შაბათი, 20.04.2024, 10:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » :გენოციდი.
11:17
:გენოციდი.
გენოციდი

გენოციდი (ბერძნ. genos – ჯიში, თემი და ლათ. caedo – ვკლავ), საერთაშორისო სამართალში – ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურება რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გათვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ჯგუფების ფიზიკურ განადგურებაზე. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.

მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი "გენოციდი" ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა.პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაულისა ადამიანის მიმართ.

გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხილსმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)

რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

XX ს-ის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:
ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79წლებში,კამბოჯაში.

1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შედეგადაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.

პარაიმოსი.


ბოშები ბელზეცის სიკვდილის ბანაკში.


პარაიმოსი (ან პორაიმოსი, ბოშების ენაზე "განადგურება") — ბოშების გენოციდის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიაში; ტერმინი შექმნეს თავად ბოშებმა და XX საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გახდა. პარაიმოსი ერთ რიგში დგას ჰოლოკოსტთან – ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებასთან.

პარაიმოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ გამოკვლევათა რიცხვი პატარაა, ამიტომაც დაღუპულ ბოშათა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათასს ადამიანს უტოლდება.

ნაცისტური რასობრივი თეორიისთვის ბოშათა არსებობა საშიში იყო. ეს ძირს უთხრიდა გერმანელთა რასობრივ სიწმინდეს. მართალია ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით გერმანელები წმინდა არიული რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ინდოეთიდან იყვნენ, ბოშები გაცილებით ახლო იყვნენ ნათესაურად ინდოსტანის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობასთან.

ნაცისტურმა თეორიამ ადვილად იპოვა გამოსავალი – ბოშები შერაცხეს არიული ტომებისა და დაბალი განვითარების ერების შეჯვარების შედეგად მიღებულ ერად, რაც ხსნიდა მათი მომთაბარეობისა და ასოციალობის საკითხს. სპეციალურმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა გერმანული ერიდან "ბოშობის" გამოყოფისა.

1936 წლის მარტიდან ბოშებზე იქნა გავრცელებული მოქალაქეობისა და რასის ნიურნბერგის კანონები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ებრაელებზე ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც ბოშებს აეკრძალათ გერმანელებთან ქორწილი, არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ჩამოერთვათ მესამე რაიხის მოქალაქეობა.

ბოშათა განადგურება დაიწყო სტერილიზაციით. 1941 წლიდან დაიწყო ბოშების მასირებული დახვრეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1943 წლიდან კი – განადგურება საკონცენტრაციო ბანაკებში.

რუანდის გენოციდი.


გენოციდის მსხვერპლები, გადაღებული ქ. მურამბის სკოლაში.


რუანდის გენოციდი - მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.

ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.

მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.

1993 წლის ოქტომბერში გაერომ დაარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო, ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს.

გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეორს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.

გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.

გენოციდი დასრულდა როცა ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურნდის სამოქალაქო ომი.

საფუძველი .

რუანდის გენოციდის საფუძველი იყო ტუტსისა და ჰუტუს ტომებს შორის ურთიერთობა.

გეოგრაფია .


არსებობს მოსაზრებები რომ რუანდის გენოციდის ერთ ერთი საფუძველი იყო ეკონომიკური სიტუაცია. დიდი ტბების რეგიონი, არის ძალიან მდიდარი ნაყოფიერი მიწებით, ამიტომ ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს აფრიკაში. ძალიან დიდი კონკურენციაა მიწებსა და რესურსებზე.

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მიზეზი რუანდის გენოციდისა გახდა სწორედ ეს მიწები და აქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრე.

XV საკუნეში ტუტსის რამდენიმე კლანმა დაარსა რუანდის სამეფო. მეფეები რომელთაც მუამებს უწოდებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო მოსახლების 82-85% ჰუტუები და მათი უმრავლესობა ღარიბი მოსახლეები იყვნენ.

ტუტსი მუამები მიწებს ანაწილებდნენ ძირითადად ტუტსის ტომის წარმომადგენლებზე.

გერმანიის კოლონიალური პოლიტიკა.


1885 წლის ბერლინის კონფერენციაზე, რუანდა და ბურუნდი გადაეცათ გერმანელებს როგორც ერთიანი კოლონია. რადგანაც გერმანელებს დიდი ინტერესი არ ქონდათ რუანდის მიმართ, გადაწყვიტეს რომ ამ ქვეყნისთვის მიეცათ ავტონომია და მმართველად ვინმე ადგილობრივი დაენიშნათ. რადგანაც პოლიტიკური უპირატესობა ტუტსის ტომს ქონდა, გერმანელებმა მმართველად დანიშნეს ტუტსის ტომის წარმომადგენელი. შემდეგში გატარებულმა პოლიტიკამ უფრო გაამწვავა ურთიერთობა ამ ორ ტომს შორის.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუანდა გახდა ბელგიის კოლონია, ბელგიის კოლოლონიალური პოლიტიკა არაფრით განსხვავდებოდა გერმალელების პოლიტიკისგან, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. 1959 წელს ბელგიამ რუანდას დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების საშუალება მისცა, არჩევნებში ჰუტუს ნაციონალისტთა პარტიამ ”პარმიჰუტუმ” (Parti du Mouvement de l'Emancipation Hutu) გაიმარჯვა. ამ დროს 20, 000 ტუტსი იქნა მოკლული, ხოლო 200,000-მდე ტუტსი მეზობელ ქვეყანაში გადავიდა.

გენოციდის წინა პერიოდი.


სიტუაციის უფრო და უფრო დაიძაბა 1990 წლიდან, როდესაც უგანდაში გაქცეულმა ტუტსებმა ხმა აიმაღლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მოითხოვეს.


1985 წელს შეიქმნა რუანდის პატრიოტთა ფრონტი, პოლ კაგამეს მეთაურობით. 1990 წლის 1 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის ძალები შეიჭრნენ რუანდაში, ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ უფლებების აღდგენას და დაახლოებით 500, 000 ტუტსისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.

რუანდის მთავრობამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტუტსის ფეოდალური, მჩაგვრელი რეჟიმის აღდგენის მცდელობა. პრეზიდენტი ჰაბიარიმანა შეუდგა ტუტსებისა და იმ ჰუტუების დაპატიმრებას რომლებიც აჯანყებულებს ემხრობოდნენ.

არუშას ხელშეკრულება.

1993 წლის 4 აგვისტოს, არუშაში (ტანზანია), რუანდის პატრიოტული ფრონტის და რუანდის მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა ხუთ თავს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა.

მზადება გენოციდისთვის.

შემდგომ პერიოდში როდესაც ხდებოდა პოლიტკურ ძალათა გადანაწილება სიტუაცია ახლიდან დაიძაბა. რადიოში, სატალევიზიო არხებზე, გაზეთებში, რომელსაც ჰუტუები აკონტროლებდნენ დაიწყო შიშისა და სიძულვილის პროპაგანდა.

მთავრობამ დაიწყო დაჯგუფებების შემქნა, მათი წვრთნის დაფინანსება და იარაღის შეძენა. თანამდებობის პირები საიდუმლოდ ხვდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს და ავალებდნენ შეექმნათ რაზმები, რომლებსაც ”ინტერაჰამუე” (ისინი ვინც ერთად დგანან (ან იბრძვიან)) და ”იმპუზამუგამბი” (ისინი ვისაც ერთი მიზანი აქვთ) ეწოდა.

გენოციდი.


1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები. დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მაშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.

მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარე ხოცვა ჟლეტაში, 6 აპრილიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800, 000-დან 1,071,000-მდე ტუტუსი იქნა მოკლული.

რადიო სადგურებიდან ხალხს მოუწოდებნენ დაეხოცათ თავიანთი მეზობლები, ვინც ამ ხოცვა ჟლეტაში ჩაბმაზე უარს ამბობდა ხოცავდნენ.

მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. მაჩეტე, მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.

უნიმარი (UNIMAR).


უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში. დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.

დალერმა აცნობა გაეროს რომ მისთვის ცნობილი იყო ჰუტუს მილიციის რაზმების სამალავების და იარაღის საწყობების ადგილმდებარეობა და ითხოვდა დამხმარე ძალას რათა დამნაშავეები განეიარაღებინა. აშშ-მ ოფიციალურად თქვა უარი ჩარევაზე, მას მიბაძეს საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1559 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები