ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » 11 მილიარდი რუბლი - აფხაზური "თავისუფლების" ფასი.
10:19
11 მილიარდი რუბლი - აფხაზური "თავისუფლების" ფასი.


სოხუმის ხელისუფლებამ რუსული ფულის გახარჯვის კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.

აფხაზური ოპოზიცია ბაგაფშის მთავრობას ეკონომიკურ სიბეცეში ადანაშაულებს და პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. "ეკონომიკის მინისტრმა" კრისტინა ოზგანმა აფხაზური საზოგადოება დაამშვიდა: "ამ გეგმამ ოთხჯერ მოიარა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დათანხმდნენ 11 მილიარდი რუბლის გახარჯვის სქემას."

"2010-2012 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის" თანახმად, კრემლის ფინანსური საჩუქარი, პირველ რიგში, სტრატეგიული ხასიათის საკითხების მოსაგვარებლად დაიხარჯება.

"აფსნი-პრესის" ინფორმაციით, სწორედ ასეთი მნიშვნელობის არის გაგრის შემოვლითი საავტომობილო გზა ორი გვირაბით და 85 კმ საავტომობილო გზა სოხუმიდან გალამდე, რომლებზეც მიმდინარე წელს შესაბამისად 490 და 500 მილიონი რუბლი დაიხარჯება; 400 მილიონ რუბლად შეიძენენ 130 ავტობუსს, რომელთაგანაც 100 ავტობუსი მოსახლეობას მოემსახურება, ხოლო 30 - ტურისტებს.

ამავე წელს უნდა დასრულდეს ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ძველი საფეხმავლო ხიდის შეკეთება და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რამაც ამ პუნქტის გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს.

დიდი რესურსი ჩაიდება სოხუმისა და სხვა რაიონული ცენტრების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის აღდგენაზე.

ამ მიმართულებთ მთლიანობაში 1,5 მილიარდი რუბლი დაიხარჯება, საიდანაც 788 მილიონი რუბლი გაგრის წყალმომარაგების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას მოხმარდება.

გაირკვა, რომ რუსული მხარე მხოლოდ გაგრის რაიონის წყალმომარაგების აღდგენაზე თანხმდებოდა, მაგრამ აფხაზების დაჟინებული მოთხოვნით, გეგმაში სხვა რაიონებიც ჩაურთავთ.

ცალკე გამოიყო აგროსამრეწველო კომპლექსის საკითხი. მისი განვითარებისთვის მილიარდ რუბლზე მეტია გათვალისწინებული. ფული დაიხარჯება მესაქონლეობის კომპლექსისთვის, რომელსაც საკუთარი გადამამუშავებელი და საკვების ბაზა ექნება.

დაგეგმილია თევზის, ხილისა და ბოსტნეულის, ყვავილების მეურნეობის გაშენება.

200 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება ვაშლი, ხოლო 150 ჰექტარზე - თხილი, ციტრუსი, ფეიხოა, ხურმა და სხვა. ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებულია 500 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა და 100 მილიონი რუბლის დახარჯვა ჩაის მრეწველობაზე.

სამრეწველო ობიექტების - პურის ქარხნების, სოხუმის რძის ქარხნის, ხორცკომბინატის, საკონდიტრო ფაბრიკის აღსადგენად სამი წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტიდან 870 მილიონი რუბლი გამოიყოფა.

გაირკვა, რომ ყოველწლიურად აფხაზეთში რუსეთიდან 1 მილიარდი რუბლის ხორცისა და რძის პროდუქტები შემოაქვთ, ამიტომ ადგილობრივი წარმოების ამუშავება ხელს შეუწყობს დეფიციტის აღმოფხვრას.

ამ საწარმოებისთვის ნედლეულს კი აფხაზები, რუსეთის მსგავსად, საზღვარგარეთიდან შემოიტანენ. ადგილზე კი მინისაწარმოების შექმნას შეეწყობა ხელი.

ჯანდაცვის სფეროსთვის 1,1 მილიარდი რუბლი გაიხარჯება. სამ წელიწადში დასრულდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსი და ინფექციური განყოფილება. გარემონტდება გუდაუთის საავადმყოფო, ფსიქდისპანსერი, ტუბდისპანსერი.

65 მილიონ რუბლად შეიძენენ სამედიცინო აპარატურასა და ინვენტარს. დაგეგმილია სასწრაფო დახმარების 32 მანქანისა და 7 რეანიმობილის ყიდვა.

საბავშვო ბაღებისა და სკოლების რემონტისთვის 600 მილიონი რუბლი დაიხარჯება, ხოლო 829 მილიონ რუბლად შეიძენენ 4 320 კომპიუტერსა და სხვა ტექნიკას, მათ შორის გალის რაიონისთვის 555 კომპიუტერს.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 150 მილიონი, ხოლო საგამოძიებო იზოლატორისთვის 100 მილიონი რუბლი გამოიყოფა.

მილიარდი რუბლი რაიონების კულტსახლების, რუსული და აფხაზური თეატრების, რესპუბლიკური ბიბლიოთეკის, სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციისა და ტექნიკური გამართვისთვის არის გათვალისწინებული. სტადიონების, სპორტსკოლების, მოედნების, გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობისთვის 925 მილიონი რუბლია გათვალისწინებული.

მათ შორის 50 მილიონი ტყვარჩელის საცურაო აუზის, ხოლო 60 მილიონი რუბლი სოხუმის სპორტსკოლის რეკონსტრუქციაზეა გათვლილი. 100 მილიონი რუბლი დაიხარჯება 10 საბავშვო მოედანზე.

ქრისტინა ოზგანის ინფორმაციით, რუსეთის ფულის ხარჯვა აფხაზეთის ბიუჯეტიდან მოხდება, რასაც რუსეთისა და აფხაზეთის "კონტროლის პალატები" გააკონტროლებენ.

ამ თანხით მხოლოდ სახელმწიფო ობიექტების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც კერძო ბიზნესის დაფინანსებას გამორიცხავს.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს - "მინისტრი" ირწმუნება, რომ მასში აფხაზეთის მკვიდრნი მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთიდან კი მხოლოდ სპეციფიკური სამუშაოებისთვის მოიწვევენ სპეციალისტებს.

"ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, ხელები დავიკაპიწოთ და რუსი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე "კაპიტალურად შევაკეთოთ" აფხაზეთი," - განაცხადა ოზგანმა.




კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1028 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები