პარასკევი, 26.04.2024, 02:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » სომხების გენოციდი.
11:23
სომხების გენოციდი.

სომხების გენოციდი — 1915—1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის განადგურება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით ამ წლებში რამდენიმე ასეული ათასიდან ორ მილიონამდე სომეხი დაიღუპა.


„სომხების საკითხის" წარმოშობა 1877—1878 წ. 

ოსმალეთის იმპერია, რომელმაც თითქმის 500 წელი იარსება, ატარებდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ასიმილაციის პოლიტიკას. სომხების გარდა ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები, ხორვატები, ქურთები და არამუსლიმანური აღმსარებლობის სხვა ხალხები. მათი ასიმილაციის — ანუ გათურქებისა და ისლამზე გადაყვანის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურების იდეა, ოსმალეთის იმპერიის სულთნებში ყოველთვის არსებობდა და რეგულარულად ხორციელდებოდა.

1895—1896 წლებში თურქი სულთნის მიერ პროვოცირებულ იქნა სომხური მოსახლეობის განადგურება, რის შედეგადაც, სხვადასხვა შეფასებით, დაიხოცა 100-დან 200 ათასამდე სომეხი. მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების პროტესტმა შეძლო ბოლო დაედო გენოციდს .

1907 წელს "ახალაზრდა თურქებმა" ჩაიგდეს თურქეთის ხელისუფლება ხელში. "ახალგაზრდა თურქების" პარტია ოფიციალურად პანთურქიზმის (პანთურქიზმი — პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ყველა თურქი ხალხის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად) იდეოლოგიის იყო, ან „დიდი თურანის" თეორიის. პანთურქისტების მიზანი იყო თურქული იმპერიის შექმნა ბალკანეთიდან ალტაიმდე.

არამუსულმანი ხალხის განადგურების იდეა ოსმალეთის იმპერიის თურქ სულთნებსა და შემდეგ მათ შემცვლელებად მოსულ "ახალგაზრდა თურქ" მმართველებს დიდი ხანია გააჩნდათ. სომხები "ახალგაზრდა თურქებში" იწვევდნენ ზიზღს იმის გამო, რომ სომხებით დასახლებული დასავლეთ სომხეთი ყოფდა თურქულ ტერიტორიებს აზერბაიჯანისგან.


1909 წ. 

1-დან 4 და 12-დან 14 აპრილამდე თურქი მმართველები ორგანიზებას უწევდნენ სომხების მასობრივ განადგურებას. ვილაიეთებში – ადანა და ალეპო, "ახალგაზრდა თურქების" 1908 წლის გადატრიალებას არ შეუცვლია თურქეთში მცხოვრები სომხების მდგომარეობა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ კილიკიის მოსახლე სომხები, რომლებმაც შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ 1890-იანი წლების განადგურებისათვის. რეაქციული თურქული შენაერთები კილიკიის სომხებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მათ სურდათ გამოესახლებინათ თურქები თავიანთი ტერიტორიიდან და აღედგინათ „სომხური სამეფო".

„სომხური საკითხის" საბოლოოდ გადასაწყვეტად 1909 წლის 31 მარტს, ადანის ვალის ხელმძღვანელობით ჩატარდა გუბერნიის სხდომა, რომელზეც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება : სომხები უნდა გაენადგურებინათ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მუსულმან მოსახლეობას დაურიგეს დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალი, ციხეებიდან გამოუშვეს 500-მდე თურქი დამნაშავე.

1 აპრილს რუმელიდან ე.წ. „წესრიგის დასამყარებლად" მოსულმა თურქების არმიამ დაიწყო სომხების განადგურება ადანის ქუჩებში. ეს პროცესი 3 დღე გრძელდებოდა და თავისი მასშტაბით პირველ განადგურებას აღემატებოდა. დაიხოცა დაახლოებით 30.000 ადამიანი, მათ შორის 20.000-ზე მეტი ადანის ვილაიეთში მცხოვრები.

სომხებით დასახლებული ათობით პუნქტი დაანგრიეს და გადაწვეს. "ახალგაზრდა თურქების" ხელისუფლების გამოძიება იყო ფორმალური, რადგან მთავრობა ცდილობდა დაეწყნარებინა ევროპული საზოგადოება, შეემსუბუქებინა სომხების პროტესტი და თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. განადგურების მეთაურებმა და მონაწილეებმა თავი დააღწიეს სასჯელს.


I მსოფლიო ომის პერიოდი.

1914 წლის აგვისტოში თურქეთის I მსოფლიო ომში ჩაბმამ, "ახალგაზრდა თურქების" აზრით, მისცა მათ უნიკალური შანსი „სომხური საკითხის" საბოლოოდ გადასაწყვეტად - სომხების საბოლოოდ გასანადგურებლად. გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტალაატ ფაშას მოთხოვნით სიტყვა „სომეხიც" კი სამუდამოდ უნდა გამქრალიყო.

სამხედრო პოზიციის გამო მიღებული შეთანხმებით თურქეთის მთავრობამ ციხეებიდან გამოუშვა ყაჩაღები და მკვლელები. ამავდროულად დაიწყო სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია თურქეთის აღმოსავლეთი ვილაიეთიდან ქვეყნის სიღრმეში, სირიის უდაბნოს გავლით. სომეხი ჯარისკაცები გარიცხეს ჯარის რიგებიდან და შემდეგ დახვრიტეს.


24 აპრილი 1915წ .

1915

I ნაწილი

სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა "ახალგაზრდა თურქმა" მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ ტალაატ ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბულში და გადაესახლათ. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.

1914 წლის 24 აპრილი - ეს თარიღი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს არა მარტო სომხების გენოციდის ისტორიაში, არამედ მთლიანად სომეხი ხალხის ისტორიაში.

სწორედ ამ დღეს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა), რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა პატარა შესვენებებით მაისის ბოლომდე, ამასთან ერთად დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.


I მსოფლიო ომი და სომხური გენოციდი თურქეთში .

II ნაწილი

სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1,5მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადასახლებული იყო თურქების მიერ მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.1 მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელს მსოფლიოში.

ZuZu
შურისძიება .

გენოციდმა შედეგად ის მოიტანა, რომ სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები, მიუხედავად განსხვავებული აზროვნებისა, გაერთიანდნენ ერთი მიზნით — გენოციდის ყველა ორგანიზატორი უნდა დასჯილიყო.

შაან ნატალი (ფსევდონიმი საყვარელი ქალის პატივსაცემად) და გრიგორ მერჩანოვი შეუდგნენ შურისძიების განხორციელებას. შედგა სომეხთა გენოციდის ორგანიზატორების 80 კაციანი ე. წ. „შავი სია" - . დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო- დევნა, თვალთვალი, ინფორმაციის შეკრება, იარაღის მოძიება, რის შემდეგაც შურისძიების დრო მოვიდა.


ტალაატ-ფაშა მოკლული იყო სოგომონ ტეილერიანის მიერ ბერლინში, 1921 წლის 16 მარტს (ბერლინის სასამართლომ იგი გაამართლა).
ენვერ-ფაშა მოკლული იყო 1922 წელს თურქისტანში წითელი კამანდირების აკოპონ (იაკოვ) მელკუმოვისა და გეორგი აგაბეკოვის მიერ.
ჯემალ-ფაშა მოკლული იყო1922 წლის 25 ივნისს ტიფლისში: სტეპან ცახიკიანისა და პეტროს ტერ-პოგოსიანის მიერ.
შერიკ-ბეი მოკლული იყო 1922 წლის 17 აპრილს არამონ ეკრანიანომისა და შირაკიანომის მიერ.

სულ რაღაც 3 წლის განმავლობაში მოიკლა 80-მდე გენოციდის ორგანიზატორი. ასევე, რამდენიმე დაბალი რანგის ათასამდე გენოციდის მონაწილე.


აღიარება .

ჯერ კიდევ გენოციდის წლებში (1918–1923) მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სომხურ გენოციდს ასამართლებდა. აშშ-მ სამჯერ (1916,1919,1920) მიიღო მსგავსი რეზოლუციები, თუმცა ოსმალეთის იმპერიის ქმედების შეჩერება ვერ მოხერხდა. 1915 წელს, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა გამოსცეს ერთიანი დეკლარაცია, რომელიც ასევე სომხების განადგურებას ასამართლებდა.

სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორჰანიზაციების მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმა აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი (1965 წ.). 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს - ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ.

სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45ათასი ევრო და 1წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 40-მა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი. ასევე, 24 აპრილი დააწესეს სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უელსმა და ავსტრალიამ. 1970-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული 24 აპრილს, ყოველ წელს, ამერიკის პრეზიდენტები გამოდიან სატელევიზიო მიმართვით ამერიკელი სომხებისადმი.

სადაზღვევო კომპანია New York Life-მა დაიწყო 1915 წელს სომხური გენოციდის დროს დაღუპულთა ნათესავებისათვის კომპენსაციის გადახდა (საერთო თანხა კომპენსაციისა დაახლოებით 8 მილიონი დოლარია).

დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

უსტაშები.


პარტიის დამფუძნებელი - ანტე პაველიჩი.

უსტაშები (ხორ. Ustaše — «აჯანყებული»)— ხორვატული ნაცისტური მოძრაობა. დააარსა ანტე პაველიჩმა 1929 წელს იტალიაში. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ხორვატული ჯგუფებიდან რომლებიც 1920-ან წლებში აქტიურ ბრძოლას ეწეოდნენ იუგოსლავიის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.


ნაციონალისტურ დაჯგუფებებს შორის ყველაზე ძლიერი იყო ხორვატული სამართლის პარტია, რომლის წევრიც იყო უსტაშების მოძრაობის დამაარსებელი ანტე პაველიჩი, თუმცა 1920-ან წლებში ხორვატიაში ყველაზე გავლენიანი იყო ხორვატიის გლეხთა პარტია სტეფან რადიჩის ხელმძღვანელობით. 1928 წლის 8 აგვისტოს სერბმა ნაციონალისტებმა პარლამენტის შენობის წინ მოკლეს რადიჩი, რასაც სახელმწიფო კრიზისი მოჰყვა.

1929 წლის 6 იანვარს იუგოსლავიის მეფემ ალექსანდრე I კარაგეოგიევიჩმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, გააუქმა 1921 წლის კონსტიტუცია, დაშალა პარლამენტი და აკრძალა ყველა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმიანობა.

ერთი დღის შემდეგ ანტე პაველიჩმა დაარსა უსტაშების მოძრაობა და წავიდა ემიგრაციაში იტალიაში, საიდანაც ეწეოდა თავის საქმიანობას 1941 წლამდე (ფაშისტური გერმანიის მიერ იუგოსლავიის ოკუპაციამდე). უსტაშების მიზანს წარმოადგენდა მონოეთნიკური ხორვატული სახელმწიფოს შექმნა, ხოლო ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სხვა ერის ან განადგურება, ან ხორვატიიდან გაძევება.

უსტაშებს სხვა ოპოზიციური დაჯგუფებებიდან განასხვავებდა ის, რომ ისინი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევდნენ. მათ ათობით ტერორისტული აქტი მოაწყვეს იუგოსლავიის რკინიგზაზე, ისინი ნაღმავდნენ ავსტრიიდან მიმავალ მატარებლებს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ უსტაშები ავსტრიიდან გააძევეს, თუმცა მათ ტერორისტულ საქმიანობაში ყველაზე ცნობილი ფაქტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუი ბარტუსა და იუგოსლავიის მეფის ალექსანდრე I კარაგეოგიევიჩის მკვლელობაა, რომელიც მათ მაკედონელ ტერორისტებთან ერთად განახორციელეს მარსელში 1934 წელს. უშუალო შემსრულებელი იყო მაკედონელი ტერორისტი ვლადო ჩერნოზემსკი(ველიჩკო კერინი).

თუკი 1934 წლამდე უსტაშები მუსოლინის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ტერორისტულ აქტში უსტაშები მონაწილეობდნენ დუჩემ პაველიჩს შინაპატიმრობა მიუსაჯა და დროებით ტერორისტული საქმიანობის შეწყვეტა აიძულა, რათა განემუხტა იტალია-საფრანგეთს შორის წარმოშობილი კრიზისი.

ამის შემდეგ უსტაშების მთავარ საქმიანობად ხორვატულ ემიგრაციაში მხარდაჭერის მოპოვება იქცა, ელოდნენ რა ხელსაყრელ დროს, როცა იტალია ან გერმანია იუგოსლავიაში შეიჭრებოდნენ. 1940 წლის იანვარში მუსოლინის გაუჩნდა იუგოსლავიის დაშლის და იტალიის პროტექტორატის ქვეშ მარიონეტული ხორვატული სახელმწიფოს შექმნის იდეა.

ეს საკითხი განიხილეს პაველიჩმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალეაცო ჩიანომ იმავე წლის ბოლოს, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 1941 წლის მარტში, როცა იუგოსლავია შეურთდა სამთა პაქტს.

ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროს თანამშრომელმა ბარონმა ფერარისმა რომიდან გამოიძახა პაველიჩი და მოსთხოვა ყოველგვარი ანტიიუგოსლავიური საქმიანობის შეწყვეტა, თუმცა იუგოსლავიაში ამ პაქტის გაფორმება სახელმწიფო ინტერესების ღალატად აღიქვეს, რასაც 26-27 მარტის ღამეს სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა ცვეტკოვიჩ-მაჩეკის მთავრობის დაემხობით. ამ პირობებში 1941 წლის 6 აპრილს ჰიტლერმა მიიღო იუგოსლავიაში შეჭრის გადაწყვეტილება.

1941 წლის 28 მარტს იტალიაში, ქალაქ პოსტოიაში გამოცხადდა უსტაშების შეკრება. 10 აპრილს პაველიჩმა ჩაატარა უსტაშების დათვალიერება, იმავე დღეს პაველიჩმა და მისმა თანამებრძოლებმა რადიოში მოისმინეს განცხადება ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

ეს მოხდა გერმანიის მოწინავე ჯარების ზაგრებში შესვლის დღეს. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს 12 აპრილს, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა შეატყობინა გერმანიის საგანგებო წარმომადგენელს ზაგრებში სს-ის შტანდარტფიურერ ედმუნდ ვეეზერშტაინს, რომ გერმანია ხორვატიის საკითხში უპირატესობას ანიჭებდა იტალიას და მარიონეტული ხორვატული სახელმწიფოს მეთაური იქნებოდა არა სლავკო კვატერნიკი, რომელმაც 10 აპრილს ზაგრების რადიოში გამოაცხადა ხორვატიის დამოუკიდებლობა, არამედ ანტე პაველიჩი. პაველიჩი გამოცხადდა ბელადად, ხოლო იმავე წლის 18 მაისს სახელმწიფოს ფორმალურ მეთაურად გამოცხადდა ტომისლავ II.

1941 წლის 6 ივნისს ჰიტლერისა და პაველიჩის შეხვედრისას საბოლოოდ განისაზღვრა ხორვატიის საზღვრები. საკუთრივ ხორვატიის გარდა ახლადშექმნილი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ბოსნია, ჰერცოგოვინა და სანჯაკი, რომლებიც უსტაშებმა ისტორიულ ხორვატულ მიწებად გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიას მოუწია იტალიისთვის დაეთმო დალმაციის დიდი ნაწილი 400 ათასი მოსახლით.

1943 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში ფაშისტური რეჟიმი დაემხო, პაველიჩმა დალმაცია ისევ ხორვატიის შემადგენლობაში შეიყვანა. ხორვატიაში გერმანიის სს-ის მაგალითზე შეიქმნა უსტაშების სპეციალური ჯგუფები, მათ უნდა ეკონტროლებინათ სავალდებულო გაწვევის პრინციპზე შექმნილი ჯარი, რომელსაც უსტაშები არ ენდობოდნენ.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა და დაიწყო პაველიჩის პიროვნების კულტის შექმნა.

ამას ემატებოდა ისიც, რომ გერმანიის და იტალიის საჯარისო შენაერთები განაგრძობდნენ ხორვატიის ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო თავად უსტაშებს თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ ჩაუტარებიათ არანაერი არჩევნები, რაც მათ ლეგიტიმურობას მიანიჭებდა მოსახლეობის თვალში.

ყოველივე ამან გამოიწვია მოსახლეობაში უსტაშების მიმართ უკმაყოფილების ზრდა და ხორვატიის ტერიტორიაზე მასშტაბური პარტიზანული მოძრაობის გაჩაღება, 1942 წელს პარტიზანებმა შეძლეს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და ზოგიერთ ტერიტორიაზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელება.

1945 წლამდე ხორვატია იყო ჰიტლერული გერმანიის ერთგული მოკავშირე, მან საკუთარი ჯარებიც კი გააგზავნა აღმოსავლეთ ფრონტზე საომრად. იმის მიუხედავად, რომ უსტაშებისთვის მთავარ საფრთხეს მაინც ბროს ტიტოს სახალხო-განმანთავისუფლებელი ჯარი და ეროვნულ-მონარქისტი ჩეტნიკები წარმოადგენდნენ.

1943 წელს ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრს მლადენ ლორკოვიჩს და თავდაცვის მინისტრს ანტე ვოკიჩს ჰქონდათ მცდელობა დაემხოთ უსტაშების ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მოკავშირეებთანაც, მაგრამ მათი შეთქმულება გაიხსნა და ისინი დასაჯეს სიკვდილით 1944 წლის ზაფხულში.

უსტაშების ყველაზე ცნობილი შენაერთი იყო შავი ლეგიონი, რომელსაც მეთაურობდა იური ფრანცეტიჩი.

გენოციდი.



1941-1945 წლებში უსტაშებმა ანტე პაველიჩის ხელმძღვანელობით განახორციელეს სერბების, ებრაელებისა და ბოშების მასობრივი გენოციდი. გერმანიის მაგალითზე შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებს შორისაც ყველაზე დიდი იყო იასენოვაცი.

საკონცენტრაციო ბანაკებში განადგურებული სერბების რაოდენობა მერყეობს 330,000-390,000 ადამიანამდე. ასევე გერმანელებმა და ხორვატებმა დახოცეს დაახლოებით 32,000 ებრაელი და 26,000 ბოშა(დახოცილი ებრაელების რიცხვში არ შედიან ის ებრაელები, რომლებიც უსტაშებმა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნეს).

უსტაშები უსწორდებოდნენ ასევე რეჟიმის მოწინააღმდეგე ხორვატებს და ბოსნიელებს. მხოლოდ იასენოვაცში დაიღუპა რეჟიმის დაახლოებით 5,000-12,000 პოლიტიკური მოწინააღმდეგე.უსტაშებმა გაანადგურეს დაახლოებით 450 მართლმადიდებლური ეკლესია. სერბი და ებრაელი მოსახლეობიდან ამოიღეს 350 მილიონი ფრანკი, რომლიდანაც შემდგომში 150 მილიონი ვატიკანის ხელში მოხვდა.

სერბო მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც კათოლიციზმის მიღებას აიძულებენ

უსტაშების გეგმით ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები სერბების 1/3 უნდა განადგურებულყო,1/3 უნდა გაძევებულიყო ხორვატიიან ხოლო 1/3 იძულებით უნდა გაკათოლიკებულიყო.

გენოციდის პოლიტიკის ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი იყო ხორვატი მწერალი, განათლების მინისტრი და პაველიჩის მოადგილე მილე ბუდაკი. გენოციდის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ამისთვის უსტაშებს მუსოლინი და ჰიტლერელებიც აკრიტიკებდნენ, ხოლო დუჩე ებრაელებს და სერბებს იტალიაში თავშესაფარსაც კი აძლევდა.

სერბებისგან გასნსხვავებით, ბოსნიელები მუსულმან ხორვატებად გამოცხადდნენ, მათ ისევე იწვევდნენ ჯარში, როგორც ხორვატებს მათგანვე ჩამოყალიბდა სს-ის ორი დივიზია "ხანჯარი" და "კამა".რადგან ხორვატები სლავები იყვნენ, ხოლო ნაცისტური იდეოლოგიის თანახმად სლავები მეორეხარისხოვან ხალხად მიიჩნეოდა, უსტაშების ოფიციალური პროპაგანდა ცდილობდა ხორვატების წარმოშობის გოთებთან დაკავშირებას. უსტაშების პერიოდის ხორვატიაში ჩატარდა ასევე ენის რეფორმა, ხორვატული ენა გამოცხადდა ცალკე ენად და გამოიყო სერბოხორვატულ ენას.

ასევე ცდილობდნენ ენაში დაემკვიდრებინათ ცალკეული ნეოლოგიზმები, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ენის ხელოვნურად გამოყოფის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კათოლიკური ეკლესიის როლი სერბების გენოციდში სხვადასხვაგვარად ფასდება იყო შემთხვევები როცა კათოლიკე სასულიერო პირები ცდილობდნენ გადაერჩინათ საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი მოსახლეობა, ასევე იყო შემთხვევები როცა კათოლიკე ბერები თავად მონაწილეობდნენ გენოციდში.


უსტაშების დასასრული .

1945 წელს საბჭოთა და პარტიზანულმა ჯარებმა სრულად გაათავისუფლეს ხორვატიის ტერიტორია, უსტაშები გადარჩენის მიზნით ბარდებოდნენ ინგლისელებს ავსტრიაში, მაგრამ ისინი ინგლისელებმა გადასცეს კომუნისტებს რის შემდეგაც უსტაშების უმრავლესობა დახვრიტეს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი დახვრიტეს ქალაქ ბლიაბურგში. ამ მოვლენამ ბლიაბურგის ხოცვა-ჟლეტის სახელწოდება მიიღო.

თვითონ პაველიჩი ემიგრაციაში წავიდა არგენტინაში, სადაც ხუან პერონის მრჩევლად მუშაობდა 1950-ანი წლების ბოლომდე. გადარჩენილი უსტაშების უმრავლესობა ესპანეთში, არგენტინაში, კანადაში და აშშ ემიგრირდა. ემიგრაციაში მყოფმა უსტაშებმა შექმნეს მთავრობა დევნილობაში, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია და რომელიც შიდა წინააღმდეგობების გამო მალე დაიშალა.

უსტაშების მემკვიდრე ორგანიზაციებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი მოაწყვეს, მათ შორის ყველაზე ცნობილია შვედეთში იუგოსლავიის ელჩის მკვლელობა(1971) და აფეთქება იუგოსლავიური ავიაკომპანიის ბორტზე (1972). 1991 წელს ხორვატიის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსტაშების მემკვიდრე ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა არსებობა შეწყვიტეს.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2143 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები