პარასკევი, 29.03.2024, 12:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ისრაელში ფიქრობენ, რომ აშშ ირანზე შეტევისთვის ემზადება.
10:21
ისრაელში ფიქრობენ, რომ აშშ ირანზე შეტევისთვის ემზადება.

ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.


ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

ცოტა ხნის წინათ, "ნიუ იორკ თაიმსში" დაბეჭდილ სტატიაში საუბარი იყო დევიდ პეტრეუსის იმ საიდუმლო დირექტივის დეტალებზე, რომელსაც გენერალმა გასული წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.

დირექტივა გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში სპეცჯარების გაგზავნის უფლებას და სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას, ასევე - ადგილობრივ ოპოზიციურ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებას. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ "საზოგადოებამ პირველად იხილა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადების რეალური მტკიცებულება".

ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "თეირანმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად გადაწყვიტა, წინ აღუდგეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას."

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის კანცელარიის მეთაური რამ ემანუელი, რომელიც ისრაელში კერძო ვიზიტით იმყოფება, ოთხშაბათს იერუსალიმში ბენამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მას ბარაკ ობამასგან ვაშინგტონში ოფიციალური მიპატიჟება გადასცა.

როგორც იუწყებიან, ამერიკის ადმინისტრაცია მზად არის მთელი რიგი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ისრაელთან და მის ხელისუფლებასთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. ობამა ცდილობს, ადმინისტრაციის ადრინდელი შეცდომები გამოასწოროს და თან ამით კონგრესში მყოფი ებრაული "ლობი" დაამშვიდოს.

ამ მიპატიჟებას ისრაელისა და ამერიკის ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადაშლად მიიჩნევენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1014 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები