შაბათი, 20.04.2024, 18:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » სტატიები კატეგორიაში "დისკრიმინაცია".
11:10
სტატიები კატეგორიაში "დისკრიმინაცია".

წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრაკაანსა და ზულუს ენებზე: დურბანის სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობისთვის.


აპართეიდი

წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრაკაანსა და ზულუს ენებზე: დურბანის სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობისთვის.

აპართეიდი (ნიშნავს " განცალკევებას" აფრიკაანსზე) -- სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948 - 1990 წლებში. აპართეიდის ქვეშ რასები დანაწევრებული იყვნენ და შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ. "თეთრ" სამხრეთ-აფრიკაში.

დისკრიმინაცია.

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანაწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.

მიზოგინია.

მიზოგინია (ბერძნ.: misos - სიძულვილი, და gyne - ქალი) ქალთმოძულეობა, ქალთა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია. ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულეობა) შედარებით, მიზოგინია ხშირად მიიჩნევა, როგორც ქალთა წინააღმდეგ ზოგი მამაკაცის დამოკიდებულება, თუმცა მიზოგინისტური შეხედულებები თავად ქალებსაც შესაძლოა ჰქონდეთ. ფემინისტურ თეორიაში მიზოგინია პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა, რასიზმისა და ანტი-სემიტიზმის მსგავსად, რაც ამართლებს ქალთა მამაკაცდამი სუბორდინაციას.

ნეპოტიზმი.

ნეპოტიზმი არის მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად. სიტყვა ნეპოტიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვის "ნეპოს"-გან, რაც დისშვილს/ძმისშვილს ან შვილიშვილს ნიშნავს.

ნეპოტიზმის ტიპები.

პაპის .

ნეპოტიზმმა სახელწოდება შუა საუკუნეების ეკლესიური გამოცდილებიდან შეიძინა, როდესაც კათოლიკური პაპები და ეპისკოპოსები, რომელთაც უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და თავიანთი შვილები არ ჰყავდათ, დისშვილებს/ძმისშვილებს ისეთ პრივილეგირებულ თანამდებობეს აძლევდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ მამიდან შვილზე გადადიოდა ხოლმე. ზემოთ ხსენებული ნათესავები ხშირად პაპების არალეგიტიმური შვილები იყვნენ, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ძველ განმარტებით ლექსიკონში "დისშვილი/ძმისშვილი" განმარტებულია, როგორც სასულიერო პირების უკანონო შვილი.

ზოგიერთმა პაპმა ასეთ "ნათესავს" პოზიცია კარდინალამდე აუმაღლა და ხშირად ასეთი ქმედებები პაპის "დინასტიის" გაგრძელებას ნიშნავდა. ნეპოტოზმის ასეთი ქმედებები 1692 წელს აიკრძალა პაპ ინოკენტ XII–ის მიერ. გამონაკლისად დაიშვა მხოლოდ კვალიფიციური ნათესავების დანიშნვა წამყვან თანამდებობებზე.

პოლიტიკური.

ნეპოტიზმი დამახასიათებელია პოლიტიკისთვისაც, როდესაც ხდება ნათესავების დანიშნვა თანამდებობებზე არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი.

ჰომოფობია.


ტერმინი ჰომოფობია (ბერძნ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე", „ტოლი" და φόβος ფობოს – „შიში") ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.

ეტიმოლოგია.

ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ტერმინი ჰომოფობია თანამედროვე მნიშვნელობით პიველად ბეჭდვით სიტყვაში გამოყენებული იყო ჟურნალ თაიმში 1969 წელს. სიტყვის შემქმნელად შეიძლება ვიგულისხმოთ ფსიქოლოგი ჯორჯ ვაინბერგი, რომელმაც ამ სიტყვას პოპულარიზაცია საკუთარ წიგნში "საზოგადოება და ჯანსაღი ჰომოსექსუალი” გაუკეთა 1971 წელს. მასში შერწყმულია ბერძნული ტერმინები phobos (პანიკური შიში) და homo- (იგივე). ტერმინში ჰომოფობია "ჰომო” მოდის სიტყვიდან ჰომოსექსუალი და არა ლათინური ტერმინიდან homo (მამაკაცი). ტერმინის შესაძლო წინამორბედი იყო "ჰომოეროტოფობია” ნახსენები დრ. ვაინრაიტ ჩერჩილის მიერ შრომაში "ჰომოსექსუალური ქცევა მამაკაცებში” 1967 წელს.

ინტერნალიზებული ჰომოფობია.

ინტერნალიზებული ჰომოფობია (ან ეგოდისტონიკური ჰომოფობია) როგორც წესი მიუთითებს ჰომოსექსუალთა მიერ საკუთარი თავის ან სხვა მსგავსთა მიმართ ჰომოფობიაზე. მისი დამახასიათებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ დისკომფორტი ან უარყოფა.

ამგვარი მდგომარეობის შედეგი საკუთარი ჰომოსექსუალური ვნებების მწვავე რეპრესიაა. სხვა შემთხვევებში დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს გააზრებული შინაგანი წინააღდეგობა ღრმა რელიგიურ ან სოციალურ რწმენებსა და ძლიერ ემოციონალურ ლტოლვასა და მოთხოვნას შორის. ამგავრი შინაგანი წინააღმდეგობა როგორც წესი კლინიკურ დეპრესიას იწვევს და ჰომოსექსუალ მოზარდთა შორის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების მაღალი დონე ნაწილობრივ ამ ფენომენის მიერ უნდა იყოს განპირობებული (სხვათა აზრები და მოქმედებაც ძლიერი ზეგავლენის ფაქტორია ორივე შემთხვევაში).

ბევრი ადამიანი ამ სიტუაციაში ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რაღაც დროის განმავლობაში მაინც, თავშეკავებით. ეს შედარებით იოლი არჩევანია, რადგან რწმენათა სისტემები ხშირად ნეიტრალური არიან ჰომოსექსუალური გრძნობების მიმართ, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამგვარი გრძნობებით მოქმედებას.



ინტერნალიზებული ჰომოფიბია ხშირად მიეკუთვნება გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებულ ქმედებას, რომელშიც დამკვირვებელს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის მოთხოვნებთან შესაბამისობის სურვილი უჩნდება.

ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანის რომანტიული პარტნიორის სქესის ან სქესთა როლის შესახებ შაბლონური წარმოდგენის შექმნას. ზოგიერთის მტკიცებით (მათ შორის ზიგმუნდ ფროიდი "ფსიქოანალიტიკურ თეორიაში”) ყველაზე ჰომოფობი ადამიანები თავად არიან რეპრესირებული ჰომოსექსუალები, თუმცა ეს მტკიცება საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს ემყარება.

1996 წელს ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰომოფობ მამაკაცებს (ჰომოფობიის ინდექსის მიხედვით) გაცილებით მეტ შემთხვევაში ჰქონდათ ერექცია ჰომოეროტიული გამოსახულებების დათვალიერებისას ვიდრე არა-ჰომოფობ მამაკაცებს. თუმცა ეს კვლევა საკმაოდ არაწარმომადგენლობითი იყო და მასზე განზოგადების გაკეთება ძნელია.

ჰომოსექსუალური იდენტურობის შიში.

ზოგი თეორისტი, მაგ. კელვინ თომასი და ჯუდით ბატლერი, ჰომოფობიის ხელშემწყობ ერთ-ერთ კომპონენტად მიიჩნევენ გარშემომყოფთა მიერ მათი ჰომოსექსუალად შესაძლო იდენტიფიცირების შიშს.

ამ მტკიცების მიხედვით ჰომოფობიაზე აზრისა და ემოციების გამოხატვისას მოცემული ინდივიდი არა მხოლოდ საკუთარ ფიქრებს გადმოსცემს ჰომოსექსუალიზმზე, არამედ აქტიურად ცდილობს გაემიჯნოს ამ კატეგორიას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ სტატუსს.

მაშასადამე, საკუთარი დისტანციით ადამიანთა ამ კატეგორიასთან ის ამყარებს საკუთარ როლს, როგორც ჰეტეროსექსუალისა, არიდებს რა ამით საკუთარი თავის სხვების მიერ ჰომოსექსუალად შეფასებას.

იგივე კონცეფცია ფიგურირებს ასევე რასიზმისა და ქსენოფობიის ინტერპრეტაციისას.

ჰომოფობია პოლიტიკაში.

ჰომოფობებად ხშირად ინათლებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჰომოსექსუალთა უფლებების შემწყნარებელ კანონთა ოპონენტებად გამოდიან (მაგ. ერთი სქესის ქორწინების ლეგალიზაცია, ბავშვის შვილება ერთი სქესის წყვილთათვის).

მაგ. აშშ-ის სენატში არჩევნებისას ალან კისს ჟურნალისტებმა ჰომოფობია დასწამეს ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ლესბოსელი ქალიშვილის მიმართ გაკეთებული კომეტარისათვის.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1254 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები