სამშაბათი, 23.04.2024, 09:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » "მსოფლიო მემკვიდრეობა.
10:20
"მსოფლიო მემკვიდრეობა.

კელნის საკათედრო ტაძარი

კელნის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 292
რუს. • ინგლ. • ფრ.


კელნის საკათედრო ტაძარი (გერმ. Kölner Dom, სრული სახ. Hohe Domkirche St. Peter und Maria) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კელნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, მისი დასრულების შემდგომი დროიდან მოყოლებული. კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კელნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.

1880 წელს ტაძრის ქიმების დასრულებიდან, კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყოს ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაუსწრო (ქ. ვაშინგტონში). ის ასევე მსოფლიოს უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი შენობა იყო პარიზში 1889 წელს ეიფელის კოშკის დასრულებამდე. კელნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში. ამ მხრივ მას მხოლოდ ულმის მიუნსტერის კოშკი უსწრებს.


ლეონ-ვიეხოლეონ–ვიეხო*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიკარაგუა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 12°23′50″N 86°36′37″W
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000 (24-ე სესია)
ნომერი 613
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 613




ლეონ-ვიეხო (ესპ. León Viejo) - ადგილი სადაც თავდაპირველად დაარსდა ქალაქი ლეონი, მდებარეობს ლეონის დეპარტამენტში, ნიკარაგუა. ქალაქი დააარსა ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო ერნანდეს დე კორდოვამ 1524 წლის 15 ივნისს.

ლეონ-ვიხეო ერთადერთი ქალაქია ამერიკაში, რომელსაც არ შეხებია თანამედროვე ქალაქთმშენებლობა, სწორედ ეს გახლდათ იუნესკოს ერთ-ერთი მთვარი კრიტერიუმი 2000 წელს, როდესაც იგი შეიყვანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.


ოლიმპია

მხატვრის დანახული ოლიმპია მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 517
რუს. • ინგლ. • ფრ.


ოლიმპია (ბერძნ. Ολυμπία) ), ძვ. ბერძნული ქალაქი ელიდაში (პელოპონესის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი), რელიგიური ცენტრი, ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა ძვ. წ. VII—IV საუკუნეებში. დაეცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ.

ოლიმპიის შემდეგ შემონახულია პელოპის სამლოცველოს (ძვ. წ. II ატასწლეულის დასასრული), ჰერას (ძვ. წ. VII საუკუნის დასასრული ან VI საუკუნის დასაწყისი), პრაქსიტელეს ქანდაკება "ჰერმესი ჩვილი დიონისეთი" (მარმარილო, დაახლოებით ძვ. წ. 340) დაცულია ოლიმპიის მუზეუმში.

ზევსის (ძვ. წ. 468—456, არქიტექტორი ლიბონი; ფრონტების ადრინდელი კლასიკური ქანდაკება და პეონიოსის "ნიკეს" ქანდაკება დაცულია ოლიმპიის მუზეუმში). ღმერთების დედის (მეტროონი, ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევარი), ზევს სოსიპოლისისა და ილითიას (ძვ. წ. 363-ის შემდეგ) ტაძრების, 12 საგანძურისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. წმინდა ადგილის ფარგლებს გარეთ ბულევტერიონის (ძბ. წ. VI—V სს.), კლასიკური ეპოქის სტადიონის, ე. წ. ლეონიდაიონის (ძვ. წ. IV ს., არქიტ. ლეონიდე) და სხვ. ნაგებობათა ნაშთები. ოლომპიას მუზეუმი.

ნოვოდევიჩის მონასტერი.


ნოვოდევიჩის მონასტერი ასევე ბოგოროდიცე-სმოლენსკის მონასტერი (რუს. Новодевичий монастырь; Богородице-Смоленский монастырь) მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდ. მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომლექსია. დაარსდა დიდი კნიაზი ვასილი III-ის მიერ 1524 წელს, რუსეთის მფლობელობაში სმოლენსკის მიწების დაბრუნების აღსანიშნავად. აქედან მომდინარეობს მონასტერის მეორე სახელი.

მოსკოვის სხვა მონასტერთაგან განსხვავებით ნოვოდევიჩის კომპლექსი ხელშეუხებელი დარჩა მე-17 საუკუნიდან. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა. 1922 წლიდან მუზეუმია (1934 წლიდან სახ. ისტორიული მუზეუმის ფილიალი). 1994 წლიდან მონასტერმა ისევე განაახლა მოქმედება. 2004 წლიდან შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ნოვოდევიჩის მონასტერი ზაფხულში.


ნოვოდევიჩის მონასტერი ზამთარში.

მონტიჩელო (ვირჯინია).


მონტიჩელო, თომას ჯეფერსონის სახლი შარლოტსვილში.


მონტიჩელო — აშშ-ის მე-3 პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმი, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. დაპროექტებულია თვით თომას ჯეფერსონის მიერ და იტალიურად მონტიჩელო (იტალიურად: Monticello) "პატარა მთას" ნიშნავს.

მონტიჩელო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ის გამოსახულია აშშ-ის ორ დოლარიან კუპიურაზე, რომელიც იბეჭდებოდა 1938 წლიდან 1966 წლამდე და ასევე 5 ცენტიანზე.

არქიტექტურა .


მონტიჩელო ორ დოლარიან კუპიურაზე.

მონტიჩელოს არქიტექტურა მოიცავს ნეო-კლასიკურსა და ბერძნულ სტილს. დიდ ინტერესს იმსახურებს სახლის პროექტი. აღსანიშნავია მონტიჩელოს ვენახები, რომლებიც ძირითადად ფრანგული და იტალიური ყურძნის ჯიშებით გამოირჩევა.


კირიგუაკირიგუა*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გვატემალა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
კოორდინატები 15°16′10″N 89°02′25″W
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981 (მე-5 სესია)
ნომერი 149
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 149



კირიგუა (ესპ. Quiriguá) – მაიას ცივილიზაციის უძველესი ქალაქი და არქეოლოგიური ძეგლი ისაბალის დეპარტამენტში, გვატემალა. არქეოლოგიურ ზონას უკავია 3 კმ² ტერიტორია მდინარე მოტაგუას ხეობაში.

1981 წელს შეყვანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1460 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები