პარასკევი, 29.03.2024, 07:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » :სოციალური ფილოსოფია.
11:42
:სოციალური ფილოსოფია.

ეგზისტენციალიზმი.

ეგზისტენციალიზმი - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სორინ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.


ჟან-პოლ სარტრი.


კარლ იასპერსი.

ფილოსოფია.


განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:
ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი.

აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.
ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია.

იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას.


ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად.

პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი.

ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.


ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით ადამიანს წინასწარ არა აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა.

ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება.
ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში.

ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.


თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული ,იდეალური არსებები.

იმპერიალიზმი.


იმპერიალიზმი - სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მდგომარეობს სხვა სახელმწიფოების და ხალხების დაპყრობის მცდელობაში; მათი საკუთარი გავლენის ქვეშ მოთავსების მცდელობაში, საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

იმპერიალისტური პოლიტიკა შეიძლება ხორციელდებოდეს პირდაპირ - ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ან ირიბად - ეკონომიკური და პოლიტიკური ხერხების გამოყენებით.

იმპერია.

იმპერია (ლათ. imperium, სახელისუფლებო ძალაუფლება) შეიძლება განიმარტოს როგორც სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება ვრცელდება მმართველი ძალისგან კულტურულად ან ეთნიკურად განსხვებულ, როგორც წესი დაპყრობილ, ტერიტორიებზე და მოსახლეობებზე. სხვა, უფრო ფორმალური განმარტებით იმპერია არის მონარქია, რომლის მონარქი ატარებს იმპერატორის ტიტულს.


ალექსანდრე მაკედონელის იმპერია.


რომის იმპერია მე–2 საუკუნეში.


მონღოლების იმპერია.


რუსეთის იმპერია 1913 წლისთვის.


კაპიტალიზმი

მიახლოებითი მნიშვნელობით, კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავბული შრომა.

ხშირად, კაპიტალიზმის ქვეშ ასევე გულისხმობენ დასავლურ სამყაროში ფეოდალიზმის შემდეგ, 16-19 საუკუნეებიდან დამკვიდრებულ დომინანტურ ეკონომიკურ სისტემას.


კომუნიზმი

ნამგალი და ურო, კომუნიზმის სიმბოლო

კომუნიზმი – საზოგადოებრივი წყობა რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას.

მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.

მე–20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთერთ ზესახელმწიფოდ.

1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კომუნისტურ სახელმწიფოებში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა.

დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე.

მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმისკენ გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით. ეს გზა არჩეული ჰქონდათ არსებული კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობას, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში შესვლა არ განხორციელებულა არც ერთ მათგანში.

კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია სამხრეთ ამერიკაში.


სოციალიზმი

სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.

სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმების ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანთა უფლებები და თავისუფლება.


ლიბერალიზმი

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით.

ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად.

მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.


ლიბერასტი

ლიბერასტი (რუს. Либераст, სიტყვების ლიბერალი და პედერასტის პორტმანტუ) არის ნეოლოგიზმი რუსული ენაში. იდეოლოგიური კლიშე, რომელიც გამოიყენება რუსეთში ნეოლიბერალური რეფორმებისადმი ან იმ მეთოდებისადმი რომლითაც ეს რეფორმები განხორციელდა მტრულად განწყობილი ავტორების მიერ.

ნეოლოგიზმი შემოიტანა პუბლიცისტმა ილია სმირნოვმა (წარსულში საბჭოთა მიწისქვეშა როკ სუბკულტურის აქტივისტი და ჟურნალების „ყური" და „ურ ლაითის" რედაქტორი), ნეოლიბერალიზმის კრიტიკის და ჰომოსექსულისტების სიძულვილის შეჯვარებით. ტერმინი გაჩნდა მის 1990-იანი წლების პირველი ნახევარის პუბლიკაციებში, რომლებიც შემდეგ თვითონ ავტორმა გააერთიანა წიგნში „ლიბერასტია" (რუს. Либерастия).

ტერმინი აქტიურად გამოიყენება განხილვებში, მათ შორის ინტერნეტშიც. ძირითადად იხმარება ლიბერალების მისამრთით. ასევე იმ პოლიტიკოსების მისამართით რომლებიც რუსეთში 1990-იანი წლების მოვლენებთან ასოცირდებიან (იგორ გაიდარი, ანატოლი ჩუბაისი, ბორის ელცინი და სხვები).

ტოლერასტი არის დაკავშირებული სიტყვა, რომელიც რუსეთში 21-ე საუკუნის დასაწყსიში გაჩნდა სიტყვა „ტოლერანტობის" გავრცელებისთანავე.



ფემინიზმი

ვენერას ასტროლოგიური სიმბოლო

ფემინიზმი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და გაფართოება.

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა სიტუაციას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

ფემინიზმი, როგორც სოციალური მოძრაობა, მიზნად ისახავს ქალთა უფლებებისა და ინტერესების მხარდაჭერას, იბრძვის გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

არსებობს ფემინიზმის სამი მიმდინარეობა:
ლიბერალური
პოლიტიკური
რადიკალური


ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძვ.ჩინეთში: გამოჩნდა.თუმცა მისი თეორიიის ჩამოყალიბება დაიწყო 1792 წელს, როდესაც გამოვიდა მერი უოლსთოუნქრაფტის წიგნი "განცხადება ქალთა უფლებების შესახებ". უფრო ფართო აუდიტორია ფემინისტურმა იდეამ მოიპოვა 1840-1850 წლებში, როცა დასავლეთის რიგ ქვეყნებში გაიშალა სუფრაჟისტების მოძრაობა, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის სარჩევნო უფლების მინიჭებას. ეს იყო ფემინიზმის ე.წ. "პირველი ტალღა ".

მას შემდეგ რაც დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში XX ს-ის ქალებს მიეცათ საარჩევნო უფლება ქალთა მოძრაობა რამდენადმე შენელდა. 1960-იან წლებში გაიშალა ფემინიზის "მეორე ტალღა". მასში გამოიხატა ქალთა პოლიტიკური ემანსიპაციის რადიკალური მოთხოვნები.



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1526 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები