრძალულ ქალაქში.

აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 紫禁城; ნიშნავს "მეწამულ აკრძალულ ქალაქს") მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე". სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი იმპერიული ქალაქი მდებარეობს.

დიდი ბარიერული რიფი.


დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, კორალის ზღვაში. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

დიდი ცისფერი მთების ტერიტორია.


დიდი ცისფერი მთების ტერიტორია არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ახალი სამხრეთი უელსის ცისფერ მთებში, ავსტრალიაში.

ტერიტორია მოიცავს 10,300 კვ. კმ-ს. აქ არის ერთი უსწორმასწორო პლატო, ფრიალო კლდეები, ღრმა, მიუდგომელი ხეობები, მდინარეები და ტბები.

2000 წლის 29 ნოემბერს, ტერიტორია შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეოების ძეგლების სიაში.

ელორის გამოქვაბული.


მე-12-ე გამოქვაბული.

ელორას გამოქვაბული — გამოქვაბულების კომპლექსი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, ქალაქ აურანგაბადიდან 30 კილომეტრის დაშორებით. 1983 წლიდან გამოქვაბულების სისტემა და მრავალრიცხოვანი ციხე-დარბაზები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[1]. გამოქვაბულის დაარსება თარიღდება დაახლოებით VI-IX საუკუნეებით. ელორის 34 გამოქვაბულიდან 12 სამხრეთით მდებარე — ბუდისტურია, 17 ცენტრალური - ინდუისტებს ეკუთვნით, 5 ჩრდილოეთით მდებარე კი — ჯანაიზმს.

ვერსალის სასახლე.


სასახლის გახსნილი ეზო მოგვიანებით მთელ ევროპაში გადაიღეს.

ვერსალის სასახლე ან უბრალოდ ვერსალი (ფრანგ. Château de Versailles) — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო.

მე-17 საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი მეთოთხმეტემ დაიწყო.

თავისუფლების ქანდაკება.


თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით.

სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.

ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა.

იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.


თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; ”სასახლე-გვირგვინი”) - ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთის თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები.

მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრ გუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.


კარტახენა (კოლუმბია).


არტახენა (ესპ.Cartagena de Indias), იგივე ინდოეთის კარტახენა – ქალაქი ჩრდილოეთ კოლუმბიაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ბოლივარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 1 075 000 კაცს. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში, კარტახენა ესპანეთის სამეფოს ბასტიონს წარმოადგენდა მთელს სამხრეთ ამერიკაში. ამავე დროს, ის იყო მნიშვნელოვანი მონებით ვაჭრობის ცენტრი და მთავარი სატრანზიტო ქალაქი აცტეკებისა და ინკების იმპერიებში ნაძარცვი ოქროს ესპანეთისკენ გატარებაში.

კარტახენა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ისტორია.

კარტახენა მიიჩნეოდა ანდებში შესასვლელ საუკეთესო პორტად, რამაც ქალაქის სწრაფი განვითარება განაპირობა. შემდგომში მასზე არაერთი იერიში იქნა მიტანილი ფრანგი და ინგლისელი მეკობრეების მიერ. კარტახენა იქცა კოლუმბიის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.

მონუმენტები .


კარტახენაში მდებარეობს რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა, 1639-1657 წლებში აშენებული სან-ფელიპე დე ბარხასის, სან-ხოსესა და სან-ფერნანდოს ციხესიმაგრეები.

ძველი ქალაქი განლაგებულია ტორო დელ რელოხის – უმთავრესი ნავსადგურის მისადგომებთან.

1983 წელს აქ ხელი მოეწერა კარიბის ზღვის დაცვის კონვენციას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1305 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები